აქციაზე ნაციონალური მოძრაობის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ბოტკოველის მისვლას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ბოტკოველს აქციის მონაწილეებმა მათი ხელისუფლების პერიოდში მიწების მასიური გაყიდვის შემთხვევები გაახსენეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ტერიტორია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერმა თამაზ მანძულაშვილმა შეისყიდა.
აქციის მონაწილეებს შეხვდა ყვარლის მერი. როსტომ სესიაშვილმა ეს ტერიტორიის ფიზიკურ პირზე გასხვისება დაადასტურა და განაცხადა, რომ საქმის შესწავლა მერიამ უკვე დაიწყო.
“რა ფორმით და როგორ გახსვიდა მიწები ამას მერიის შესაბამისი ორგანები უკვე იკვლევენ და ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – თქვა ყვარლის მერმა.
ადგილობრივები ხელისუფლებას მიმართავენ და ტერიტორიის მოსახლეობაზე განაწილებას ითხოვენ. წინაღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.