ევროკავშირში ქართული თაფლის ექსპორტი იწყება

877

ახალციხის კოოპერატივ “კოდის” თაფლის ნიმუში გერმანიის ბაზარზე გაიგზავნა. როგორც კოოპერატივის წარმომადგენელი გიორგი მერაბიშვილი ამბობს, თაფლმა წარმატებით გაიარა ტესტირება და ის ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

მისი თქმით, კოოპერატივი დაახლოებით 2 წელიწადში უკვე ინტენსიურად დაიწყებს პროდუქციის ექსპორტზე გატანას. კოოპერატივმა თავისი საქმიანობა ფერმერთა ასოციაციისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროექტის დახმარებით განავითარა, რომელის ფარგლებშიც მათ სხვადასხვა მანქანა-დანადაგარები გადაეცათ.

“რამდენიმე საექსპორტო შემოთავაზება უკვე გვქონდა. ჩვენი თაფლის ნიმუშები ჯერ-ჯერობით ვცდილობთ, რომ დავმკვიდროთ ადგილობრივ ბაზარზე და სამომავლოდ, დაახლოებოთ, 2 წელიწადში ვფიქრობთ, რომ ინტენსიურად დავიწყოთ ჩვენი პროდუქტის ექსპორტი”, – ამბობს კოოპერატივის “კოდი” წარმოადგენელი გიორგი მერაბიშვილი.