ბათუმში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განიხილვა მიმდინარეობს (ვიდეო)

653

წინა სტატია

ბათუმში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განიხილვა მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

შეხვედრას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, კოალიციის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ წევრები – ირაკლი მელაშვილი და კოკა კიღურაძე ესწრებიან, რომლებიც კოალიციის მიერ მთავრობისათვის შეთავაზებულ წინადადებებს ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის შესახებ წარადგენენ.

განხილვაში, ასევე, მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ დისკუსიაში და წარადგინონ საკუთარი წინადადებები და ინიციატივები.