კალაძემ თბილისის ზედამხედველობის განახლებული სამსახური, მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა

1315

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქში ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი ზედამხედველობის განახლებული სამსახური, მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა.

კალაძის თქმით, განახლებული თბილისის მუნიციპალური ინსპექციის დახმარებით თბილისი თანამედროვე, მოწესრიგებულ და ევროპულ ქალაქს დაემსგავსება.

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მოვალეობები იქნება: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე მიმდინარე სამუშაოების კონტროლი; უნებართვო მშენებლობების კონტროლი; სანებართვო პირობების დარღვევების გამოვლენა; სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა; მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა; უნებართვო გარევაჭრობების აღკვეთა; დასუფთავების წესების დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა; რეკლამის გავრცელების წესების კონტროლი; ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტების აღკვეთა.