გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, ე.წ ცისკარაანთ უბანში, ასფალტის დაგება უკვე დასრულებულია. როგორც მერიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებილი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს "წალენჯიხის საგზაო სამმართველო“ ასრულებს და მისი საერთო ღირებულება 415 248 ლარს შეადგენს. ასევე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შიდა საუბნო გზებზე  სანიაღვრე არხებიც მოეწყობა.
სტატიის გაგრძელება მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ვილნიუსის სკვერს, 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 930 ათასი ლარი გამოიყოფა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ვილნიუსის სკვერი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდება, რომლის შიდა სივრცე ლიეტუვის კულტურულ სახეს ასახავს. სკვერში დეკორატიული შადრევანი მოეწყობა, სადაც "ვილნიუსის ანგელოზის“ ქანდაკება განთავსდება. შადრევნის მიმდებარედ კი დასასვენებელი სკამები და ლითონის პერგოლა დამონტაჟდება, რაზეც ხვიარე მცენარეები გაშენდება. ამასთან, სკვერის...
მოსახლეობის ინიციატივით გლდანის პირველი მიკრორაიონის N3 ბ კორპუსის მიმდებარედ, ხუთი ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს. გლდანის რაიონის გამგეობა დემონტაჟის სამუშაოების დასრულებისთანავე, აღნიშნულ მისამართზე სკვერსა და საპარკინგე ზონას მოაწყობს. როგორც გლდანის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სკვერში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. შეგახსენებთ, რომ ავტოფარეხების დემონტაჟი და მათ ნაცვლად სკვერების მოწყობა თბილისის მერის ინიციატივის შესაბამისად ხორციელდება.
ისნის რაიონში 18 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, მათ შორის, 4 მისამართზე 2 ახალი სკვერი მანდელშტამის ქუჩა N26 კორპუსთან და ვაზისუბნის I მიკრორაიონის N15 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა; გამგეობის ცნობით, ახალი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ვაზისუბნის III მიკრორაიონის, I კვარტლის N1 კორპუსთან მიმდინარეობს; სამგორის დასახლება N27 კორპუსთან კი, შიდა ეზოს მოასფალტება დასრულებულია. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ვაზისუბნის ტერიტორიაზე 14 სახვადასხვა პროექტი მიმდინარეობს....
აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. ლევან ჯაში, რომელიც ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის მრჩეველი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და სოციალურ საკითხებში, დაწინაურდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ამიერიდან ჯაში​ რეორგანიზაციის ფარგლებში ახალი სტრუქტურული დანაყოფის "მთავრობის ადამინისტრაციის“ ხელმძღვანელი იქნება და კოორდინაციას გაუწევს მრჩევლებს და აჭარის მთავრობის საინფორმაციო-ანალიტიკურ მიმართულებას. ლევან ჯაში ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრია. იგი აჭარის მთავრობაში ადრეც იყო და  ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს თანაშემწედ მუშაობდა. 2014 წლიდან დღემდე ა(ა)იპ “დემოკრატიის ჟანგბადის” დამფუძნებელი დირექტორია. 2015 წელს, “დემოკრატიის ჟანგბადი"  ბიძინა...
წინა სტატია გორის მერიის სატენდერო კომისიამ სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია მიანიჭა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდიდან გახდა ცნობილი. აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოების გასაგრძელებლად ეს უკვე რიგით მესამე ტენდერი იყო, რომელშიც მხოლოდ ერთი მონაწილე, ინდ მეწარმე კახა დათაშვილი ფიქსირდებოდა, თუმცა, დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. "როგორც გვითხრეს, რაღაც უზუსტობებს ჰქონდა ადგილი ჩვენს მიერ...
თბილისში სასმელი წყლის შადრევნებზე თანამედროვე ტიპის წყლის ჩამკეტ ონკანებს დაამონტაჟებენ. თბილისის მერიის შპს "ეკოსერვის ჯგუფმა", სასმელი წყლის რაციონალური ხარჯვის მიზნით, უკვე 300 ონკანი შეიძინა. დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, სკვერებსა და პარკებში ონკანების მონტაჟი უკვე დაწყებულია და რამდენიმე დღეში დასრულდება. ჩამკეტი ონკანები უკვე დამონტაჟდა რიყის პარკის, ვაკის პარკისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასმელი წყლის შადრევნებზე. ამასთან, უახლოეს დღეებში რუსთაველის გამზირის, შარტავას...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  ალგეთში 150 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. მერიის ცნობით, ბაღი 2 სართულიანია და თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ამასთან, როგორც მერიაში აცხადებენ, ბაღის შენობა და მიმდებარე ტერიტორია, ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, მოწყობილია პანდუსები და ინკლუზიური საპირფარეშოები. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ბაღის ეზოც, დაიდგა საბავშვო ატრაქციონი, მის მიმდებარედ კი ბავშვების უსაფრთხოებისთვის დაიგო კაუჩუკის საფარი, ასევე დაიდგა სკამები და...
წინა სტატია ქუთაისის მერია ქალაქ კოზენცაში სამივლინებოდ დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდების საპასუხოდ განცხადება გაავრცელა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. "იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის 4 წარმომადგენლის სამივლინებო ხარჯმა შეადგინა 7 000 ლარი. მათ შორის სატრანსპორტო მომსახურებაზე დაიხარჯა 4 800 ლარი დანარჩენი თანხა გაცემულ იქნა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის 211 დადგენილების მე-3 მუხლის მოხელეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად,...
ადიგენში, დერცელსა და კიკიბოსთან მისასვლელი შემოვლითი გზის მშენებლობა 2018 წელს ვერ დაიწყება. გზის პროექტი მზად არის, თუმცა მერიას მის განსახორციელებლად თანხა არ აქვს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. შპს „ჯეოროუდმა“, დერცელი–კიკიბოს ალტერნატიული გზის მშენებლობისთვის პროექტზე მუშაობა დაასრულა და ადიგენის მერიას გადაუგზავნა, თუმცა, პროექტი ჯერ ტენდერზე არ დაუდიათ. პროექტის, მიხედვით ახალი გზა 350 მეტრ სიგრძეზე მოეწყობა და ამისთვის 470 000–ლარამდე დაიხარჯება. ადიგენის მერიაში...
წინა სტატია ადიგენის სოფელ არალის საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც 2015 წელს დაიწყო დასრულდა. ახალი შენობა ხვალ, ცხრა ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არალის სკოლის დირექტორი მარო ჩხიტუნიძე ამბობს, რომ შენობაში ინვენტარიც ახალი ექნებათ: "ხვალ, 12:00 საათზე გვაქვს გახსნის ცერემონია. ერთი კვირაა ვემზადებით გადმოსასვლელად. მშენებლებმა ყველაფერის გაკეთება მოასწრეს. გარე სამუშაოებიც და სპორტული დარბაზის მშენებლობაც დასრულდა“. ახალ სკოლაში 139 მოსწავლე ისწავლის. არლის საჯარო...
ბარათაშვილის ქუჩაზე კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გახსნეს, რომლის ავტორი მოქანდაკე თენგიზ აბრამიშვილია. ბიუსტის გახსნას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრნენ. "ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა. მას არაერთი შესანიშნავი კომპოზიცია აქვს შექმნილი. იმისთვის, რომ მთელ ქვეყანას ეღიარებინა, "თბილისოც“ საკმარისია. მან საკმაოდ ახალგაზრდამ, 38 წლის ასაკში დაწერა ეს სიმღერა და შეიძლება ითქვას,...
წინა სტატია ცინცაძის და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და უახლოეს დღეებში გზის საფარის დაგება დაიწყება. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ესტაკადის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. "ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. ამ კონკრეტულ მონაკვეთს მიეცა შესაძლებლობა, ავტომობილებისგან განიტვირთოს და გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. აქ მოეწყობა სპეციალური კუნძულები, რომლებიც გამწვანებული იქნება. ასევე, დაირგვება ახალი ნარგავები, ხეები და მგონია,...
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 54-ე კმ-ზე, სოფელ ოკამთან გზის მოვლა-შენახვის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სამუშაოები 8 სხვადასხვა მონაკვეთზე ჯამში 2.5 კმ-ზე განხორციელდება.  ამასთან, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, სოფელ ოკამთან გორი-თბილისის მიმართულებაზე შევიწროებული იქნება გზის სავალი ნაწილი. უწყების ცნობით, მიმდინარე სამუშაოები 10 დღის განმავლობაში დასრულდება.
წინა სტატია ზუგდიდის საკრებულოში პარკირების საკითხთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის ანგარიში მოისმინეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ დეპუტატებს ის შეთანხმება გააცნო, რომელიც კომპანია "თაუნ პარკთან“ შედგა. კერძოდ, პარკირების 1 კვირიანი – 3 ლარი, 1 თვიანი – 10 ლარი, 3 თვიანი – 15 ლარი, 6 თვიანი – 25 ლარი, 1 წლიანი აბონემენტი კი 40 ლარით განისაზღვრა. ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, პარკირების...
წინა სტატია ქუთაისის მერია "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას პასუხობს. მერიის საგარეო ურთიერთობის და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი შორენა ხუხუა განმარტავს, რომ მხატვრები თანხას, 500 ევროს ოდენობით, ოქტომბრის ბოლოს მიიღებენ. ინფორმაციას ინტერპრესნოუსი ავრცელებს. "მიმდინარე წლის მაისში ორ ქალაქს შორის გაფორმდა მემორანდუმი. ამის ფარგლებში დაიგეგმა მრავალი პროექტი და ერთ-ერთი იყო კულტურული მიმართულებით. შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ 20 მხატვარი მონაწილეობას მიიღებდა პლენერში, რომელსაც კოზენცა აწყობდა....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ