საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 21-23 დეკემბერს თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წიგნის საახალწლო ფესტივალს გამართავს.
“3 დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულებს უამრავი სიახლე და სიურპრიზი გელით. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა უპრეცედენტო ფასდაკლებით წარადგენს ძველ და ახალ გამოცემებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას.
წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.
GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ტრადიციულად, 21-23 დეკემბერს გიწვევთ თბილისის წიგნის…
Posted by Tbilisi New Year Book Festival / თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი on ოთხშაბათი, 05 დეკემბერი, 2018