TV 25
რეგიონებში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხილვა ბათუმიდან დაიწყო. განხილვას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებიან.
სტრატეგია თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილებების გაზრდას, ფისკალურ დეცენტრალიზაციასა და მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
https://www.youtube.com/watch?v=vUDf1Gmy0AQ&feature=youtu.be
წინა სტატია
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას ინფორმაციით, კომპანიას, რომელმაც ქუთაისში, თეთრი ხიდის რეაბილიტაცია არ დაასრულა, 190 ათასამდე ლარი დაუქვითეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლობა ავრცელებს.
როგორც ჭიღვარიამ განაცხადა, თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა, თუმცა კომპანია უპასუხისმგებლო აღმოჩნდა, რომელმაც ხიდის რეაბილიტაცია არ დაასრულა.
"კომპანია, დაახლოებით, 200 ათასი ლარით დაჯარიმებული გვყავს. მას 190 ათას ლარამდე თანხა დავუკავეთ, ხელშეკრულება გავწყვიტეთ, სარჩელი სასამართლოში შევიტანეთ და ხიდს სამხარაულის ექსპერტიზის...
თბილისის მთავრობამ მიკროავტობუსების ერთი ახალი მარშრუტის ამოქმედების, ექვს მარშრუტში ცვლილებისა და ერთი მარშრუტის გაუქმების საკითხი განიხილა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ახალი - N69 მიკროავტობუსი მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ კრწანისის ქუჩაზე, რაიონის გამგეობის შენობამდე იმოძრავებს. მარშრუტზე სამი მიკროავტობუსი გადანაწილდება. N69 მიკროავტობუსის დანიშვნა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და გამგეობამდე მოქალაქეების მგზავრობის გამარტივების მიზნით გადაწყდა.
შემდეგი მიკროავტობუსების მოძრაობის მიმართულება შეიცლება:
ჭაბუკიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემიდან გამომდინარე, N80 და...
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსი ლიკა ქვარცხავა თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"სამხარეო ადმინისტრაციიაში მუშაობის და სახელმწიფო რმუნებულთან თანამშროლობის პერიოდი ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო. მიხარია, რომ მეც შევიტანე წვლილი ახალი სახელმწიფო რმუნებულის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში, მაგრამ ახლა აქ საჭიროა ისეთი ადამიანი, ვინც შეძლებს, მეტი დრო დაუთმოს სამსახურს. გამომდინარე იქიდან, რომ მცირეწლოვანი შვილები მყავს და მარტოხელა დედა ვარ, მირჩევნია ისეთ...
წინა სტატია
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ ენგურჰესის კაშხლის ადმინისტრაციულ შენობას დემონტაჟიჩაუტარდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"ჩვენი თავდაპირველი მოსაზრება იყო, რომ შენობის რეკონსტრუქცია მომხდარიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვერ ხერხდება, რადგან არსებული შენობა იმდენად დეგრადირებულია, რომ მთლიანად უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი და ახალი შენობა აშენდეს, ამიტომაც პროცესი უფრო ხანგრძლივი იქნება. წელს უნდა დაიწყოს ამ პროექტის იმპლემენტაცია, თუმცა ზუსტ თარიღებს ვერ...
ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სკოლამდელი განათლების დაფინანსებისთვის 1 მილიონ 989 ათასი ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცლებს.
ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით ამ მიმართულებით 200 000 ლარით მეტი დაიხარჯება.
"ახმეტის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 38 საბავშვო ბაღი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს არსებული მუნიციპალური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ახალი ბაღების მშენებლობას, ასევე ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ...
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, მალხაზ თორია პროფესიით სამართალმცოდნეა. ის, სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ადმინისტრაციის თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.
მალხაზ თორია წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე. ბოლო პერიოდში მალხაზ თორია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა ლაგოდეხის შესახებ ახალი საინფორმაციო ვებგვერდი visitlagodekhi.com შექმნა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
საიტი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით, ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის წევრი ახალგაზრდებისა და ევროპელი მოხალისეების ძალისხმევით შეიქმნა. იდეის ავტორები განმარტავენ, რომ ვებგვერდის საშუალებით მსურველები ლაგოდეხის მრავალფეროვან შესაძლებლობებს აღმოაჩენენ.
"ლაგოდეხისთვის საკუთარი ვებგვერდის გაკეთება LAG-ის აქტიური ახალგაზრდების იდეა იყო, რომლებიც ხედავდნენ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი უფრო მრავალფეროვანი გახდა და საკუთარი...
მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისთვის თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან 1 760 000 ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
თელავის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მერიაში განმარტავენ, რომ თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებითა და შეღავათით უზრუნველყოფას.
"პროგრამა ითვალისწინებს ხანდაზმულთათვის, მარჩენალდაკარგულთათვის, შეზღუდული...
წინა სტატია
ბათუმში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განიხილვა მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
შეხვედრას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, კოალიციის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ წევრები – ირაკლი მელაშვილი და კოკა კიღურაძე ესწრებიან, რომლებიც კოალიციის მიერ მთავრობისათვის შეთავაზებულ წინადადებებს ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის შესახებ წარადგენენ.
განხილვაში, ასევე, მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ დისკუსიაში და წარადგინონ საკუთარი...
წინა სტატია
ბათუმში ''რვაფეხას'' რეაბილიტაცია მაისში დასრულდება, მანამდე კი შადრევანი ჩაირთვება, რომელიც კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
რვაფეხა, იგივე კაფე "ფანტაზიას" რესტავრაცია მალე დასრულდება. მოზაიკით მოპირკეთებული ნაგებობა, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა კომუნისტური ეპოქისთვის დამახასიათებელი არქიტექტორისგან, ცნობილი ქართველი არქიტექტორის გიორგი ჩახავასა და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.
კაფე "ფანტაზიის" დანგრევის შესახებ ინფორმაცია 2014 წელს გავრცელდა, მის გადასარჩენად, ბათუმელების ნაწილი აქციებს მართავდა. შენობის რეაბილიტაცია 2016...
წინა სტატია
თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ავტობუსების ტენდერი დასრულდა და გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. მისი თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში თბილისში 220 ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსი შემოვა.
ხმალაძის განცხადებით, ავტობუსების ჯამური ღირებულება დაახლოებით, 69 მილიონი ლარია.
"ეს არის 220 8-მეტრიანი "ისუზუს" მარკის ავტობუსი. ამჟამად დარჩენილია გარკვეული პროცედურები, თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის ოქმი უკვე ატვირთულია საიტზე. საერთო ღირებულებაა 69 მილიონ ლარამდე. მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია სატენდერო ვაჭრობამ და...
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს, აპარატის უფროსმა კი თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადებული ოთხ პოზიციაზე იყო: აპარატის უფროსი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
ოთხი პოზიციიდან ორზე, კონკურისის წესით შერჩეული პირები...
წინა სტატია
თბილისის მერიმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვახუშტის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მისითქმით, სამუშაოები, დაახლოებით, 4-5 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მიმდებარე ტერიტორიებზე მოძრაობა შეიცვლება.
"როგორც იცით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით არსებული ავარიული ხიდების რეაბილიტაციას ახორციელებს. 2015 წელს ჩატარებული იქნა გამოკვლევა ყველა ხიდთან მიმართებაში და ჩვენ გვაქვს სრული სურათი, თუ რომელი ხიდების რეაბილიტაცია არის პრიორიტეტი და...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისში დაგეგმილი ახალი პროექტები დაანონსა. მისი თქმით, თბილისის მერია წელს უმნიშვნელოვანეს პროექტს განახორციელებს, რომელიც ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და აეროპორტის გადასახვევთან მონუმენტ "ადამიანისა და მზის“ მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
მისივე ინფორმაციით, ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ორივე თარგში, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრია, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. როგორც...
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერიამ მეტროსადგურ "სადგურის მოედნის“ სამივე ამოსასვლელის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
ამასთან, კალაძემ რამდენიმე მეტროსადგურის რეაბილიტაციის საკითხზეც ისაუბრა. მათ შორის, მეტროსადგურ "გოცირიძის“, "ვარკეთილის“, "გურამიშვილისა“ და სხვა მეტროსადგურების შესახებ.
"მინდა, შევეხო მეტროსადგურ "გოცირიძის“ რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერს, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა, თუმცა ტენდერი განმეორებით გამოცხადდა და იმედს ვიტოვებთ, რომ გამარჯვებული კომპანია ძალიან მალე გამოვლინდება. მიმდინარე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































