2019 წლის 1 იანვრიდან ა(ა)იპ “ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახელოვნებო და შემეცნებითი სკოლა’’ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიღებას იწყებს. მერიის ინფორმაციით, ასაკის შეუზღუდავია.
როგორც მერიაში აცხადებენ, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ: ხატვა, ფერწერა, გობელინი, თექა, ქარგვა, ქსოვა, თიხაზე მუშაობა, მუსიკა და სხვა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ა(ა)იპ “ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახელოვნებო და შემეცნებითი სკოლის’’ ხელმძღვანელს ნატო იტოშვილს ნომერზე – 599 85 78 60
მისამართი: ჩოლოყაშვილის ქ. N76 ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია (ყოფილი III საჯარო სკოლა).