"მთაწმინდაზე ​გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ",- ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს. "არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო ხაბეიშვილს. ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო, ესენი არიან ერთი ტიპის ადამიანები, რომელთა განცხადებები და მესიჯებიც არის ერთგვარი, შეიცავს ერთიან შინაარსს. ამ ადამიანებს არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო, თუმცა ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით. ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოთი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. საუბარია სულ 33 ადამიანზე და მათთვის ორშაბათიდან კვირის ჩათვლით ერთჯერადი კვების მიწოდებაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 35 ათასი ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმის კახა შელიას თქმით, ამ ეტაპზე, მხოლოდ 30 განაცხადი მიიღეს, თუმცა ტენდერი ყოველი შემთხვევისთვის 3-ით მეტზე გამოცხადდა. როგორც შელია ამბობს, შარშანაც ამდენივე ბენეფიციარი...
ქუთაისის მერია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, მოქალაქეებს ახალ, ელექტრონულ სერვისებს სთავაზობს. კერძოდ, მერიის ინფორმაციით, www.kutaisi.gov.ge-ზე, 2019 წლის იანვრიდან, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონული ფორმით მიმართონ სოციალურ სამსახურს. ხოლო, რაც შეეხება ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ელექტრონულ სისტემას, რომელიც ასევე პროექტის ნაწილს წარმოადგენს, ის სატესტო რეჟიმში თებერვლიდან ამუშავდება. "ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობის ამაღლებისა და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, ქუთაისს...
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. სამინისტროს ცნობით, ახალი ქალაქი, უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება. საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე ტექნოპარკი, რომელშიც "სტარტაპ“ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განავითარებენ, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი,...
წინა სტატია შემდეგი სტატია ლაივპრესი სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ეკონომიკის სამინისტროსგან ქონების გადაცემას ითხოვენ, - ამის შესახებ მათ ზუგდიდში გამართულ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხილვაზე განაცხადეს. "ეკონომიკის სამინისტროსთან ყოველთვის იყო პრობლემა ქონების გადმოცემა. რაც გადმოცემულია, ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, მისი რეალიზების, ან პრივატიზების საშუალება ჩვენ არ გვაქვს, სტრატეგიული გეგმის განხორციელების შემთხვევაში, პირდაპირი განკარგვის სიმბოლურ ფასად გადაცემის საშუალება მხოლოდ დედაქალაქს აქვს, ადგილობრივ თვითმმართველობებსაც უნდა...
წინა სტატია შემდეგი სტატია რადიო "ათინათი" ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. მუნიციპალიტებების მერებმა პრეზენტაციების შემდეგ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს რეკომენდაციებით მიმართეს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ როსებაშვილმა დეცენტრალიზაციის საშუალო სტრატეგიის (2019-2025) პროექტი პრეზენტაციის სახით წარმოადგინა და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი პრინციპები გააცნო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს...
წინა სტატია შემდეგი სტატია ლაივპრესი სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებმა დეცენტრალიზაციის სტრატეგია გააცნეს. მერებმა მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და სამინისტროს თავიანთი წინადადებებით მიმართეს. https://www.youtube.com/watch?v=ruJfZ9Pp2R0&feature=youtu.be "ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აქვს თავისი წინადადებები. მაგალითად, ეს ეხება ქონების გადასახადის ადმინისტრირების კიდევ უფრო მეტი სრულყოფას; ასევე, საკითხი დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით; ასევე, მუნიციპალიტეტის...
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთის მონაკვეთზე ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მიზეზი გზაზე არსებული ლიპყინულია. მათივე ინფორმაციიით, გზა იმდენად მოყინულია, რომ მანქანებს უსაფრთხოდ გადაადგილება უჭირთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარია სამ სხვადასხვა ადგილზე მოხდა. მათივე ცნობით, ავარიების შედეგად არავინ დაშავებულა.
წინა სტატია ზუგდიდის საკრებულოში ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, მათ უნდა გამოითხოვონ თითოეული ა(ა)იპ-ისგან ბიუჯეტი, სამუშაოს აღწერილობა და ა(ა)იპ-ის წესდება. ამასთან, უნდა მოისმინონ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებისგან თავიანთი ორგანაზაციის განვითარების ხედვა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. საკრებულოს დეპუტატის, ედიტა კოდუას განცხადებით, ა(ა)იპ-ების ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი იხარჯება არა საქმის შესასრულებლად, არამედ ხელფასებზე. "ჩემთვის მნიშვნელოვანია რამდენი ადამიანია იქ დასაქმებული, რა თანხა ირიცხება ა(ა)იპ-ებში და...
წინა სტატია ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა ტარიელ გაბულდანმა ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ სოფელ ურთიდან რამდენიმე დღეა, რაც ნაგავი არ გაუტანიათ. მისი თქმით, დასუფთავების სამსახური აცხადებს, რომ ამის მიზეზი მოსახლეობის მხრიდან გადასახადის გადაუხდელობაა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. საკრებულოს დეპუტატის სანდრო სორდიას თქმით, მისი აღშფოთება დასუფთავების სამსახურის უფროსის ნუგზარ მალაშხიას გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, სადაც ის ამბობს, რომ დაითხოვეს მძღოლები და მტვირთავები იმ სოფლებში, სადაც მოსახლეობა...
წინა სტატია შემდეგი სტატია "განსაკუთრებული ფინანსური სარგებელი ჩვენი ქალაქისთვის არ აქვს არც პორტს და არც კოლხეთის პარკს", - ამის შესახებ ფოთის მერის მოადგილემ, გიორგი ფარეშიშვილმა ზუგდიდში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა. "უნდა მიეცეს ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალება, რომ დააწესოს მოსაკრებლები. განსაკუთრებული ფინანსური სარგებელი ჩვენი ქალაქისთვის არ აქვს არც პორტს და არც კოლხეთის პარკს. ძალიან კარგია ასეთ სტრატეგიაზე მუშაობა, მაგრამ აუცილებელია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას,...
წინა სტატია ევროკავშირი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველოს 3,4 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ამასთან, უკვე ცნობილია პროექტები, რომლებიც გამოყოფილი თანხით საქართველოში დაფინანსდება. ინფორმაციას კომერსანტი ავრცელებს. პროექტები, რომლებიც გამოყოფილი თანხით დაფინანსდება: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზა – 233 მილიონი ევრო; სარკინიგზო მაგისტრალი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე – 100 მილიონი ევრო; ჩუმათელეთი-არგვეთის მაგისტრალის მშენებლობა – 1 მილიარდი ევრო; გრიგოლეთი-ფოთის ხიდის მშენებლობა – 25 მილიონი ევრო; გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალის მშენებლობა – 101...
წინა სტატია შემდეგი სტატია რადიო "ათინათი" ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიას თქმით, ფოთი იჩაგრება და ამაზე ყურადღება უნდა გამახვილდეს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ აუცილებელია, დაითვალოს, რამდენი იხარჯება ქალაქებში ერთ სულ მოსახლეზე დედაქალაქთან შედარებით. ეს განცხადება მან დღეს ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტზე საუბრისას გააკეთა. "როგორ ავუხსნა თანაქალაქელებს, რომ ის, რაც ფოთშია, საერთო დოვლათია, კი ბატონო, მაგრამ აბა, დავითვალოთ, ერთ სულ...
თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან ჩამდინარე წყლების სისტემების მოწყობა რეაბილიტაციასა და ექსპლოატაციის ღონისძიებებისთვის 180 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. თელავის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხა არსებული ნიაღვარმიმღებების მოვლა-პატრონობასა და ახალი ნაგებობის მოწყობას მოხმარდება. "აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილი 180 000 ლარიდან, არსებული ნიაღვარმიმღებების მოვლა-პატრონობაზე 50 000 ლარი, ხოლო, სოფელ კურდღელაურის ცენტრალურ გზაზე, ქალაქ თელავში ალაზნის გამზირზე და სასამართლოს მიმდებარედ აღმაშენებლის ქუჩაზე,...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში საკემპინგე ზონა მოეწყობა. მერიაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტიდან 21 000 ლარი დაიხარჯება. "სოფელ ფშაველში საკემპინგე ზონის მოწყობა ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს. ამ მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტში 21 000 ლარი გამოიყო. გარდა ამისა, ტურიზმის განვითარების კუთხით წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანადაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან 10 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო საზედამხედველო მომსახურებისთვის გათვალისწინებულია 11 000...
ოდიშინიუსი საქართველოს რეგიონებში დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე  საკონსულტაციო შეხვედრები  დაიწყო. აჭარის შემდეგ შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრები დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მხარეებმა რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე  ისაუბრეს და ის პრიორიტეტები განიხილეს, რომლებიც მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე იქნება ორიენტირებული. სტრატეგიის მიმართ შენიშვნები აქვთ ექსპერტებს. ირაკლი მელაშვილი აცხადებს, რომ სტრატეგია არის მხოლოდ ზოგადი სურვილი და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ