ოზურგეთში გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

755

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამსახურდიას ქუჩის N3 ჩიხში გზის სავალი ნაწილისა და N6 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამასთან, მერიის ინფორმაციით, იგეგმება სანიაღვრე არხების მოწყობაც.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება 34 525 ლარია და თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაოებს შპს “პალასი” ასრულებს.