მარტვილის სოფელ ნაგებერაოში სკოლის მშენებლობა დეკემბერში დასრულდება

759

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოში სკოლის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულიად ახალი, 120 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. მათივე ცნობით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 2 638 019 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ასრულებს.

პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.