მთავრობის გადაწყვეტილებით დაბა ჩხოროწყუს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ჩხოროწყუში ვიცეპრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ამასთან, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიასა და კიდევ 4 მოქალაქეს საპატიო ჩხოროწყუელის წოდება მიანიჭა.