“ჩვენ ვიქნებით დედაქალაქის ის მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას მოაგვარებს და დედაქალაქის მოსახლეობა ამის მოწმე ძალიან მალე გახდება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“ძალიან მალე, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოგვარებული და მოწესრიგებული იქნება. ჩვენ ვიქნებით დედაქალაქის ის მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას მოაგვარებს თბილისში და დედაქალაქის მოსახლეობა ამის მოწმე ძალიან მალე გახდება. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანაგუნდელს. რა თქმა უნდა, მარტო ერთი კაცი ვერ შეძლებს გაუმკლავდეს პრობლემებს, ვერ შეძლებდა განეხორციელებინა ის პროექტები, რაზეც მე დღეს ამაყად ვსაუბრობ, ესაა თითოეული თქვენგანის დამსახურება.
მინდა, დედაქალაქის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც მე ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობ თითოეული თქვენგანისგან, ეს მაძლევს დამატებით სტიმულს, რომ არ გავჩერდე, ვიმუშაო დღისა და ღამის განმავლობაში“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, ცნობილია, რომ 2019 წლის თებერვალში მეტროს 4 ახალი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება და სავარაუდოდ, 2019 წესლ რეაბილიტაცია მეტრო “ვარკეთილსაც” ჩაუტარდება.