წინა სტატია
გორში 5 თვის წინ რეაბილიტირებული მინისტადიონების ინფრასტრუქტურა ვანდალურად დააზიანეს.
"კიდევ ერთხელ, მოგმართავთ თხოვნით, თითოეულმა ჩვენგანმა გავაცნობიეროთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩვენი საცხოვრებელი გარემოსა და თანამოქალქეების მიმართ. ნუ გვექნება საერთო სარგებლობის სხვადასხვა სახის ობიექტების მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება.
მიუხედავად იმისა, რომ გორის მერიამ აღნიშნული თხოვნით რამდენიმე თვის წინაც მიმართა საზოგადოებას, სამწუხაროდ კვლავ ასეთი რელობის წინაშე ვართ", - აცხადებენ გორის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ მინისტადიონების ინფრასტრუქტურა ვანდალურად დააზიანების...
ღამის საათებში ავტომობილების გადაჭარბებული ხმაური შესაძლოა, დასჯადი გახდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში უკვე წარდგენილია. წინადადების ავტორი მოქალაქე კახა ყურაშვილია. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ქალაქში ან დასახლებულ პუნქტში ღამის საათებში მოტოციკლის ან ავტომობილის ძრავის მაქსიმალური სიმძლავრით დატვირთვა, რაც ისეთ ხმაურს იწვევს, რომელიც არღვევს მოსახლეობის სიმშვიდეს და იწვევს მათ შეწუხებას, გამოიწვევს პირის 100 ლარით დაჯარიმებას. ხოლო აღნიშნული დარღვევის ისეთი სატრანსპორტო საშუალებით...
20 ოქტომბერს ახალციხის ციხის ზედა ტერიტორიაზე, შემოდგომის ფესტივალი ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ხალხური რეწვის ნიმუშების და მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; ამასთან, ჩატარდება შეჯიბრი ჭიდაობასა და მკლავჭიდში. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან; ასევე, მოეწყობა საჩვენებელი გამოსვლები კარატესა და ძალისმიერ სამჭიდში და გაიმართება ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი;
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, ამ ეტაპისთვის სოფელ წერეთლის ტერიტორიაზე, 7 მოსაცდელი ეწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 000 ლარი გამოიყო.
ასევე, როოგრც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ სოფელში ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინი საფეხბურთო მოედნის მოწყობაც მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 73 370 ლარს შეადგენს.
რუსთავში ყაზბეგის, იაღლუჯის, ვაჟა ფშაველას, გორის ქუჩებსა და ყაზბეგის ქუჩის ჩიხებში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, გუშინ ბეტონის დასხმის სამუშაოები იაღლუჯის ქუჩაზე დაიწყო. მუშაოების პროცესს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ადგილზე გაეცნენ. ირაკლი ტაბაღუამ მიმდინარე სამუშაოს შესრულების ხარისხი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია, შენიშვნები ჰქონდა ქვემო ქართლის გუბერნატორსაც.
"კომპანიას გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს იმ პროექტის სირთულე, რომლის შესრულებაზეც ტენდერში შემოდის....
ფოთში დიდების მემორიალის სარემონტო სამუშაოები დაიწყო.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, მემორიალის სარემონტო სამუშაოებია გათვალისწინებული. კერძოდ, სარეაბილიტაციო სამუშაოები ღობისა და ტროტუარის რეაბილიტაციას, ტერიტორიის კეთილმოწყობასა და გარეგანათების სისტემის განახლებას ითვალისიწნებს.
მერიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოები დიდუბის მემორიალზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
წინა სტატია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 39 -ი ოჯახი სოფლიდან განსახლებას ექვემდებარება, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის განცხადებით, ოჯახები გეოლოგებმა შეისწავლეს და დასკვნების საფუძვლზე მოსდახლეობის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა იგეგმება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
აღნიშნული მიზეზების გამო, ხელვაჩაურის მერია სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს. ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადდა, სოციალური სახლი კაპრეშუმში 2019 წლის ბოლომდე უნდა აშენდეს. ახალი საცხოვრებლის აშენებამდე კი თვითმმართველობამ ოჯახების ნაწილი ქირით გაიყვანა, ამ ეტაპზე ხელვაჩაურში ქირით 15 ოჯახი...
ბათუმიში გორგასალის ქუჩაზე, სავარაუდოდ, მუშა ახალაშენებული კორპუსის მე-5 სართულის აივნიდან, რემონტის შემდეგ დაგროვილ ნაგავს ტომრებით ეზოში ყრის. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
აღნიშნული ვიდეო მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებმა მოქალაქემ გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ბათუმის "სანდასუფთავების" სამსახურში აცხადებენ, რომ სამშენებლო ნაგვის ქუჩაში დაყრა დასჯადია და სანქცია 200 ლარიდან იწყება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაგვის ტომრების ეზოდან გატანა მალევე იგეგმება, ის მაინც ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ნაგავი შენობიდან...
ქუთაისში ნიკეასა და თაბუკაშილის ქუჩებზე სტიქიური ნაგავსაყრელების კერა გაჩნდა. დანაგვიანებული ტერიტორიები იმდენად სწრაფად იზრდება, რომ შესაძლოა კორპუსებამდეც მიაღწიოს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
გარემოს დაბინძურების ფაქტებზე რეაგირებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახდენს. როგორ რეაგირებს უწყება კონკრეტულ შეტყობინებაზე ქუთაისიპოსტმა ექპერიმენტი ჩაატარა.
14:10 წუთი: ნიკეას ქუჩაზე, სტიქიური ნაგავსაყრელის ერთ-ერთ ადგილიდან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე 153 დავრეკეთ. ოპერატორმა მონაცემები ჩაიწერა და შესაბამისი უწყებისთვის მიწოდებას დაგვპირდა.
14:20 წუთი: ქუთაისიპოსტის...
აჭარის რეგიონში 2018 წელს 2 000-მდე სახლის გეოლოგიური მდგომარეობა შეისწავლეს, საიდანაც 400 სახლი ხელვაჩაურში მდებარეობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
გეოლოგების დასკვნით, ხელვაჩაურში შემოწმებული სახლებიდან 13 ოჯახს მათი დატოვება მოუწევს, 246 სახლს კი გაამაგრებენ.
მეწყრული პროცესები ადგილობრივებს, როგორც საცხოვრებელს, ასევე ნარგავებს უნადგურებს. რაც მათ ფინანსურ ზარალსაც აყენებს. ხელვაჩაურში რამდენიმე სახლს წელს ზაფხულში გააქტიურებულმა მეწყერმა საძირკველიც კი გამოაცალა. ადგილობრივ მერიაში ამბობენ, რომ ხელვაჩაურიდან სულ 39 ოჯახს მოუწევს საცხოვრებლის...
სტატიის გაგრძელება
აღმოსავლეთ კავაკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭება. ეს ინიციატივა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეკუთვნის. ამ წინადადებას მხარი, ოლიმპიურმა კომიტეტმა და მთამსვლელებმა დაუჭირეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
მანამდე, 27 ივნისს ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისათვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებას ითვალისწინებს.
ეროვნული ალპინიადა 21 სექტემბერს დაიწყო და მასში მონაწილეობა...
წინა სტატია
თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საერთაშორისო ტენდერი, რომელსაც თელავი 24 საათიანი წყალმომარაგებით უნდა უზრუნველყო, ჩაიშალა.
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2018 წლის 28 მარტს გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-განახლების შესახებ.
საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გაცემული დაფინანსების ფარგლებში, ბანკის პროცედურებით. ტენდერში მონაწილეობა 11-მა უცხოურმა კომპანიამ მიიღო. სატენდერო კომისიის მიერ შერჩეული პრეტენდენტი ჩინური კომპანიის დოკუმენტაცია შეთანხმდა აზიის განვითარების...
ირაკლი მელაშვილი
კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის
ნაწილი I
ვართ თუ არა სისტემურ კრიზისში? რას ნიშნავს „სისტემა უნდა დაინგრეს“? რატომ გვახსენდება ეს ლოზუნგი მხოლოდ მაშინ, როცა ვინმეს მოკლავენ და სად არის პრობლემის თავი?
არ ვაპირებ, ვისაუბრო სამართლადამცავი, პროკურატურისა და სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც, აგერ მერმადენედ, „წარმატებულად“ გატარდა ჩვენს ქვეყნაში და მუდმივად ერთი და იგივე შედეგით სრულდება - მოსახლეობაში კვლავ რჩება უსამართლო სახელმწიფოს განცდა....
გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე დისკუსია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტსა და "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, სტუდენტების და მესამე სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
უნივერსიტეტსა და "ჩართულობის ცენტრში“ ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ნინო წილოსანმა ქვეყნის ისტორიაში ქალის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გიორგი კაპანაძემ კი ადგილობრივებთან შრომით სამართალში თანასწორუფლებიანობის საკითხები მიმოიხილა.
"ასევე,...
დღეს ფოთის საფეხბურთო სკოლის სტადიონზე, ამავე სკოლის სპორტსმენების მშობლები და ფეხბურთის ქომაგები შეიკრიბნენ. მათ სკოლაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გააპროტესტეს. ისინი მოედანზე ხელოვნური საფარის დაგებასა და ვარჯიშისთვის შესაბამისი პირობების შექმნას ითხოვენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"მოგვბეზრდა, აუტანელია უკვე ამ პირობებში ბავშვების ვარჯიში. 10 და 15 წლის წინ ფეხბურთს რომ ვთამაშობდი, მაგ დროის მერე არაფერი გაკეთებულა, პერსპექტივა არ ჩანს, ერთ ადგილს ვტკეპნით. ჩვენც...
თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქში ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი ზედამხედველობის განახლებული სამსახური, მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა.
კალაძის თქმით, განახლებული თბილისის მუნიციპალური ინსპექციის დახმარებით თბილისი თანამედროვე, მოწესრიგებულ და ევროპულ ქალაქს დაემსგავსება.
თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მოვალეობები იქნება: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე მიმდინარე სამუშაოების კონტროლი; უნებართვო მშენებლობების კონტროლი; სანებართვო პირობების დარღვევების გამოვლენა; სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა; მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და სამშენებლო ტექნიკური...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































