ბაღების ავტორიზაცია 2019 წლიდან სავალდებულო გახდება

1047

სანიტარულ-ჰიგიენური და კვებასთან დაკავშირებული ნორმების შემდეგ, საბავშვო ბაღებს ინფრატსრუქტურასთან დაკავშირებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაც მოუწევთ. შენობის სტანდარტი, რომელიც ახლა მუშავდება, სავარაუდოდ, ოთახების მოცულობას, მოსასვენებელ სივრცეებსა და სამშენებლო მასალასაც კი შეეხება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ასევე, სავარაუდოდ, შეიზღუდება ბაღების განთავსება საცხოვრებელ კორპუსებში. ავტორიზაცია ბაღებს წელს უნდა გაევლოთ, წესი კი მთავრობას შარშან უნდა განესაზღვრა. საბოლოოდ სტანდარტებთან ადაპტირებისა და მკაცრი ზომების გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, ვადა გახანგრძლივდა. წესზე კი მთავრობა ახლა მუშაობს.

პროცესში ჩართულია “უნისეფი”, გაეროს ბავშვთა ფონდი რეკომენდაციით მიმართავს ხელისუფლებას, გაზარდოს საბავშო ბაღების დაფინანსება, რადგან არსებული ბიუჯეტით, შესაძლოა, ადმინისტრაციებს მოთხოვნების დაკმაყოფილება გაუჭირდეთ.