ჩხოროწყუს მერიამ უფასო სასადილოებით მომსახურებაზე 35 ათასი ლარი გამოყო

1359

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოთი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. საუბარია სულ 33 ადამიანზე და მათთვის ორშაბათიდან კვირის ჩათვლით ერთჯერადი კვების მიწოდებაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 35 ათასი ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმის კახა შელიას თქმით, ამ ეტაპზე, მხოლოდ 30 განაცხადი მიიღეს, თუმცა ტენდერი ყოველი შემთხვევისთვის 3-ით მეტზე გამოცხადდა. როგორც შელია ამბობს, შარშანაც ამდენივე ბენეფიციარი ჰყავდათ და ისინი ძირითადად ქალაქის მცხოვრებლები იყვნენ. მისივე განმარტებით, სოფლებიდან იშვიათად დადიან.

აღსანიშნავია, რომ მატ ვინც მოშორებით ცხოვრობს გზის ხარჯებს არ უნაზღაურებენ, ვინაიდან, შელიას თქმით, ამის საჭიროება არ ყოფილა.