რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის გრიგოლ კაციას განცხადებით, წყალმომარაგების პროექტებთან დაკავშირებით ჩამორჩენები ძირითადად კონტრაქტორი კომპანიების მხრიდან არსებობს. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. მინისტრის მოადგილემ წყალმომარაგების პროექტების განხორციელებისას დაშვებულ ხარვეზებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე გადაცემა "საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. "ყველა მსხვილი პროექტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან ფინანსდება. თანხების მიღება-არმიღებაზე შეფერხებები არ არსებობს, ჩამორჩენები ძირითადად კონტრაქტორების მხრიდან გვაქვს. პრობლემები, რასაც ვეჯახებით არის კონტრაქტორი...
წინა სტატია ქუთაისში ახლადგახსნილ თეთრ ხიდზე დაგებულ ლითონის ფილებზე ამოტვიფრული ლექსის ავტორები აერიათ და ტერენტი გრანელის ლექსის ავტორად კოლაუ ნადირაძე მიუთითეს. შეცდომა აკაკი მამრიკიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. "პირველად შემრცხვა ესე ძაან მგონი ცხოვრებაში და სასწრაფოდ წამოვედი სხვები აღარც წამიკითხავს!!! ეს სიტყვები რომელსაც, თქვენ ეხლა ფოტოზე ხედავთ, აღებულია ლექსიდან "აღსარება ქუთაისს" და ეკუთვნის ტერენტი გრანელს". https://www.facebook.com/photo.php?fbid=2174259609303921&set=a.484859691577263&type=3 მოგვიანებით, ქუთაისის მერიამ ლექსის ავტორების არევის...
საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან ანდერს კნაპესთან და გენერალურ მდივანთან ანდრეას კიფერთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ უაღრესად დადებითი ანგარიშის და კონგრესის რეკომენდაციების შესახებ ისაუბრეს. მაია ცქიტიშვილმა მადლობა...
შემდეგი სტატია ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.  გამოცემა "ქუთაისი პოსტის" ინფორმაციით, მერის წასვლამდე, დღეს თანამდებობას მისი მოადგილე ბესიკ ლეონიძე დატოვებს, რომლის ადგილას ფეროშენადნობთა ქარხნის თანმაშრომელი, ელგუჯა კვეტენაძე დაინიშნება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ ის შეასრულებს მერის მოვალეობას კახაბერ მახათაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ. კახაბერ მახათაძეს ამ დროისთვის ორი მოადგილე - დავით ჩირგაძე და  ბესიკ ლეონიძე ჰყავს. ზესტაფონის მერიაში ახალი მოადგილის დღეს დანიშვნის თაობაზე...
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის სრულ განახლებას გეგმავს. მთავრობის გეგმით, მომავალ წლებში საბჭოთა წარმოების მანქანა არცერთ სახანძრო-სამაშველო შენობაში აღარ იქნება. ეტაპობრივად, სრულად განახლდება ავტოპარკი და პირველ რიგში, ეს პროცესი რეგიონებიდან დაიწყება. პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობა უკვე მიმდინარეობს. აღნიშნულ ტექნიკას სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" ავსტრიულ კომპანია "როზენბაუერთან" (Rosenbauer) თანამშრომლობით აწარმოებს, დამკვეთი კი საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია. საქართველოში აწყობილი სახანძრო-სამაშველო...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. აღნიშნული გზის სამშენებლო სამუშაოებს "Hunan Road and Bridge Construction Group-ი" შეასრულებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სატენდერო წინადადება სულ 10-მა კომპანიამ წარმოადგინა. რის შემეგაც შეთავაზებული წინადადებები განიხილეს და დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით გამარჯვებული კომპანია გამოავლინეს. პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა...
ვაკის რაიონში სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე, გამგეობის ინფორმაციით, ყიფშიძის N7-სა და ჭავჭავაძის N75-ში დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა უკვე დასრულდა. გამგეობის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დამატებით კიდევ რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამჟამად, 8 სკვერის კეთილმოწყობა დასრულებულია, 4 სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამის განახლების სამუშაოები კი, უახლოეს დღეებში დაიწყება.
ჩუღურეთის რაიონში, შიდა საუბნო გზებისა და ეზოების მოასფალტება გრძელდება. ამ ეტაპზე, გამგეობის ინფორმაციით, დონდუას N2-ში 600 კვადრატულ მეტრზე გზის ახალი საფარი იგება. გამგეობის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა დაზიანებული გზის საფარი და მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმა“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 20 000 ლარს შეადგენს. "2018 წლის დასაწყისიდან დღემდე, ჩუღურეთის რაიონში 22 ეზოში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, წლის ბოლომდე...
მთაწმინდის რაიონში, რჩეულიშვილის ქ. N4-ის მიმდებარედ, კალათბურთის მოედანი, ხოლო ოქროყანის აღმართის N14-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო. გამგეობის ინფორმაციით, სკვერის დიდი ნაწილი საბავშვო ზონას დაეთმო, სადაც სათამაშო ინვენტარი, მათ შორის, ორდონიანი ატრაქციონი განთავსდა. ამასთან, თუჯის სკამები, ხის ურნები, ლითონის ღობე, გამწვანების ზოლი და დიოდური თბილი ნათების ლამპიონები დამონტაჟდა. ასევე, მათივე ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო კალათბურთის მოედანი, სადაც პოლიპროპილენის საფარი დაიგო. დამონტაჟდა...
გლდანის რაიონში, ავჭალაში, ლიბანის N31ა კორპუსთან, წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ახალი მილები და ჭები მოეწყობა. მათივე ცნობით, აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. "გლდანის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 2018 წლის იანვრიდან დღემდე 14 მისამართზე განხორციელდა, 18 მისამართზე კი მიმდინარეობს", - აცხადებენ გამგეობაში.
კრწანისის რაიონში, ვერცხლის ქუჩის N24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფს, ამაგრებენ. გამგეობის ინფორმაციით, სახლის ავარიულობის გამო, სახლის გამაგრების გადაწყვეტილება მიიღო. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი სახლის სარდაფის ხის კოჭური გადახურვის გამაგრება მიმდინარეობს. სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.
გუმათის დასახლების ერთადერთ ამბულატორიას მხოლოდ ერთი ექიმი ჰყავს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. სამედიცინო დაწესებულება, რომელიც გუმათის დასახლების გარდა, ხუთი სოფლის მოსახლეობას ემსახურება, დანგრეული და ამორტიზებული. შენობა, რომელიც 1956 წელს, გუმათჰესთან ერთად ააშენეს, 62 წელია რემონტი აღარ ჩატარებია. მოსახლეობამ პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარე წელს ქუთაისის მერიის მრჩეველთა საბჭოს მიმართა. საბჭომ იდეა განიხილა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით ცნობილი არ არის. https://www.youtube.com/watch?v=eknuOJg__tg
12 ნოემბრიდან, ახალციხის ციხეზე სამუშაო განრიგი შეიცვლება და ისტორიული კომპლექსი ერთი საათით ადრე დაიკეტება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის ციხეზე, აქტიურ ტურისტულ სეზონზე გაზრდილი სამუშაო განრიგი, კვლავ შემცირდა. კომპლექსი დილის 09:00 საათზე გაიღება და საღამოს 19:00 საათის ნაცვლად, 18:00 საათზე დაიკეტება. შეგახსენებთ, რომ ახალციხის ციხემ განრიგი პირველ ოქტომბერსაც ერთი საათით შეამცირა.
პრობლემა, რომელიც ბათუმის მერიამ დღემდე ვერ აღკვეთა. გარემოვაჭრეებს ტროტუარები უსახური ჯიხურებით აქვთ დაკავებული, სადაც გადაადგილება თითქმის შეუძლებალია. გარდა ამისა ტერიტორია ხშირ შემთხვევაში დაბინძურებულია. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერი წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებს პრობლემის მოგვარებას ჰპირდებოდა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა. თვითმართველობამ მოვაჭრეები წერილობით რამდენჯერმე გააფრთხილა, დაჯარიმდა რამდენიმე თვითდასაქმებულიც, თუმცა ქალაქი გარევაჭრობისგან დღემდე არ გათავისუფლებულა. ის, რომ გარევაჭრობა ქალაქისთვის ერთ...
ახალციხის კოოპერატივ “კოდის" თაფლის ნიმუში გერმანიის ბაზარზე გაიგზავნა. როგორც კოოპერატივის წარმომადგენელი გიორგი მერაბიშვილი ამბობს, თაფლმა წარმატებით გაიარა ტესტირება და ის ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. მისი თქმით, კოოპერატივი დაახლოებით 2 წელიწადში უკვე ინტენსიურად დაიწყებს პროდუქციის ექსპორტზე გატანას. კოოპერატივმა თავისი საქმიანობა ფერმერთა ასოციაციისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროექტის დახმარებით განავითარა, რომელის ფარგლებშიც მათ სხვადასხვა მანქანა-დანადაგარები გადაეცათ. “რამდენიმე საექსპორტო შემოთავაზება უკვე გვქონდა....
წინა სტატია ვარკეთილსა და ვაგზლის მოედანზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობით ისევ არავინ დაინტერესდა. თბილისის მერიის მიერ კიდევ ერთხელ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს. ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ გამოცემა "BM.GE-ს" განუცხადა. მისი თქმით, ამ ადგილებზე, ასევე გეგეშიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს კომპანიების ინტერესი, თუმცა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო სექტორთან, რათა მერიამ პროექტი უკეთესი პირობებით შესთავაზოს კომპანიებს. რაც შეეხება ფილარმონიის ტერიტორიაზე მრავალდონიანი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ