აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით, სამი კილომეტრის მოშორებით გადააქვთ. კურორტის შესასვლელში 100 საწოლზე გათვლილი ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი შენდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.2019 წლის გაზაფხულიდან აბასთუმანში ტუბერკულოზით დაავადებულები მკურნალობას ახალ შენობაში გააგრძელებენ. ასევე, საავადმყოფოში მკურნალობას შეძლებენ პაციენტები, რომლებსაც ფილტვის სხვადასხვა დაავადება აქვთ. "ჯერ ზუსტად განსაზღვრული არ არის რას როგორ გააკეთებენ, თუმცა, ის ვიცით, რომ ახალი ცენტრი უფრო მრავალპროფილური იქნება. აბასთუმნის...
თბილისის 109-ე, 50-ე, 169-ე და 145-ე საბავშვო ბაღების დირექტორები სხვადასხვა დარღვევისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ "პირველ არხს" ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ოთხი სახის დარღვევა გახდა: ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტის მოპარვა, მენიუს შეცვლა, თანამშრომლებთან კონტრაქტების დარღვევებით გაფორმება და გადაცდომები საქმის წარმოებაში. გვანცელაძის თქმით, მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება. მისი თქმით, გათავისუფლებული დირექტორების მოვალეობის შემსრულებლებმა თავად უნდა დაადგინონ,...
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა. როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს "ზეკარი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, "ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 996 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. საწარმოში წელიწადში 41 ტონა სულგუნს და 29 ტონა იმერულ ყველს აწარმოებენ და პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. გადამამუშავებელ საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული. ასევე, რძის გადამმუშავებელი საწარმო შენდება...
ქუთაისის მერია საახალწლო განათებების მიმართულებით წელს სიახლეებს აანონსებს. თუმცა, კონკრეტულად რა შეემატება წელს ქალაქს ახალი, ჯერჯერობით, უცნობია. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. "ახალი მორთულობები, რა თქმა უნდა, დაემატება ქალაქს. მასალები უკვე შეძენილია და მზადდება "ქუთაგანათების" მიერ", - ამბობს მერიის პრესსამსახურის უფროსი, თეონა გიორგაძე. ქუთაისის მერიამ საახალწლო დეკორაციებისთვის ელექტრო და ლითონის მაკომპლექტებელ ელემენტების შესაძენად ორი ტენდერი გამოაცხადა. პირველი, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს ელექტრო მაკომპლექტებელი ელემენტების შესაძენად გამოცხადდა....
აფხაზეთის ბანკის მონეტები ამერიკაში გამომავალი ჟურნალის "მსოფლიოს მონეტების“ ახალ კატალოგში დაიბეჭდა. ამის შესახებ აფხაზეთის ბანკის დირექტორი ბესლან ბარათელია ფეისბუკზე წერს. ამასთან, ის აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჟურნალის პირველივე გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია აფხაზეთის შესახებ. ქვეთავი კი დასათაურებულია, როგორც "აფხაზეთის რესპუბლიკა“. https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=986847141476138&id=100004525844562 ამასთან აფხაზეთში დეფაქტო პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გამოსახულებით ქაღალდის პირველი ფული გამოუშვეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის კუთვნილი ინვენტარის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულია 1979 წელს დაბადებული ჯ.გ. “გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ჯ.გ.-მ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, ღამის საათებში, სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში უკანონოდ შეაღწია, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში განთავსებული...
წინა სტატია საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, პირველი ივლისიდან აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობები აკონტროლებენ. ცვლილებების ძალაში შესვლისთანავე შსს-მ გაავრცელა და ინფორმაციაში აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის 20 სპეციალური მზომის გადაცემა ეტაპობრივად განხორციელდებოდა. აღნიშნული ცვლილებების შესახებ მისი მიღებიდან 4 თვის შემდეგ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერები ინფორმირებულები თითქმის არ არიან....
წინა სტატია კახეთის რეგიონის 8 თვითმმართველი ერთეულიდან, ხმაურის გამზომი მოწყობილობა მხოლოდ თელავისა და ლაგოდეხი მუნიციპალიტეტებს აქვს. როგორც თვითმმართველ ორგანოებში აცხადებენ, აღნიშნული მოწყობილობა უახლოეს მომავალში ექნებათ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. “ამ დროისთვის ჩვენთვის ხმაურის გადამეტების ფაქტზე არავის მიუმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწყობილობის გადმოცემის მოთხოვნით უკვე მივმართეთ”, – აცხადებენ კახეთის თვითმმართველ ორგანოებში. შსს-ს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებს ხმაურის გამზომი 20 მოწყობილობა ეტაპობრივად გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ადმინისტრაციულ...
აჭარის მთავრობის სახლში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონი შესვლას ცდილობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, შენობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური იმყოფება და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მართავს, რომელსაც, მისი თქმით, სავარაუდოდ, არჩილ ხაბაძე და ზურაბ პატარაძეც ესწრებიან. "მე ვარ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და არ მეძლევა უფლება, რომ მთავრობის სახლში შევიდე. შენობაში იმყოფება სუს-ის უფროსი...
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოში სკოლის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დასრულდება. მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულიად ახალი, 120 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. მათივე ცნობით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 2 638 019 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ასრულებს. პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
თიანეთის მუნიციპალიტეტში კოოპერატივ "ყვარის მთის“ რძის გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, კოოპერაციული საწარმო "რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შენდება და წლის ბოლოდან ამოქმედდება. მატივე ცნობით, რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას უზრუნველყოფს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საწარმო  რძის მიმღებ-გადამმუშავებელი დანადგარებით და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით აღიჭურვება....
წინა სტატია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში 90 ბავშვზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სკოლის მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით 2016 წლის იანვარში დაიწყო. ჭანიეთში სკოლის არარსებობის გამო სასწავლო პროცესი სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობდა. როგორც მერიაში აცხადებენ სკოლის ახალი შენობა ევროპული სტანდარტების შეესაბამება და მასში განთავსებულია საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და კომპიუტერების კაბინეტი....
მთავრობის გადაწყვეტილებით დაბა ჩხოროწყუს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ჩხოროწყუში ვიცეპრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ამასთან, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ  შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიასა და კიდევ 4 მოქალაქეს საპატიო ჩხოროწყუელის წოდება მიანიჭა.
წინა სტატია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების მზომი მოწყობილობები დაამონტაჟა. გარემოს ეროვნულ სააგენტოს აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მონაცემები მდინარე ნენსკრაზე წყლის დონის მატებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობის შესახებ. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, უხვი ატმოსფერული ნალექების და მდინარეში წყლის დონის ექსტრემალურად მაღალი მატების შემთხვევაში სტიქიური მოვლენის შესაძლებლობის...
წინა სტატია "დეკემბერში მივიღებთ გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან ერთად, რა და როგორ გავაკეთოთ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით", -განაცხადათბილისის მერმა, კახა კალაძემ. "საახალწლო ღონისძიებები დაგეგმილია დეკემბერში, როგორც ეს ხდებოდა ყოველთვის. როდესაც წერილი შემოიტანა ზაზა სარალიძემ ჩვენ ვიყავით ვალდებულნი 3 დღის განმავლობაში პასუხი გაგვეცა. გვქონდა ეს ვალდებულება იმიტომ, რომ დედაქალაქის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ღონისძიებები დეკემბრის თვეში. შესაბამისად, წერილში ეს ყველაფერი არის მოცემული, რომ 15 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთება...
ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 00:00 საათამდე მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. მერიის ცნობით, ორთაჭალიდან ნიკოლოზ ბარათაშვილისა და კოტე აფხაზის ქუჩებისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს. "ავტობუსები და მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, აუხვევენ მშრალ ხიდზე, შემდეგ ვირსალაძის ქუჩიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროსკენ მობრუნდებიან, საიდანაც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ