ახმეტის ბიუჯეტიდან სკოლამდელი განათლების დაფინანსებისთვის 2 მილიონამდე ლარი გამოიყოფა

792

ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სკოლამდელი განათლების დაფინანსებისთვის 1 მილიონ 989 ათასი ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცლებს.

ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით ამ მიმართულებით 200 000 ლარით მეტი დაიხარჯება.

“ახმეტის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 38 საბავშვო ბაღი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს არსებული მუნიციპალური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ახალი ბაღების მშენებლობას, ასევე ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბავშვების მეთვალყურეობა, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სწავლების დონის განსაზღვრა, შესაბამისი პროგრამების, სასწავლო და მეთოდური მასალების განსაზღვრა. ბავშვთა სრულფასოვანი კვების ორგანიზება. 38 საბავშვო ბაღი 1500-მდე ბავშვს ემსახურება“, – აცხადებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.