ხონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს.
მერიის ცნობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ამასთან, ცენტრში სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი. გარე პერიმეტრზე კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური სევრცეა გათვალისწინებული.
როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დრომდე, ცენტრის 30-მდე თანამშრომელი ერთ ოთახში იყო განთავსებული.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.