ნასამართლევ პირებს შესაძლოა, ტაქსის მძღოლობა აეკრძალოთ. ასეთი ინიციატივით გამოდის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი. ინფორმაციას ნიუპოსტი ავრცელებს. "ძალიან მნიშვნელოვანია შევეხოთ იმ რეფორმას, რომელიც მიმდინარეობს ტაქსების მომსახურების სფეროში. ეს არის ის საკითხი, რომელიც ეხება უსაფრთხოებას და მისი განხორციელების მთავარი მიზანიც ეს არის. ამიტომ, ვემიჯნები იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც პრაქტიკულად არასწორად არის გამოყენებული, მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ დამატებით მიმართულებებზე რაც...
წინა სტატია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტისას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტზე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ დაწერილა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ნინოწმინდის საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის ამსახველი მასალის გამოქვეყნების შესახებ ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დღეს, ოთხ ოქტომბერს, "სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარის შემდეგ გაიგეს. "არაფერი ვიცით, საჩივარი არ შემოსულა. თუ განცხადებით არ მოგვმართა ვინმემ, ისე საკითხს ვერ...
თბილისის მერია, დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის შენარჩუნების მიზნით, ვაკის რაიონში საპილოტე პროექტს ახორციელებს, რომელიც ნაგავშემკრები კონტეინერების ღამის საათებში დაცლას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერია და "თბილსერვის ჯგუფი" კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ვაკის რაიონის მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ პროექტში თითოეული მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობა და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ნაგავშემკრებ კონტეინერებში არა დღის, არამედ საღამოს საათებში განათავსონ. როგორც განცხადებაში აღნიშნავენ, აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს ქუჩების...
სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში, N34 კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გამგეობის ცნობით, აღნიშნული კორპუსის ქანობიან სახურავს რეაბილიტაცია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდა. 3 200 კვ.მ ფართობის სახურავთან ერთად, შეიცვალა წყალსაწრეტი მილებიც. პროექტისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 47 736 ლარი გამოიყო. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ვინაიდან N34 საცხოვრებელ კორპუსში იძულებით გადაადგილებული ოჯახები ცხოვრობენ სამუშაოების განსახორციელებლად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,...
დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩა N4ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო-გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც ატრაქციონები განთავსდა. ასევე, სკვერში საფეხმავლო ბილიკები, საჩრდილობელი, განათების სისტემა და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა დამონტაჟდა. ამასთან, როგორც გამგეობაში აცხადებენ, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სკვერში მოსახლეობისთვის ფიტნეს ზონაც განთავსდა, სადაც ათი სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცხრაწყაროს უღელტეხილიდან სოფელ ბალანთამდე დამაკავშირებელი გზის 23 კილომეტრიანი მონაკვეთი მოწესრიგდა. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში სავალ ნაწილზე ქვიშა-ხრეშოვანი გრუნტი მოეწყო და მოსწორდა,ამასთან, გზის მთლიან სიგრძეზე გაიწმინდა კიუვეტები. პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან 85 622 ლარით დაფინანსდა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ჩატარებულმა სამუშაოებმა მნიშვნელოვანად გააუმჯობესა, გზის საფარის მდგომარეობა და მოქალაქეებს გზაზე გადაადგილება უკვე უსაფრთხოდ შეუძლიათ. "აღნიშნულ მონაკვეთზე სამომავლოდ გზის კაპიტალური მშენებლობის სამუშაოებია გათვალისწინებული", - ნათქვამია...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. მერიის ცნობით, სახალხო დამცველის გენდერის რეგიონულმა წარმომადგენელმა მარიამ გვიდიანმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს  გენდერული თანასწორობის მიღწევის საკითხებში სახალხო დამცველის მანდატისა და მუნიციპალიტეტის როლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აგრეთვე განიხილა სექსუალური შევიწროების და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხები. ამასთან, შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, შეხვედრას მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი,...
სტატიის გაგრძელება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განმარტებით, ტექნოპარკის აშენების ადგილმდებარეობა შეიცვალა. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. გურჯაანში ტექნოპარკი ძველი სამშობიაროს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. "თავიდან ვფიქრობდით ტექნოპარკი, კულტურისა და დასვენების პარკში აშენებულიყო, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესია ქალაქის ტერიტორიაზე განთავსდეს. ამისათვის ძველი სამშობიროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყო სივრცე. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, - განაცხადა სონღულაშვილმა. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როდის დაიწყება ტექნოპარკის მშენელობა.
ქალაქ წნორში "პენსიონერთა ასოციაცია" დაფუძნდა, რომელიც ხანდაზმულთა უნარ-ჩვევების ამაღლებასა და მათ სოციალურ და კულტურულ აქტივობებში ჩართვას ემსახურება. მერიის ცნობით, ასოციაცია თაობათა შორის დიალოგის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პრინციპსა და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ხანდაზმულ მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას მუნიციპალიტეტის პრობლემების გადაჭრაში და განაცხადა: "როდესაც მოქალაქეთა ჩართულობაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ არა მართულ ჯგუფს, რომელიც იკრიბება მხოლოდ...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმებმა 800–ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს. აქედან 40–ს სმენის პრობლემის სხვადასხვა სტადია დაუდგინდა, სასმენი აპარატი კი 16 მათგანს დასჭირდა და შვედმა ექიმებმა უფასოდ გადასცეს. ამასთან, შვედი ექიმები ხარაგაულში 2 კვირის განმავლობაში დარჩებიან და მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და სკოლის მოსწავლეებს გამოიკვლევენ. როგორც იმერეთის სახელმიწოფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შვედმა ექიმებმა უკვე ჩაუტარეს სემინარები, ხარაგაულის საჯარო...
დღეს ქალაქ ხობში ცენტრალური პარკის მშენებლობა დაიწყო. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში ველობილიკი, საფეხმავლო ზოლები, ლაბირინთი, საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო და საკალათბურთო მოედნები, ჭადრაკის დაფა, დეკორატიული სკამები, შადრევანი, ხობის მუნიციპალიტეტის გერბი და განათება მოეწყობა. ცენტრალური პარკის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ორ ეტაპად განხორციელდება და მასზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. https://youtu.be/Gje8HLwno3Y
წინა სტატია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ხე-მცენარეებს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან, მერიის ცნობით, მათი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენაა. სპეციალისტები დედაქალაქს ოქტომბრის ბოლოს ეწვევიან და ლაბორატორიულ კვლევებს ევროკავშირში აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ჩაატარებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსავ droa.ge უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ოქტომბრის ბოლოდან თბილისის ტერიტორიაზე არსებული ხეების სანიტარულ ჭრას დაიწყებს, რის შედეგად, ჯამში 20...
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში, სახნავას საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულებულია. მერიის ცნობით, გზის 500 მეტრიან მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი და მოეწყო კიუეტები. მათივე ინფორმაციით, ამჟამად მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა მიმდინარეობს. როგორც ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სულორის ადმინისტრაციულ ერთეულში აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 115 554 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ფირმა იმედი” ახორციელებს.
პროექტის -"დავსუფთაოთ საქართველო ფაზა III” ფარგლებში კონკურსი "სუფთა რეგიონი“ გამოცხადდა. კონკურსის მიზანია ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდეს ყველაზე სუფთა რეგიონი, მუნიციპალიტეტი, ქალაქი/დაბა, სოფელი/თემი, ეზო, ქუჩა და ყველაზე ლამაზი აივანი. "კონკურსში მონაწილე რეგიონებს, კერძო პირებსა თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა და მითითებულ ფეისბუქ გვერდზე გადმოაგზავნონ მათი რეგიონის, ქალაქის, სოფლის, ეზოსა თუ საცხოვრებელი ადგილების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები. კონკურსის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური კომისია (სამინისტროსა...
ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განაცხადა, რომ ჭიათურის სოფლებში შიდა საუბნო გზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე წელს 1 700 000 ლარი დაიხარჯება. "მიმდინარე წელს ჭიათურის სოფლებში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება. მობეტონდება შიდა საუბნო გზების რთული მონაკვეთები, რაც ადგილობრივებს გადაადგილებას გაუადვილებს“ - განაცხადა გივი მოდებაძემ. მოდებაძემ მერის წარმომადგენლებს მათ ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფელ ქვახვრელში ახალი ნაგვის ურნები, ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველები, გარეგანათება, სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის სისტემები და შიდა საუბნო გზები მოწესრიგდა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, სარწყავი არხის 350 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცის შედეგად აღნიშნულ სოფელში გასარწყავიანების პრობლემაც მოიხსნა. გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ქვახვრელის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრისას სოფლის ერთ უბანში გარეგანათების მოწყობას ითხოვდა. გორის მერის განცხადებით,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ