გორში 5 თვის წინ რეაბილიტირებული მინისტადიონების ინფრასტრუქტურა ვანდალურად დააზიანეს.
“კიდევ ერთხელ, მოგმართავთ თხოვნით, თითოეულმა ჩვენგანმა გავაცნობიეროთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩვენი საცხოვრებელი გარემოსა და თანამოქალქეების მიმართ. ნუ გვექნება საერთო სარგებლობის სხვადასხვა სახის ობიექტების მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება.
მიუხედავად იმისა, რომ გორის მერიამ აღნიშნული თხოვნით რამდენიმე თვის წინაც მიმართა საზოგადოებას, სამწუხაროდ კვლავ ასეთი რელობის წინაშე ვართ”, – აცხადებენ გორის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ მინისტადიონების ინფრასტრუქტურა ვანდალურად დააზიანების ფაქტი პირველი არ არის. აღნიშნული ნაგებობა გორში რამდენიმე თვის წინაც დააზიანეს, რის შემდეგაც მერიამ ნაგებობას ხელახალი რეაბილიტაცია ჩაუტარა.
2017 წელს გორში რეაბილიტაცია 10 სპორტულ მინიმოედანს ჩაუტარდა, რომლის ღირებულებამაც 1 300 000 ლარი შეადგინა.
პროექტი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსების წილმა 290 ათასი ლარი შადგინა.