11 ოქტომბრიდან წყნეთი-კიკეთის მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს

1069

წინა სტატია

წყნეთი-კიკეთის მიმართულებით ახალი – N81 მარშრუტი 11 ოქტომბრიდან ამოქმედდება. მარშრუტზე საშუალო ტევადობის “ბოგდანის“ მარკის ავტობუსი წყნეთიდან – მაია წყნეთელის ძეგლიდან, კიკეთში – 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩამდე იმოძრავებს.

“თბილისის მერიამ N81 მარშრუტის ამოქმედების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნით მიიღო. წლების განმავლობაში წყნეთიდან კიკეთისკენ მგზავრებს N5 ავტობუსი ემსახურებოდა. მარშრუტი 2015 წლის ზაფხულში ღვარცოფის შედეგად წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანების გამო გაუქმდა“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.