ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში, რამდენიმე ქუჩაზე, საცხოვრებელი ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში, კეკელიძის, შათირიშვილის, ჩიკაშუას და მელქაძის ქუჩების ათი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს სრული აღდგენა სექტემბერში დაიწყო და ნოემბრის ბოლოს დასრულდება. პროექტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს, სამუშაოებს კი კომპანია "ბორანი“ ასრულებს. "კვალითის დასახლება ქალაქ ზესტაფონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მჭიდროდ დასახლებული უბანია. ეზოებში ასფალტის საფარი სრულად იყო გამოსული მწყობრიდან, რაც მოსახლეობის...
შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს. ინფორმაციას ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. სამხარაძე შიდა ქართლში რწმუნებულ-გუბერნატორად 1 წლის განმავლობაში - 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის აპრილამდე მუშაობდა, შემდეგ კი მან თანამდებობა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს გაუცვალა და ამ პოსტზე სამი თვე იმუშავა - 2018 წლის 26 ივლისს ახალმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ,...
ქუთაისში სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მოედანი ლესელიძის ქუჩა N1 ში ეწყობა, სადაც ამ დროისთვის ასფალტის დაგების სამუშაოები სრულდება. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, სპორტული მოედნები ფრენბურთის, კალათბურთისა და მინი ფეხბურთის სათამაშოდ არის განკუთვნილი. მათი თქმით, მიმდინარე წელს 11 ასეთი სტადიონი გაკეთდება და ბიუჯეტიდან 450 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები თერთმეტივე სტადიონზე ნოემბრის ბოლოს დასრულდება. "ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მასზე...
კრწანისის რაიონში 3 სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, ზემო ფონიჭალაში, დაახლოებით, ერთ ჰექტარზე, რომლის ძირითადი ნაწილი ამ დრომდე აუთვისებელი იყო, სრულიად ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ასევე, თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ორი ახალი სპორტული მოედანი. ამ ეტაპზე კი, ტერიტორიის აუთვისებელ ნაწილში საბავშვო სივრცის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის N18-ში, უსინათლოებისთვის ადაპტირებული სკვერი ეწყობა. აღნიშნულ ტერიტორიასა და მის მიმდებარედ არსებული...
ბათუმში 3 საბავშვო ბაღის გახსნის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. საუბარია 15-ე, 16-ე და 31 -ე საბავშვო ბაღებზე. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. მეთხუთმეტე და ოცდამეთერთმეტე ბაღების სარემონტო სამუშაოების დასრულება დანიშნულ ვადაში ვერ მოხერხდა. როგორც ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიმართ სანქციები უკვე გატარდა. აღნიშნული ბაღები აღსაზრდელებს 8 სექტემბრიდან მიიღებენ. მეტექვსმეტე ბაღში კი კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა ერთ კვირაში დასრულდეს. მამუკა შამილიშვილი...
ციხე მოდინახისაკენ მიმავალი საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მერიის ცნობით, ასფალტობეტონის საფარი ციხისკენ მიმავალ გზის მთლიან მონაკვეთზე დაიგება. ასევე, პროექტის ფარგლებში იგეგმება გარეგანათებისა და საყრდენი კედლების მოწყობა. სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5% თანადაფინანსებით ხორციელდება. "მოდინახის აღდგენითი სამუშაოები ფონდი ,,ქართუ"-ს დაფინანსებით 2018 წელს დაიწყო. პროექტი გარდამავალია და პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია", - აცხადებენ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ა(ა)იპ-ის დირექტორი ზვიად ქარჩავა აცხადებს, 19 თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა დაუმთავრდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. "ამ ეტაპზე მათთვის ხელშეკრულების გაგრძელების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. ხოლო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ საჭიროებისამებრ განახლდება ხელშეკრულებები“, - აცხადებს ქარჩავა. მისივე თქმით, ამ დროისთვის აღნიშნულ ა(ა)იპ-ში 9 ადამიანი მუშაობს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ორგანიზებით, 26-28 სექტემბერს, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში საკრებულოების თანამდებობის პირებისთვისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ტრენინგები საკრებულოს ფრაქციების მუშაობას, პრაქტიკას და გამოწვევებს ეხებოდა. ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში გამართულ ტრენინგებს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 21 მუნიციპალიტეტის საკრებულოების 70 წარმომადგენელი დაესწრო. ტრენინგები ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ზესტაფონის მერიას მუნიციპალიტეტის ორი თანამშრომლის - იამზე მარაქველიძისა და ნინო ნიკაჭაძის თანამდებობაზე აღდგენისკენ მუწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ზესტაფონის მერიამ 2018 წლის 1 იანვრიდან თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა წააგო და მუნიციპალიტეტს მათი დაუყონებლივი აღდგენა დაევალათ, თუმცა, მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს. იამზე მარაქველიძე და ნინო ნიკაჭაძე 2018 წლის 1 იანვრიდან განთავისუფლდნენ ზესტაფონის მერიაში დაკავებული თანამდებობებიდან. “საერთაშორისო გამჭვირვალობა...
ზუგდიდის მერია სამუშაო ოთახებში სარემონტო სამუშაოებს გეგმავს, რისთვისაც  23 176 ლარია გამოყოფილი. საუბარია ოთახებში ლამინატის დაგებაზე, კედლებზე შპალიერის გაკვრაზე, ჭერის შეკიდვაზე, ერთ ოთახში ამორტიზებული კარის დემონტაჟზე, მის ახლით ჩანაცვლებასა და სხვა სახის სამუშაოებზე. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ამ ყველაფრისთვის მერიამ ორი დამოუკიდებელი ტენდერი გამოაცხადა. ერთ შემთხვევაში საქმე ექვსი ოთახის რემონტს ეხება, რისთვისაც 19 ათას 766 ლარია განსაზღვრული, მეორე შემთხვევაში კი მერიის...
გორში, შინდისის გზატკეცილზე, სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიის ცნობით, სამუშაოებისთვის 35 ათასი ლარი დაიხარჯება. პროექტის მიხედვით, მწვანე საფართან ერთად, შეიცვლება ბორდიურები. ასევე, დაიდგმება ატრაქციონები, ღამით კი, ლამპიონებით გაანათებენ. სამუშაოები ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყება და 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
სოფელ აწყურში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში წყლის პრობლემების გადასაჭრელად ხუთი პროექტი განხორციელდა და ნახევარმილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა თითქმის სოფლის ნახევარს ისევ დაბინძურებული წყალი მიეწოდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხეში, სოფელი აწყური წყლით ორი ძირითადი სათავე ნაგებობიდან "ხულევა ხევიდან“ და "ველის წყლიდან“ მარაგდება. 2014 წლიდან დღემდე ორივე მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა. პირველი პროექტი ორივე სათავე ნაგებობაზე სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას გულისხმობდა....
ხონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. მერიის ცნობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ამასთან, ცენტრში სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი. გარე პერიმეტრზე კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური სევრცეა გათვალისწინებული. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დრომდე, ცენტრის 30-მდე თანამშრომელი ერთ ოთახში იყო განთავსებული. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით...
დღეიდან თბილისში 10 ათასზე მეტი ლიცენზირებული ტაქსი ივლის. ულიცენზიო ტაქსები კი დაჯარიმდებიან. როგორც ცნობილია, ტაქსების ლიცენზირების ვადა დღეს ამოიწურა. დღეიდან კი ტაქსით მომსახურების სერვისის ულიცენზიოდ განხორციელება 200 ლარით დაჯარიმდება. მერიის ინფორმაციით, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა პარკირების სპეციალური ადგილები, რომელიც მათთვის უფასო იქნება. გარდა ამისა, ლიცენზირებული ტაქსის მძღოლებს საკუთარ ავტომობილებზე რეკლამის განთავსება შეეძლებათ, რეკლამიდან შემოსული თანხა კი მათვე დარჩებათ. მერია მათ,...
წინა სტატია თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით კონკურსის ჩავარდნაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ის ფიქრობს, რომ შესაძლოა, კონკურსში მონაწილეობისგან კომპანიებმა თავი მის პირობებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო შეიკავეს. „ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ, შესაძლოა, წინა კვირაში გაკეთებული განცხადებები გახდა შემაფერხებელი გარემოება იმ პრეტენდენტებისთვის, რომელთაც სურვილი ჰქონდათ, რომ კონკურსში მონაწილეობა მიეღოთ. შესაძლოა, ამის გამო მათ პირველ ეტაპზე გადაიფიქრეს და...
ვერის ბაღის რეაბილიტაციის პროექტის შექმნასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ - შპს "არქიტექტორები.ჯი2"-მა მიიღო. კონკურსი მერიამ 12 სექტემბერს გამოაცხადა, 23 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით კი პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა შეეძლოთ. თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, წარმოდგენილ საკონკურსო წინადადებას მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია შეაფასებს. საკონკურსო პირობების თანახმად, პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 215 ათასი ლარი იყო. გამარჯვებულმა კომპანიამ კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 კალენდარულ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ