გორში, შინდისის გზატკეცილზე, სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
მერიის ცნობით, სამუშაოებისთვის 35 ათასი ლარი დაიხარჯება. პროექტის მიხედვით, მწვანე საფართან ერთად, შეიცვლება ბორდიურები. ასევე, დაიდგმება ატრაქციონები, ღამით კი, ლამპიონებით გაანათებენ.
სამუშაოები ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყება და 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.