თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აღმაშენებლის გამზირზე კატალპებს მინდვრის ნეკერჩხლით ანაცვლებს. თბილისის მერიის ცნობით, წლის ბოლომდე, ტერიტორიაზე 180 ძირი, 6-მეტრიანი ხე დაირგვება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ამ ჩანაცვლების შესახებ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ აცნობა. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას, რომ არასწორად შერჩეული სახეობის ხეები, რომლებიც აღმაშენებლის გამზირზე 2011 წელს დაირგო და მოგვიანებით დაზიანდა, ახალი...
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 21-23 დეკემბერს თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წიგნის საახალწლო ფესტივალს გამართავს.
"3 დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულებს უამრავი სიახლე და სიურპრიზი გელით. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა უპრეცედენტო ფასდაკლებით წარადგენს ძველ და ახალ გამოცემებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას.
წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.
https://www.facebook.com/TbilisiNewYearBookFestival/photos/a.1738580359782554/1928034130837175/?type=3&theater
დიდ დიღომში იოანე პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ქუჩა უკვე მოწესრიგებულია და იგეგმება გზის დახაზვა.
"მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, როგორც სანიაღვრე, ისე წყალარინების სისტემა, ასევე, შეიცვალა გარე განათების ბოძები და დავაყენეთ ახალი, LED ტიპის სანათები, რომელიც ეკონომიურია და დაახლოებით, ელექტროენერგიის 60-70%-ს ზოგავს. სადენები, რომლებიც ჰაერში იყო გადაჭიმული, მიწის ქვემოთ არის...
მესტიის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებს შორის ფულადი დანამატი მხოლოდ ორ ა(ა)იპ-ში მესტიის დასუფთავებასა“ და "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში“ გაიცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
გამოცემა "ლაივპრესის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, "მესტიის დასუფთავებაში“, სულ 12 თანამშრომელზე 9 040 ლარი გაიცა. მათ შორის, ა(ა)იპ-ის დირექტორმა 1 500 ლარი მიიღო, მისმა ორმა მოადგილემ კი 1 000 და 800 ლარი. ათასი ლარი გაიცა საწყობის გამგე-მომმარაგებელზეც. ხოლო, 990 ლარი მიიღო...
წინა სტატია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში თაფლის საწარმო შენდება. მისი მშენებლობა 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს.
ამის შესახებ შპს "სამებასა“ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს შორის, გაფორმებულ ხელშეკრულებაშია აღნიშნული. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
პროექტის განხორციელება 1,1 მლნ ლარი ჯდება. ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურმა საბოლოო დასკვნა, საწარმოს გამართულად მუშაობის შესახებ, 2019 წლის თებერვალში უნდა შეადგინოს.
შეგახსენებთ, რომ საწარმოს მშენებლობა...
ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობა კვლავ გადავადდა. ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ვადა მაისის ბოლომდე ითხოვა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
როგორც აჭარის მყარი ნარჩენების მართვის კომპნია "ჰიგიენა 2009- ში" აცხადებენ, დონორმა ორგანიზაციამ ამის შესახებ ქართულ მხარეს, დაახლეობით, ერთი თვის წინ მიმართა.
შეგახსენებთ, რომ ახალი ნაგავსაყრელი ცეცხლაურში, 27 ჰექტარზე უნდა მოეწყოს. პროექტის ღირებულება 7 მილიონი ევროა. ნაგავსაყრელის მოსაწყობად ერთმანეთს კონკურენციას...
ფოთში, კოლხური კულტურის მუზეუმის ნიკო ნიკოლაძის კოშკში, ნიკო ნიკოლაძის მემორიალური დაფა გახსნეს.
"პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, როგორიც ფოთია და ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ჰქონდეს და შეინარჩუნოს ეს ისტორია. ნიკო ნიკოლაძის კოშკი ძალიან შთამბეჭდავია. ვფიქრობ, ფოთი იღბლიანი ქალაქია, რომ აქვს ასეთი ლამაზი შენობა და ჩვენც, როგორც პორტი, პატივი გვერგო წვლილი შევიტანოთ ისტორიის შენარჩუნებასა და გაცოცხლებაში. ამასთან, მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.
როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების იდეა, ამავე სოფლის მაცხოვრებელს, არამ აკოფიანს ეკუთვნის, რომელიც პროექტ "სამოქალაქო ბიუჯეტი 2018-ში" მონაწილეობდა და მისი იდეა, ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.
მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა სოფელ მარეთშიც, რომლის ფარგლებშიც, კორპუსებთან მისასვლელი გზა და ეზოები მოასფალტდა.
აღნიშნული პროექტების დასაფინანსებლად მუნიციპალური ბიუჯეტიდან 327 870 ლარი გამოიყო.
"წელს თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღების თითოეული აღსაზრდელი, ტრადიციულად, სასაჩუქრე ნაკრებებს მიიღებს. ტენდერი, რომელიც კონტრაქტორ კომპანიას გამოავლენს, დასრულების სტადიაზეა",- ამის შესახებ "პირველ არხს" ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, საახალწლო ზეიმისთვის, თოვლის ბაბუის გამოძახების სერვისზე თითოეული ბაღისთვის 1 000 ლარია გამოყოფილი. წლიური ბიუჯეტის 3% კი თავისუფალი განკარგვისთვის აქვს ბაღს. აქედან გამომდინარე, გვანცელაძის თქმით, მშობლების მიერ თანხის შეკრების აუცილებლობა...
ბაღების მწირი ბიუჯეტით ხსნიან მშობლები ქობულეთის ერთ-ერთ ბაღში იმას, რომ ხშირად სათამაშოებს თავად ყიდულობენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ერთ-ერთი მშობელი ყვება, რომ ფული შეაგროვეს და ბაღში, თემატური კუთხის მოსაწყობად ავეჯის ტიპის გადასატიხრი მასალაც კი შეიძინეს.
ამ ფაქტს ბაღის ადმინისტრაციაში ადასტურებენ და ირწმუნებიან, რომ ეს მშობლების კეთილი ნება იყო და უფასო ბაღისთვის ფასიანი საჩუქრების შეძენა მათთვის არავის დაუვალებია. ამ მიზეზს იშველიებენ ბაღების გაერთიანებაშიც.
https://youtu.be/IKZt-TrE7-M
სანიტარულ-ჰიგიენური და კვებასთან დაკავშირებული ნორმების შემდეგ, საბავშვო ბაღებს ინფრატსრუქტურასთან დაკავშირებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაც მოუწევთ. შენობის სტანდარტი, რომელიც ახლა მუშავდება, სავარაუდოდ, ოთახების მოცულობას, მოსასვენებელ სივრცეებსა და სამშენებლო მასალასაც კი შეეხება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ასევე, სავარაუდოდ, შეიზღუდება ბაღების განთავსება საცხოვრებელ კორპუსებში. ავტორიზაცია ბაღებს წელს უნდა გაევლოთ, წესი კი მთავრობას შარშან უნდა განესაზღვრა. საბოლოოდ სტანდარტებთან ადაპტირებისა და მკაცრი ზომების გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, ვადა გახანგრძლივდა. წესზე კი...
2019 წლიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების დაფინანსება 330 000 ლარით გაიზრდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, გაზრდილი დაფინანსებით, ბაღებში კვების რაციონი გაუმჯობესდება. არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ბაღებში აღსაზრდელებისთვის კვება დღეში სამჯერ იქნება გათვალისწინებული.
"თანხა ძირითადად კვების რაციონისთვის არის გამოყოფილი. თანხის დარჩენილი ნაწილით კი იმ ჯგუფებში, სადაც სათამაშოების სიმცირეა, მათი დამატება იგეგმება“, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 31 დეკემბრის ღამეს კულტურული ღონისძიებებისთვის და საახალწლო განათებებისთვის ტენდერი 191 545 ლარზე გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს სამ ნაწილად აცხადებს.
31 დეკემბრის ღამეს გასამართი ღონისძიებებისა და გალაკონცერტისთვის, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება, მერია ტენდერს 90 255 ლარზე აცხადებს. მანათობელი ირმების, თოვლის ბაბუებისა და ანგელოზების ფიგურების შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 16 950 ლარზე ფორმდება. გასანათებელი მოწყობილობებისა და...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ასპინძის სოფელ აწყვიტაში ორი თვის წინ ჩანგრეული ხიდი, რომელიც სოფელს ადმინისტრაციულ ცენტრს აკავშირებს, არ გაუკეთებიათ, რის გამოც ადგილობრივები შემოვლითი გზით სარგებლობენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ასპინძის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ანზორ ალელიშვილის განმარტებით, ხიდის რეაბილიტაციისათვის პროექტი უკვე მზად არის: "არჩევნების მეორე ტური დაემთხვა და ვერ გამოვაცხადებდით ტენდერს, ახლა უკვე მალე დაიდება ტენდერზე“.
ხიდის რეაბილიტაციისთვის მერია 81 000 ლარს დახარჯავს.
"პროექტის...
წინა სტატია
"ჩვენ ვიქნებით დედაქალაქის ის მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას მოაგვარებს და დედაქალაქის მოსახლეობა ამის მოწმე ძალიან მალე გახდება", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ძალიან მალე, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოგვარებული და მოწესრიგებული იქნება. ჩვენ ვიქნებით დედაქალაქის ის მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას მოაგვარებს თბილისში და დედაქალაქის მოსახლეობა ამის მოწმე ძალიან მალე გახდება. მადლობა...
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2019 წლის თებერვალში მეტროს 4 ახალი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება. მისი თქმით, რეაბილიტირებული შემადგენლობის დამატება მოცდის დროს შეამცირებს და უფრო მეტ მგზავრს გადაიყვანს.
"ჩვენ გაჟღერებული გვაქვს მეტროს სადგურების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება და ასევე ვაგონების რეაბილიტაცია, რომელიც დაწყებულია. თქვენ იცით, რომ სექტემბერში მეტროს 4 ახალი შემადგენლობა დაემატა, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































