გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ე.წ ნუშების უბანში, სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, აღნიშნული სანიაღვრის პრობლემა, მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა. მათივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია, შპს “თიენსი” ასრულებს, 74 113 ლარია.