ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობა კვლავ გადავადდა. ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ვადა მაისის ბოლომდე ითხოვა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
როგორც აჭარის მყარი ნარჩენების მართვის კომპნია “ჰიგიენა 2009- ში” აცხადებენ, დონორმა ორგანიზაციამ ამის შესახებ ქართულ მხარეს, დაახლეობით, ერთი თვის წინ მიმართა.
შეგახსენებთ, რომ ახალი ნაგავსაყრელი ცეცხლაურში, 27 ჰექტარზე უნდა მოეწყოს. პროექტის ღირებულება 7 მილიონი ევროა. ნაგავსაყრელის მოსაწყობად ერთმანეთს კონკურენციას პოლონური და თურქული კომპანიები უწევენ.