კალაძე: მოსახლეობასთან ერთად გადავწყვეტთ, რა და როგორ გავაკეთოთ საახალწლოდ

1023

წინა სტატია

“დეკემბერში მივიღებთ გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან ერთად, რა და როგორ გავაკეთოთ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით”, -განაცხადათბილისის მერმა, კახა კალაძემ.

“საახალწლო ღონისძიებები დაგეგმილია დეკემბერში, როგორც ეს ხდებოდა ყოველთვის. როდესაც წერილი შემოიტანა ზაზა სარალიძემ ჩვენ ვიყავით ვალდებულნი 3 დღის განმავლობაში პასუხი გაგვეცა. გვქონდა ეს ვალდებულება იმიტომ, რომ დედაქალაქის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ღონისძიებები დეკემბრის თვეში. შესაბამისად, წერილში ეს ყველაფერი არის მოცემული, რომ 15 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთება არის ტრადიცია და ეს კახა კალაძის და თბილისის მერიის მოგონილი არ არის. შესაბამისად, ამ ღონისძიებებს სჭირდება მომზადება დაახლოებით, 7-10 დეკემბრიდან.

ამ ფონზე “რუსთავი 2” გუშინწინ აწვდიდა ცრუ ინფორმაციას მთელი საღამოს განმავლობაში საზოგადოებას, კონკრეტულად ამაში ჩართული იყო პარტიული ტელევიზიის დირექტორი გვარამია, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს კარვების გაშლას ხელს უშლიდა დედაქალაქის მერია, რომ იქ უნდა დადგმულიყო ნაძვის ხე. ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი, დიდი სიცრუე, რომელშიც გამოვიჭირეთ “რუსთავი 2”,- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ზაზა სარალიძე არ დატოვებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას 15 დეკემბრამდე, რას გეგმავს თბილისის მერია და გაიყვანენ თუ არა მას ძალის გამოყენებით? კალაძემ ასე უპასუხა: “დაველოდოთ კიდევ ერთი თვე, დეკემბერში მივიღებთ გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან ერთად რა და როგორ გავაკეთოთ”,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ “თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო.

“შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისი საახალწლოდ აუცილებლად იქნება ძალიან ლამაზი, რითაც ბევრი ადამიანი ისიამოვნებს”, – განაცხადა დედაქალაქსი მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ.