ნაკიფუ-ჩხოროწყუ-ლეწურწუმეს საავტომობილო გზის 3 კმ. მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
როგორც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, პროექტი ასევე ეზოში შესასვლელების, მიერთებების, წყალამრიდი მილების, ბეტონის კიუვეტების, გაბიონების მოწყობას და ახალი ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ 2 396 069 ლარით ფინანსდება. სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
ქუთაისში ყინულის მოედნის აღდგენის მოთხოვნით მოედანთან მოსწავლეები და მშობლები შეიკრიბნენ. მათი თქმით, რვა თვეა დაწესებულება არ ფუნქციონირებს, რადგან ადმინისტრაციამ მთავარი აგრეგატი, რომელიც მოედნის მუშაობას უზრუნველყოფს, ვერ შეიძინა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მშობლები ყინულის მოედნის ადმინისტრაციას და ქალაქის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
"ამ მოედანმა ჩემი შვილი გადაარჩინა. ბავშვების ჯანმრთელობისთვის მისი არებობა მნიშვნელოვანია. ამ მოედანზე ჩემპიონები დადიან. ქალაქის მერიამ კი რვა თვის განმავლობაში ყინულის აგრეგატის შეძენა...
2019 წლის ბოლომდე თბილისს 150 ახალი ლურჯი ავტობუსი შეემატება. საუბარია, 10 მეტრიან, ევროპული სტანდარტის მქონე, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსებზე. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.
პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანსებს და ჯამში, ღირებულება 77 მლნ ლარს შეადგენს. აქედან, 2019 წელს პროგნოზით ავტობუსების შესყიდვაზე 65 მლნ, ხოლო 2020 წელს 12 მლნ ლარია გათვალისწინებული.
დღეის მდგომარეობით ქალაქს 560 ავტობუსი ემსახურება, რეზერვის სახით კი...
დაბა ურეკში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ბაღი ფონდი "ქართუს“ დაფინანსებით აშენდა.
მათივე ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების 130 ბავშვზე გათვლილი შენობა უახლესი ინვენტარით, ბავშვებზე მორგებული სველი წერტილებით, სამზარეულოთი, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალგამწმენდი და გათბობის სისტემებით არის აღჭურვილი.
“ფონდ ქართუს” დაკვეთით ურეკის ბაღის მშენებლობა ასოციაცია “ატუმ”- შეასრულა. ახალ ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან დაიწყო.
დაბა ურეკის საბავშვო ბაღს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის...
თერჯოლა-ახალი თერჯოლა-ჩხარის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია უტარდება, როგორც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტი-საავტომობილო გზის 3,5 კმ-იანი მონაკვეთის ასფალტით მოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს და მისი ღირებულება 950 ათასი ლარია.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს "დაგი“ აწარმოებს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ მოადგილე მერაბ სირაძესთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროს არჩილ ქოჩიაშვილსა და ადგილობრივი...
წინა სტატია
ტაქსის მძღოლები ვალდებულნი იქნებიან 2 წლის განმავლობაში საკუთარ მანქანებზე იმ კომპანიის რეკლამა განათავსონ, რომელიც მათ ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვაუჩერს უსასყიდლოდ გადასცემს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, ტაქსის მძღოლების გადასაწყვეტია, აღნიშნული სერვისით ისარგებლებენ თუ არა.
მისივე თქმით, კომპანია ტენდერის საშუალებით, ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში გამოვლინდება.
"გამოვლინდება ერთი კომპანია, რომელიც ვალდებული იქნება, გააკეთოს ტაქსის მძღოლებთან ავტომანქანის შეღებვის შეთავაზება....
წინა სტატია
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, სოფელ ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება, რაც უწყების შეფასებით, სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს განათლების დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას მისცემს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მინისტრის თქმით, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე უწყვეტი განათლების მიწოდება თითოეული მოსწავლისთვის. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სწორედ ამიტომ, მისი ინიციატივით, ზემოთაღნიშნული პანსიონები სამინისტროს სამართლებრივ და სამეთვალყურეო რეგულაციაში მოექცევიან.
"მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ...
წინა სტატია
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისობა 2018-ის ფარგლებში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები თბილისში 6-7 ოქტომბერს, 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ღონისძიებები 5 სხვადასხვა ადგილზე ჩატარდება.
კერძოდ, "თბილისობა 2018" დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანსა და ლეღვთახევში გაიმართება.
ამასთან, მერიის გადაწყვეტილებით, თბილისობა სამომავლოდ ყოველი წლის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას ჩატარდება. ასევე, ცნობილია ადგილები, სადაც თბილისობას გარევაჭობა დასაშვები იქნება.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით კი, თბილისობას საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
წინა სტატია
შიდა ქართლის საიმიჯო კლიპი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტით გადაიღეს. საიმიჯო კლიპი ორ ენაზე – ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადდა და გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებმა კლიპისთვის 4 900 ლარი დახარჯეს.
https://www.youtube.com/watch?v=WqS4txedyF0
წინა სტატია
დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ მერიამ კომპანიას, რომელიც უზნაძის ქუჩას რეაბილიტაციას უტარებდა ხელშეკრულება შეუწყვიტა და ჯარიმა დააკისრა. მისი თქმით, უკვე გამოვლენილია ახალი კომპანია, რომელიც სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაასრულებს.
"მთავრობის წინა სხდომაზე ვისაუბრე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება საკმაოდ წარმატებით, თუმცა იყო კონკრეტული ადგილი - უზნაძის ქუჩა მაქვს მხედველობაში, სადაც სერიოზული პრობლემაა, სამუშაოები დამთავრებული უნდა...
წინა სტატია
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მასშტაბით 250-მდე საპარკინგე ადგილი სპეციალურად ტაქსებისთვის გამოიყოფა, სადაც ლიცენზიის მქონე ტაქსების განთავსება უფასო იქნება. მისი თქმით, უკვე შეირჩა 60-მდე ადგილი, სადაც საპარკინგე ადგილები განთავსდება.
"დღეის მდგომარეობით შერჩეულია 60-ზე მეტი ადგილი, ჯამში 250-მდე ტაქსის სადგომით. ეს ადგილები განკუთვნილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებისთვის და იქ სხვა ავტომანქანების განთავსება აიკრძალება, ხოლო დარღვევის...
წინა სტატია
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი ექნება ტექნიკური ინსპექტირება, ეყოლება მარცხენასაჭიანი და 4 კარიანი ავტომობილი, უსასყიდლოდ გადაცემენ ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერს.
კახა კალაძემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ტაქსის მფლობელებს მდგომარეობას და ამასთან, ხელს შეუწყობს რეფორმის სწრაფ და ეფექტიან...
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის "კენკროვანი კულტურების" ქვეკომპონენტის ხელშეწყობის გზები განიხილეს.
"სოფლის მეურნეობის განვითარება რეგიონის სიძლიერის წინაპირობაა. ამ მიმართულებით, კენკროვანი კულტურების გაშენების დაფინანსება კარგი შესაძლებლობაა ჩვენი მოსახლეობისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ხალხის...
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს სტრუქტურული ცვლილებების, ადამიანური აქტივების განვითარებისა და ვაკანტურ პოზიციებზე გამოსაცხადებელი კონკურსის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ვაკანსიებზე კონკურსი როგორც რიგითი ისე საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტების შესარჩევად გამოცხადდება. სამინისტროში რეორგანიზაციის ფარგლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სტრუქტურა სრულად განახლდა.
სამინისტროს ცნობით, არსებული ფუნქციები უფრო ეფექტიანად გადანაწილდა და დაემატა ახალი კომპეტენციები. ასევე იგეგმება თანამშრომლების...
ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში "დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - "კენკროვანი კულტურები“ დაემატა.
ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე, მათი იმპორტის შემთხვევაშიც დაფინანსდება; ამასთან, 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულება და საჭიროების შემთხვევაში, ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იმერეთის...
ქალაქ გურჯაანში, ბელიაშვილის ქუჩისა და ბელიაშვილის ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ამ ეტაპზე, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს "წალენჯიხის საგზაო სამმართველო", მიწის ვაკისის მოსწორების სამუშაოებს ახორციელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 156 275 ლარს შეადგენს და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































