19-20 ოქტომბერს, ბათუმში სოფლის ტურიზმის მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, კონფერენციის მთავარი თემა იქნება "სოფლის ტურიზმი, როგორც ბიზნესი“.
კონფერენციის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში გაიმართება პრეზენტაციები, მოხსენებები და სემინარები მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპრეტების მიერ, ასევე მოეწყობა დისკუსიები და გაცნობითი, პრაქტიკული ვიზიტები მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე.
დეპარტამენტის ინფორმაციით, კონფერენციის სამუშაო თემებია: სოფელი და სოფლად ცხოვრება როგორც ტურისტული პროდუქტი,...
წინა სტატია
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონისა და ქვის ქარხნები შენდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით საწარმოები სასწავლო დაწესებულების შენობისა და საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად სჭირდებათ.
ქარხნების მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. ამ დროისთვის ადგილზე ტექნიკა მუშაობს, თუმცა კომენტარს არავინ აკეთებს. ინფორმაციის მისაღებად გამოცემა ფონდ "ქართუსთან" გადაამისამართეს.
"ამ წუთში საქართველოში არ ვიმყოფები. რატომ არის ეს თქვენთვის ასე მნიშვნელოვანი, ინფორმაციას ორშაბათს (15 ოქტომბერს) მოგაწოდებთ", - ამბობს...
შუახევში გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, კედლის ჩამოსხმა ერთდროულად სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს, მათ შორის ნიგაზეულში, გორში, უჩამბაში, ხაბელაშვილებში, დაბაში, ჭვანაში, ოლადაურში, მახალაკიძეებში, დღვანში, კვიახიძეებში, ბარის უბანში, შუბანში და ბარათაულში.
ამასთან, როგორც მერიაში აცხადებენ, ფერდსამაგრი ღონისძიებები ნიგაზეულში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთანაც მიმდინარეობს, სადაც 14 720 ლარის სამუშაოებს, შპს "ჯია 70“ აწარმოებს.
"მიმდინარე წელს შუახევის მუნიციპალიტეტში...
მარტვილის მუნიციპალიტეტში შიდა საავტომობილო გზებს რეაბილიტაცია უტარდება. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე თამარ მეფის ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
ამასთან, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია წერეთლის, ოქტომბრის, ნ. გეგიას, შეროზიას, დადიანის და კალინინის ქუჩებს ჩაუტარდებათ და ჯამში 3 500 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება. ასევე, პროექტი ითვალისწინებს გრუნტის კიუვეტების და ლითონის მილების მოწყობას მიერთებებსა და ეზოს შესასვლელებში.
მარტვილის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 607 995 ლარს...
წინა სტატია
შეკვეთილში მიწისქვეშა კომუნიკაციის მონტაჟი დასრულდა და ამჟამად, მერიის ინფორმაციით, 830 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს "პალადა" ახორციელებს.
პროქტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, შეკვეთილის შიდა გზების მოწყობის სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 3 გზის რეაბილიტაციაზე 1 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა.
მერიის ცნობით, ტენდერი გამოცხადდა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის ცენტრამდე გზის სარეაბილიტაციო (მეორე ეტაპი) სამუშაოების შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 300 000 ლარია.
ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოქტომბრის ცენტრიდან ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის ახალკახათის გავლით, ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზამდე, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მესამე ეტაპის სამუშაოებზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 400 000 ლარია.
ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრიდან №1...
წინა სტატია
ზუგდიდში 25 სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, სოციალური სახლების მშენებლობა კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში, საერთაშორისო პროექტის "ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი თვითმმართველობა“ მონაწილეთა ჯგუფის წარმომადგენლები გაეცნენ.
ჯგუფის შემადგენლობაში შვედეთის, სერბეთის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან. ჯგუფის წევრებმა მშენებარე სახლთან ერთად გასულ წელს აშენებული სახლიც დაათვალიერეს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა, რის გამოც მუნიციპალიტეტს 2015 წელს სპეციალური ჯილდო, სწორედ...
წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონს რეაბილიტაცია უტარდება. მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ცენტრალურ სტადიონზე უკვე მოწყობილია თანამდეროვე სტანდარტების ბუნებრივი საფარის მოედანი, ამჟამად კი ტრიბუნების, ლოჟების, სარბენი ბილიკებისა და სველი წერტილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 458 000 ლარი.
"წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. საშუალება გვექნება წყალტუბოში ვუმასპინძლოთ მაღალი დონის მატჩებს, რაც ხელს...
წინა სტატია
წყნეთი-კიკეთის მიმართულებით ახალი - N81 მარშრუტი 11 ოქტომბრიდან ამოქმედდება. მარშრუტზე საშუალო ტევადობის "ბოგდანის“ მარკის ავტობუსი წყნეთიდან - მაია წყნეთელის ძეგლიდან, კიკეთში - 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩამდე იმოძრავებს.
"თბილისის მერიამ N81 მარშრუტის ამოქმედების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნით მიიღო. წლების განმავლობაში წყნეთიდან კიკეთისკენ მგზავრებს N5 ავტობუსი ემსახურებოდა. მარშრუტი 2015 წლის ზაფხულში ღვარცოფის შედეგად წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანების გამო გაუქმდა“, - ნათქვამია თბილისის მერიის...
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობის განცხადებით, ჰესის მშენებლობამ წყლის დაშრობა გამოიწვია, რის გამოც მათ სასმელი წყალი არ მიეწოდებათ და ვერც მოსავალი მოჰყავთ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ჰესის მშენებლობის გამო ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა, რის გამოც აქციის მონაწილეები ჰესის მშენებელ კომპანიას მოუწოდებენ, რომ უსაფრთხო გარემო შეუქმნას მათ, მოხდეს ან გასახლება, ან...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში, სადაც საბავშვო ბაღი 40 წელი არ ფუნქციონირებდა ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, ახლადგახსნილ, 2 ჯგუფიან სააღმზრდელო დაწესებულებაში 60 აღსაზრდელი ირიცხება.
მერიის ინფორმაციით, ბაღის არ არსებობის გამო, ტინისხიდის აღსაზრდეებს სკოლამდელი განათლების მიღება გორის სააღმზრდელო დაწესებულებებში უწევდათ და იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსპორტირება გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ოჯახების ნაწილი, უსახსრობის გამო, ვერ ახერხებდა შვილების სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას.
"საბავშვო ბაღი...
კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფლები: კარალეთი, დიდი გაეჯვარი, პატარა გარეჯვარი, სათბურის დასახლება) მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე სამუშაოები სოფელ კარალეთში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები და შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა.
მერიის ინფორმაციით, მესაკუთრეები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების,...
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანთლისყურში ხმაური იყო. მოსახლეობა 35 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწის გასხვისებას აპრიტესტებს, რომელიც სოფლის საკუთრებაში იყო და მოსახლეობა საძოვრადაც იყენებდა, თუმცა ახლა გაიგეს რომ უცხო პირზე გაიყიდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
აქციაზე ნაციონალური მოძრაობის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ბოტკოველის მისვლას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ბოტკოველს აქციის მონაწილეებმა მათი ხელისუფლების პერიოდში მიწების მასიური გაყიდვის შემთხვევები გაახსენეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ტერიტორია ნაციონალური...
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების- ჩირდილელიანთკარისა და გრიგოლაანთკარის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, პროექტით წყლის რეზერვუარის მშენებლობა და სასმელი წყლის სისტემის ახალი ქსელის მოწყობაა გათვალისწინებული.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს შპს "ბილდინგ დეველოპერი” ასრულებს. როგორც მერიაში აცხადებენ, მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში ახალი ჭაბურღილი ამოქმედდა.
გურჯაანის მერიის ინფორმაციით, ახალი ჭაბურღილი რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მოეწყო.
"აღნიშნული პროექტის განხორციელებით, ექვსი დიდი უბნის წყალმომარაგება გაუმჯობესდება", - ათნიშნავენ მერიაში.
კოლაგის ჭაბურღილის მოწყობაზე სულ 114 925 ლარი დაიხარჯა.
ამასთან, სოფელ ვეჯინში ახალი ჭაბურღილის და წყალმომარაგების ქსელის მოწყობა დაიწყო, რომლითაც სამი დიდი უბნის: ე.წ ქუვეითის, ე.წ ჰესის გზისა და ე.წ სტადიონის უბნებისთვის...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ე.წ ნუშების უბანში, სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, აღნიშნული სანიაღვრის პრობლემა, მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა. მათივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია, შპს "თიენსი" ასრულებს, 74 113 ლარია.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































