წინა სტატია ახალციხის პირველი სკოლის მასწავლებლებმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელებთან სტადიონის ფართობის გაზრდის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა, ამისთვის ჯერ თანხის დამატება და პროექტის შეცვლაა საჭირო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის პირველი სკოლის მასწავლებელი, სამეურვეო საბჭოს წევრი ბადრი კაპანაძე ამბობს, რომ მცდელობამ  შედეგი გამოიღო და სკოლის ეზოში იმ ზომის სტადიონი გაკეთდება, როგორიც ადრე იყო. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ხელმძღვანელი ლაშა დალაქიშვილი აცხადებს, რომ მათ, როგორც...
წინა სტატია ქუთაისის ყოფილმა მერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა ქუთაისში, თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. შაშიაშვილის თქმით, ხიდის რეაბილიტაცია არასწორად მიდის და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "არ ვიცი, მიჭირს შეფასება, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, ზამთარში ეს ფირფიტები გაიყინება და შეიძლება ადამიანებმა კიდურები მოიტეხონ. ზაფხულში კი იმდენად გახურდება, რომ ზედ გავლა ძალიან რთული იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს თემურ...
ქუთაისში მდინარე ოღასკურას კალაპოტი ჩააბეტონეს. საუბარია მდინარის იმ მონაკვეთზე, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიედინება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. როგორც ადგილზე მყოფი მუშები აცხადებენ, კალაპოტის დაბეტონება იმ მიზნით მოხდა, რომ თავიდან იქნას აცილებული მდინარეში ნარჩენებისა და ქვა-ღორღის დაგროვება.  მათი თქმით, მდინარეს, ასევე,  გაუკეთდება ბეტონის ჯებირები და აღნიშნავენ, რომ მდინარის კალაპოტის დაბეტონება ერთის მხრივ ხელს შეუწყობს წყლის სწრაფ დინებას, მეორეს მხრივ კი...
წინა სტატია სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილის, რომელსაც გორის მერიის თანამშრომელმა თემურ მანველიშვილმა თავზე ფუნა და საკენკი დააყარა, საგამოძიებო ორგანომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარა. ინფორმაციას მაქარაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. https://www.facebook.com/photo.php?fbid=10215146842877385&set=a.1907547401345&type=3 შეგახსენებთ, რომ გორის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა მერის კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქცია გამართეს. სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას“ წევრმა ახალგაზრდებმა ადმინისტრაციული შენობის კიბეზე ნაკელი და მარცვლეული (საკენკი) დაყარეს და გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილის მის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული...
დიდუბის რაიონში, სპირიდონ კედიას ქუჩის N4-ში, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების მშენებლობა დასრულდა. გამგეობის ინფორმაციით, ფეხბურთის მოედანზე 480 კვ.მ ფართობზე კომბინირებული ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო და დამონტაჟდა ფეხბურთის კარი. ასევე, კალათბურთის მოედანზე 480 კვ.მ ფართობზე პოლიპროპილენის მულტიფუნქციური ფილები დაიგო და კალათბურთის ფარები დამონტაჟდა. ამასთან, სპორტული მოედნების ტერიტორიაზე გარეგანათების სისტემა დამონტაჟდა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "დოკასპორტმა“ შეასრულა, რომლის ღირებულებამ 163 552 ლარი...
წინა სტატია შემდეგი სტატია ავტორი: მაგდა პოპიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობა კვლავ უფულოა, კვლავ უქონელი და უუფლებო. ამ დრომდე ქვეყნის აღმასრულებელმა თუ საკანონმდებლო ხელისუფლებამ ამ პრობლემების მოგვარება ვერ, ან არ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ კონკრეტულ ვადებს აწესებდა, თუ რა დროში და როგორ უნდა მომხდარიყო თვითმმართველობების წინაშე მდგარი გამოწვევების გადაწყვეტა. უკვე ერთი წელია, მთავრობა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობს. ამჯერად სწორედ ამ სტრატეგიამ უნდა განსაზღვროს,...
ახალქალაქის მერის მოადგილის, არმენ მარანგოზიანის ფეისბუქის პირად გვერდზე, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო ინფორმაცია სამუშაო საათებში გაზიარდა. ფაქტი ახალქალაქის საოლქო კომისიამ სამართალდარღვევად არ მიიჩნია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მარანგოზიანის პირად ფეისბუქ გვერდზე, სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალა 1–ელ და 2 ოქტომბერს გაზიარდა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს მერის მოადგილის ფეისბუქის გვერდზე აღარ იძებნება. ფაქტთან დაკავშირებით, 10 ოქტომბერს ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიას...
წინა სტატია ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის გვერდით ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალის გავრცელება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნია და სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ნინიწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის არფიკ ტოროიანის მიერ, საკრებულოს ფეისბუქის გვერდით პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილი სააგიტაციო მასალის გავრცელების საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 23 ოქტომბერს მიიღო. "განვიხილეთ საქმე, დაიწერა სამართალდარღვევის ოქმი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის...
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დასრულდა. როგორც მერიაში აცხადებენ, კედლის ჩამოსხმა ერთდროულად სხვადასხვა ადგილებზე მიმდინარეობდა და შპს "მათე 555-მა" საერთო ჯამში 39 057 ლარის სამუშაო შეასრულა. დასრულებული პროექტი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრებმა დაათვალიერეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ შემოქმედი-გორისფერდის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები 1 530 მეტრი სიგრძის გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს, რისთვისაც 527 ათასი ლარია გამოყოფილი. მერიის ცნობით, ჯამში 3 კმ. გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტი რეგიონებსი განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს "გზამშენი“ აწარმოებს.
ხულოს მუნიციპალიტეტში საჯოგიასა და ნეგოიანის წყალსადენის კვეთიდან ბაბანური-ხულოს წყალსადენის ქსელის სათავე ნაგებობამდე მაგისტრალის მოწყობა დასრულდა. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები წარმოადგენს პროექტ "ბაბანური-ხულოს წყალსადენის" გაგრძელებას და სასმელი წყლით დაბა ხულოსა და მისი მიმდებარე სოფლების ნაწილის მომარაგებაა გათვალისწინებული. პროექტის განხორციელებისათვის ბიუჯეტიდან 368 993 ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერით გამოვლენილმა კომპანიამ შპს "უნივერსალ ჯორჯია 2008-მა" განახორციელა. ამასთან, მერიის ცნობით, უახლოეს პერიოდში მთა საჯოგიადან ბაბანურის...
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიაში, მათენაურის უბანში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გაფართოვდა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო საყრდენი კედელი, გაბიონი და სანიაღვრე არხი. აღნიშნულ სამუშაოებს, მერიის ცნობით, ინდივიდუალური მეწარმე ნუგზარ მიქელაძე აწარმოებდა. როგორც მერიაში აცხადებენ, მიმდინარე პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 990 ლარი დაიხარჯა და სამუშაოებზე დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამსახურდიას ქუჩის N3 ჩიხში გზის სავალი ნაწილისა და N6 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, მერიის ინფორმაციით, იგეგმება სანიაღვრე არხების მოწყობაც. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება 34 525 ლარია და თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაოებს შპს "პალასი" ასრულებს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფელში გზის 2კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით განხორციელდება. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე გზის მოხრეშვა მიმდინარეობს. ასევე, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობაც. მერიის ცნობით, პროექტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 490 000 ლარით აფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "ინდიკო“ასრულებს და მისი დასრულების ვადა 2018 წლის 17 დეკემბრით განისაზღვრება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა დიმში ე.წ. წყაროს უბანში, 5, 57 კმ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს რომლის ღირებულებაც 200 777 ლარს შეადგენს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია "ჯ და ჯ" ახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. როგორც მერიაში აცხადებენ, ტენდერის პირობების თანახმად ე.წ წყაროს უბნის გზის რეაბილიტაცია დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.
ბორჯომში, ჩარხისწყლის დასახლებაში, სამანქანო ხიდის რეკონსტრუქცია დასრულდა. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ხიდზე ახალი გზის საფარი, ტროტუარები, მოაჯირები და განათებები მოეწყო. ამასთან, სამუშაოები ჩატარდა ბურჯებზე, მოხდა მათი გამაგრება, რამაც ხიდზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხო გახადა. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ჩატარებული სამუშაოებით, მთლიანად შეიცვალა ხიდის ვიზუალური იერსახე.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ