არჩევნების დღის მიმდინარეობისას CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებულია მცირე პროცედურული ხასიათის ერთეული დარღვევები (დოკუმენაციის არასათანადო წარმოება, მარკირების პროცედურის არაჯეროვანი შესრულება, კომისიის წევრების მხრიდან წილისყრის პროცესში მონაწილეობის არ მიღება, დამკვირვებლების მიერ თავიანთი უფლების განხორციელების შეზღუდვა და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანზე დაგვიანებით დაშვება, თუმცა ზემდგომი საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების შემდეგ აღნიშნული შეფერხება მალევე გამოსწორდა და სხვ.). ჩვენი შეფასებით ზემოთხსენებული ხასიათის დარღვევები...
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 46.6% შეადგინა (+/- 0.8%-იანი სანდოობის ინტერვალით), რაც 2013 წლის საპრეზიდენტო ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებლის მსგავსია.
საარჩევნო უბნების 0.6%-ზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის ფაქტები.
არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 99.0%-ისგან.
წარმოგიდგენთ 7 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის...
წინა სხვა არჩევნების მსგავსად, არც 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები აღმოჩნდა გამონაკლისი და საარჩევნო უბნებზე მისულმა ამომრჩევლებმა საკუთარი "არჩევანი" განსხვავებულად დააფიქსირეს. ამომრჩეველთა ერთმა ნაწილმა საკუთარი მამა, თავისი კატა, გორგასალი და აღმაშენებელი "აირჩია" პრეზიდენტად, ნაწილმა უკმაყოფილება გამოხატა, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა კი ბიულეტენზე წყევლა მიაწერა.
გთავაზობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს
ცესკოს 512 საარჩევნო უბნის მონაცემებით, ზურაბიშვილს 40.05%, ვაშაძეს 37.93% აქვს. ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. დათვლილი 512 უბანი უბნების საერთო რაოდენობის 13.82%-ს შეადგენს.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ოფიციალური მონაცემებით, დავით ბაქრაძემ 10.83%, შალვა ნათელაშვილმა 4.16%, ზურაბ ჯაფარიძემ 1.61%, დავით უსუფაშვილმა 1.54%, კახა კუკავამ 1.19%, ხოლო ყველა სხვა კანდიდატმა ერთად 2.59% მოაგროვეს.
ამ დროის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის...
"სამართლიანი არჩევნები" ხმების პარალელური დათვლის შედეგებს ხვალ, 29 ოქტომბერს, გამოაქვეყნებს. ორგანიზაციის პრესკონფერენცია საარჩევნო მედიაცენტრში ხვალ დილის 10:00 საათზეა დაგეგმილი.
გარდა "სამართლიანი არჩევნებისა", მედიაცენტრში ხვალ პრესკონფერენციებს ასევე გამართავენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, მრავალეროვანი საქართველო და განვითარებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ცენტრი.
იხილეთ პრესკონფერენციების განრიგი:
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 800-მდე საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური...
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 16 საარჩევნო ოლქს, კერძოდ: რუსთავის #20, გარდაბნის #21, მარნეულის #22, ბოლნისის #23, დმანისის #24, წალკის #25, თეთრიწყაროს #26, (ქვემო ქართლი), ბორჯომის #36, ახალციხის #37, ადიგენის #38, ასპინძის...
21:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობაზე დაკვირვებას. მთლიანობაში კენჭისყრის პროცესმა ჩაიარა მშვიდად და ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, კენჭისყრის დროს (08:00-20:00 სთ) იდენტიფიცირებულ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა კენჭისყრის პროცესზე არ მოუხდენია. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ არჩევნებზე განაცხადა.
"დაიხურა საარჩევნო უბნები, მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცედურა. შესაბამისად, საია დააკვირდება ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების...
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 90-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა. ორგანიზაციის ცნობით, დამკვირვებლების მიერ დაიწერა 9 საჩივარი. მეტნაკლებად სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:
ამომრჩეველთა აქტიური მობილიზაცია და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების დიდი კონცენტრაცია, მათ შორის ბევრი მათგანი დგას ავტომობილით, სადაც სხვადასხვა პირები სხდებიან და მცირე ხნის შემდეგ გადმოდიან. არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა...
20:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დასრულებისთანავე, სამი ეგზიტპოლის შედეგი გახდა ცნობილი.
"ქართული ოცნების" დაკვეთით "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს.
ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო - 52.3%, მეორე ადგილზეა გრიგოლ ვაშაძე 28.1%-ით, მესამე ადგილზე - დავით ბაქრაძე 9.2%-ით, მეოთხე ადგილიზე კი - ზურაბ ჯაფარიძე 3.3%ით.
ეგზიტპოლი 100 უბანზე ჩატარდა და მის ფარგლებში...
19:00 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობისას დაარეგისტრირებული აქვთ 1 საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. საჩივარი ეხება მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში, თაზაკენდის მე-13 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას, სადაც ამომრჩეველმა რეგისტრაციისას სხვა ამომრჩევლის გრაფაში მოაწერა ხელი. დარღვევაზე დამკვირვებლის მითითების შემდეგ ამომრჩეველი უბნიდან გაიქცა და აღარ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. რეგისტრატორმა კი უარი განაცხადა, ხელმოწერის გასწვრივ გაეკეთებინა აღნიშვნა, რომ...
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ცნობით, კვლავ გრძელდება და მასშტაბური ტენდენციის სახე აქვს პარტიული აქტივისტების თავშეყრას უბნებთან, რომლებიც საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა გამოცხადებას აღრიცხავენ. ძირითადად ამ მეთოდს „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყენებენ, თუმცა ცალკეულ ოლქებში დაფიქსირდა ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.
უშუალოდ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ადგილი აქვს ცალკეულ პროცედურულ დარღვევებს, რომელთა შორისაც შედარებით ხშირია ბიულეტენთან დაკავშირებული პროცედურების...
ამ დრომდე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 31 ინციდენტი, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიებში დაიწერა 8 საჩივარი, რომელთაგან 2 ასევე შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში.
ძალადობა
ბოლნისის #23 საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ისინი გააძევა საარჩევნო უბნიდან. მიუხედავად აღნიშნულისა, დაპირისპირება 20-25 პირს შორის გაგრძელდა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. სიტუაციის ჩაცხრობის...
ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა ამ დროისთვის სულ წარადგინეს 87 საჩივარი, მათ შორის 47 საჩივარი უბანზე, ხოლო 40 ოლქში. ასევე დაფიქსირებულია 33 შენიშვნა. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დამკვირვებლის უბნიდან გაძევების მცდელობა
მარნეულის #18 საუბნო საარჩევნო კომისიაში რამდენჯერმე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ნაკადის
მომწესრიგებელი ვადაგასული პირადობის მოწმობის მქონე ამომრჩევლები შეუშვა საუბნო...
სამგორში #56-ე უბანთან, ეზოში მობილიზებულნი არიან კოორდინატორები, რომლებიც სავარაუდოდ
სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას, - ამის შესახებ საიას გამგეობის თავმჯდომარემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საია-ს დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ ხმის მიცემის შემდგომ, უბნიდან გასული ამომრჩეველი მივიდა კოორდინატორებთან და აჩვენა მობილური ტელეფონი (სავარაუდოდ ტელეფონში არსებული ფოტო), რის შემდგომ მას კოორდინატორმა სავარაუდოდ თანხა გადასცა. აღნიშნული ფაქტები შეიცავს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ხდება ამომრჩევლის სავარაუდო ნების კონტროლი. ამის შესახებ საიას გამგეობის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საია-ს ცხელ ხაზზე თბილისიდან და რეგიონებიდან შევიდა შეტყობინებები, რომ სალომე
ზურაბიშვილის შტაბიდან უკავშირდებიან და ინტერესდებიან, მიიღეს თუ არა არჩევნებში
მონაწილეობა. საია-ს დამკვირვებელმა დარეკა მოქალაქეთა მიერ მითითებულ ერთ-ერთ ნომერზე,
რომელზეც დაუდასტურეს, რომ ნომერი სალომე ზურაბიშვილის შტაბს ეკუთვნოდა, თუმცა, არ
განმარტეს, რა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































