ქალაქ საგარეჯოსა და რამდენიმე სოფელში სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები დაამონტაჟეს. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები ქალაქ საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში, ბადიაურში, პატარა ჩაილურში, დიდ ჩაილურში, პატარძეულსა და ნინოწმინდაში დამონტაჟდა. როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ბარიერები ძირითადად სკოლებსა და საბავშვო ბაღებთან გაკეთდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 26 000 ლარი დაიხარჯა.
2019 წლის 1 იანვრიდან ა(ა)იპ "ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახელოვნებო და შემეცნებითი სკოლა’’ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიღებას იწყებს. მერიის ინფორმაციით, ასაკის შეუზღუდავია. როგორც მერიაში აცხადებენ, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ: ხატვა, ფერწერა, გობელინი, თექა, ქარგვა, ქსოვა, თიხაზე მუშაობა, მუსიკა და სხვა. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ა(ა)იპ "ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახელოვნებო და შემეცნებითი სკოლის’’ ხელმძღვანელს ნატო იტოშვილს ნომერზე - 599 85...
ქალაქ გურჯაანში, ბელიაშვილის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ცნობით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს "წალენჯიხის საგზაო სამმართველო" ასრულებს. აღნიშნული პროექტის ღირებულება 156 276 ლარს შეადგენს. ამასთან, სოფელ ველისციხეში, ე.წ. "ჩაჩაანის" ბოლო ნაწილში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ გზაზე მოეწყო სანიაღვრე არხი და მოასფალტდა 966 მეტრი სიგრძის გზა, რისთვისაც ჯამში 339 583 ლარი დაიხარჯა. ასევე, ქალაქ გურჯაანში კოსტავას ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება. მერიის ცნობით,...
სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მარილის საწარმოსმშენებლობა იგეგმება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოს შპს "გლობალ ენტერპრაიზისს“ რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე ააშენებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 512 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. ახალი საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და აღჭურვილი იქნება მარილის დამუშავების თანამედროვე იოდირებისა და შეფუთვის...
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტმა ე.წ. საზღვრის დარღვევაზე ჯარიმების გაზრდის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის მიხედვით, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევაზე ფულადი ჯარიმა 2 000-დან 20 000-მდე რუბლი იქნება. ოფიციალური პირების მიმართ 30 000-დან 50 000-მდე რუბლამდე, ხოლო იურიდიულ პირს 400 000-დან 800 000-მდე რუბლამდე დააჯარიმებენ. ე.წ. პარლამენტი კანონპროექტს უახლოეს დღეებში განიხილავს. ამჟამად ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმა 500-დან 1000 რუბლამდეა, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის...
ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის განცხადებით, მომავალ წელს, კეცხოველის ქუჩაზე მედებარე სამხატვრო და სამუსიკო სკოლების, ასევე, თოჯინების თეატრის შენობების სარდაფებში სპორტული დარბაზები მოეწყობა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ სარდაფების რეაბილიტაციისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. "გავაკეთებთ სპორტულ დარბაზებს. აქ განთავსდება სპორტის ისეთი სახეობები, რომლებსაც მაღალი ჭერი არ სჭირდება მაგალითად კრივი, კარატე, ჭიდაობა. სამხატვრო სკოლის სარდაფის შენობის ნაწილში საგამოფენო დარბაზი და...
წინა სტატია თბილისის მერია ავტობუსის ფერის შესარჩევად ფეისბუქზე გამოკითხვას ატარებს. მერია მოქალაქეებს ავტობუსის 2 ფერს სთავაზობს — მწვანესა და ვერცხლისფერს. ამ დროისთვის გამოკითხვაში მოსახლეობის 66% მწვანეს, ხოლო 34% ვერცხლისფერ ავტობუსს ირჩევს. https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/posts/2412839525399300 ამასთან, თბილისის მერი კახა კალაძე რამდენიმე კვირის წინ, ავტობუსების ფერის შესარჩევად, მიუნხენში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას გეგმავს. ამასთან, უკვე შეძენილია 90 ავტობუსი, ხოლო 220 ავტობუსის შეძენაზე...
წინა სტატია 2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტები დაიწყება, ამასთან, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი მომავალ წელს, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი იქნება. გამოცემა "ლაივპრესის" ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ განაცხადა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერია 5 ნოემბრიდან სოფლის კრებების მოწვევას იწყებს, რაშიც კილასონიას თქმით, მონაწილეობა სოფლის...
წინა სტატია შემდეგი სტატია ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი ბრალს არ აღიარებენ. ლაშა გოგიას ინტერესების დამცველი, მერაბ მამულაძე ამბობს, რომ დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებს, რადგან საქმის მასალებს არ გაცნობია, თუმცა ერთადერთი, რისი თქმაც შეუძლია ის არის, რომ გოგია თავს დამნაშავედ არ ცნობს და ქრთამის აღემას უარყოფს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. თავის მხრივ, გია გულორდავას ადვოკატის, ზაქარია გვიშიანის თქმით, დანაშაულს არც მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს....
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ქალაქ თეთრიწყაროში, თამარ მეფის ქ. N38-ში მდებარე, ყოფილი სავაჭრო ცენტრის შენობაში, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მოსაწყობად, პროექტი მზადდება. მერიის ინფორმაციით, ფუნქციადაკარგულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და შენობაში სხვადასხვა სივრცეები განთავსდება, კერძოდ, ტურისტული მომსახურების ცენტრი, საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, კაფე, საოფისე და კომერციული ფართები, სარიტუალო დარბაზი და სხვადასხვა საჭიროების ადმინისტრაციული სერვისები. "მუნიციპალიტეტისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული მომსახურების ცენტრის ფუნქციონირება, რომლის ძირითადი...
ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შესაძლოა იაპონიის საელჩოს გრანტი, რომლითაც ექვსი სოფელის გასარწყავიანება იგეგმებოდა, მუნიციპალიტეტმა ვეღარ მიიღოს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მისი თქმით, თვითმმართველობა პროექტის განსახორციელებლად ურავლის მოსახლეობის დათანხმებას ექვსი თვეა უშედეგოდ ცდილობს: "ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. მე მგონი დავკარგეთ გრანტი და ამის გაკეთება მოგვიწევს საკუთარი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით“, – განაცხადა მელიქიძემ 31 ოქტომბერს, საკრებულოს დეპუტატებთან შეხვედრის დროს. შეხვედრის...
სტატიის გაგრძელება ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის განმარტებით, 2019 წელს სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მანამდე კი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები მომზადდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. როგორც ზაზა მელიქიძემ განაცხადა, სამუსიკო სკოლაში რემონტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით გააკეთებენ. რა თანხა დასჭირდება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ჯერ უცნობია, მერი ამბობს, რომ ჯერ საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები მომზადდება, შემდეგ კი ტენდერი გამოცხადდება. "ქალაქში თუკი რაიმე გვაქვს მუსიკის კუთხით, ეს...
წინა სტატია იმერეთის გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების მხრივ, როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, პრობლემები არსებობს ქუთაისშიც. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრაც ამ პრობლემებზე საუბარს და მათი მოგვარების გზებს ეხებოდა. მისი თქმით, მომავალში პროექტები მოსახლეობაზე მეტად მორგებული იქნება. "კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ყველა მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა სახის შენიშვნა, მათ შორის ქუთაისშიც არსებობს პრობლემები, გეთანხმებით რუსთაველის და თბილისის ქუჩებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი პრობლემაა თითქმის ყველა...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე მოადგილეებთან ერთად მუნიციპალიტეტების მერებს, ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსებსა და მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვდრაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და ამ კუთხით არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე იმსჯელა. "მუნიციპალიტეტების მერებთან და მშენებლებთან ერთად, რომლებიც სამუშაოებს იმერეთის რეგიონში ასრულებენ ყველა ის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული და პრობლემური საკითხები გავიარე, რაც დღეს მუნიციპალიტეტებში არსებობს და დავგეგმეთ მოგვარების...
წინა სტატია შემდეგი სტატია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცემერი გია გულორდავა დააკავეს. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. "გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის...
ქუთაისში უსახელო ქუჩას, ცნობილი ქუთაისელი მწერლის, რეზო ჭეიშვილი სახელი დაარქვეს. ინიციატივა ქუთაისის რიგით მე–13 საკრებულოზე დაამტკიცეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. რეზო ჭეიშვილის ქუჩა ქუთაისში, ნიკეასა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების ბოლო მონაკვეთზე არსებული შემაერთებელი ქუჩაა, სადაც ჯერჯერობით მჭიდრო დასახლება არ არის. "ქუჩას ჰქონოდა რეზო ჭეიშვილის სახელი იყო მერის ინიციატივა. მალე აბრებს დავკრავთ იმ ობიექტებზე რაც არსებობს," – ამბობს ქუთაისის საკრებულოს ქონების მართვის და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ