გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 1 500 000 ლარით გაიზარდა.  ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. გურჯაანის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 717 639 ლარი გამოიყო, რომელიც ვაჩნაძიანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება. ნატო გონგაძის თქმით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის 27 483 ლარი, ხოლო სკოლების მცირე რეაბილიტაციისთვის 450 000 ლარი გამოიყო....
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. თელავის მერიაში აცხადებენ, რომ თავისუფალ პოზიციებზე ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას გულისხმობს. მერიის ინფორმაციით, კონკურსანტებს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და თანამდებობის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. "კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და სამუშაო გამოცდილება, რომლის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე – hr.gov.ge-ზე არის დეტალური ინფორმაცია. თელავის...
სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ ავტორი: მარიამ ბარძიმაძე ახალციხეში, რაბათის დასახლებაში მცხოვრებმა შავაძეებმა რემონტის დროს, ერთ–ერთ ოთახში იატაკის აყრის შემდეგ, სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებ შესაბამის უწყებებს არ შეატყობინეს. ნანგრევებს ძეგლთა დაცვის სააგენტო შეისწავლის.  ციხისძირის ქუჩაზე შავაძეებმა სახლში რემონტის გაკეთება, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დაიწყეს. "ერთ ოთახში ძველი იატაკი რომ ავყარეთ, დაბლა ნანგრევები გამოჩნდა. მე რომ გავთხოვდი და ამ სახლში მოვედი,...
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამ ვაკანტურ პოზიციაზე თანამშრომლებს ექვსი კონკურსანტიდან შეარჩევენ. მათ გასაუბრება უკვე გაიარეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ვაკანტურია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილისა და ამავე სამსახურში ორი მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციები. მოადგილის პოზიციაზე კონკურსი 13 დეკემბერს, სპეციალისტების პოზიციებზე კი 31 დეკემბერს გამოცხადდა. "ვაკანტური პოზიციებზე ჯამში 25 აპლიკაცია შემოვიდა. საბუთების გადარჩევის შედეგად დარჩა რვა აპლიკანტი. კონკურსის მომდევნო...
თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოები "სითი ბოქსები" , სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა დააზიანეს. ვანდალიზმის ამსახველი ფოტოები სოციალური ქსელით გავრცელდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ყველა ადგილზე დაზიანება უკვე აღადგინეს. ამ თემაზე თბილისის მერიაში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ასევე, რამდენიმე დღის წინ თბილისში, კიკვიძის ბაღში, ე.წ. ბოთლიყლაპია აპარატებიც დააზიანეს. თბილისის მერია ვანდალიზმის პრევენციისთვის პროექტს – “გაუფრთხილდი ქალაქს“ იწყებს. https://www.youtube.com/watch?v=nD-C9Lwx92w
რა ხარვეზები აქვთ აჭარის მუნიციპალიტეტების ვებგვერდებს? - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ვებგვერდები შეისწავლა და ხარვეზები აღმოაჩინა. https://youtu.be/IM94sjmO_u0
ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტი" აღარ აშენდება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ინვესტორთან შეთანხმება მიღწეულია და ის ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობაზე უარი ამბობს. მერის თქმით, ინვესტორთან მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე მიდის საუბარი, თუმცა, შესაძლებელია, მოხდეს ტერიტორიის გამოსყიდვაც. კალაძემ მადლობა გადაუხადა თბილისელებსა და იმ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს, რომლებიც აქტიურად აპროტესტებდნენ ამ პარკში მშენებლობას. რამდენიმე დღის...
რადიო "თავისუფლება" საქართველოს 2014 წლიდან აქვს "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი". თვითმმართველობის პრინციპები კი რეალურად დღემდე არ ხორციელდება. ლაპარაკია დეცენტრალიზაციაზე და ეს გულისხმობს ქვეყნის ხელისუფლების მიერ ქონების, შემოსავლების, კომპეტენციების გადაცემას მუნიციპალიტეტებისთვის. დღეს მიმდინარეობს "დეცენტრალიზაციის სტრატეგიის" პროექტის განხილვა. ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი "დილის საუბრებში" განმარტავს, რატომ არის ქვეყნის განვითარება პირდაპირ დაკავშირებული დეცენტრალიზაციასთან. დეცენტრალიზაციის ფილოსოფია მარტივია: ყველაფერი, რაც მუნიციპალიტეტის მცხოვრებს სჭირდება, არ შეიძლება იყოს მთავრობის კომპეტენცია. ეს...
ტელეკომპანია "თრიალეთი" გადაცემის სტუმრები, კოალიციის "ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის" წევრები, ირაკლი მელაშვილი და კონსტანტინე კანდელაკი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტს აფასებენ. https://www.youtube.com/watch?v=9RKXTber1ic&feature=youtu.be
წინა სტატია დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, “თბილსერვის ჯგუფის” ინფორმაციით, ამაღამ, 00:00 საათიდან 25 იანვრის 07:00 საათამდე, კოსტავას ქუჩა, მეტროსადგურ "რუსთაველიდან“ ჭოველიძის ქუჩამდე გადაიკეტება. შეგახსენებთ, რომ საახალწლო დეკორაციები ჭავჭავაძის გამზირზე, რუსთაველის გამზირსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ასევე, მელიქიშვილის გამზირზე უკვე ჩამოხსნეს. https://www.facebook.com/TbilserviceGroupLTD/photos/a.1541694082741684/2337717536472664/?type=3&theater
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში, გურკელში, ტყემლანში, ნაოხრებში და ზემო სხვილისში საავტომობილო გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანებით განხორციელდება. კერძოდ, სოფელების წინუბანისა და გურკელის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფისთვის მერიამ 896 988 ლარის ტენდერი, ხოლო სოფელ ტყემლანის გზის რეაბილიტაციისთვის 488 150 ლარის ტენდერი გამოაცხადა. ასევე. გამოცხადებულია 244 022 ლარის ტენდერი სოფელ ნაოხრების გზის რეაბილიტაციისთვისაც. სამივე ტენდერზე წინადადებების მიღება 6 თებერვალს...
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ტურიზმის განვითარების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და მისმა მოადგილემ კახა კობერიძემ,  "საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორებს, დავით ბერიკაშვილსა და თინათინ ღუდუშაურს უმასპინძლეს. შეხვედრაზე განიხილეს ქვემო ქართლში არსებული ტურისტული პოტენციალი და სფეროს განსავითარებლად დაგეგმილ კონკრეტულ ღონისძიებებზე იმსჯელეს. "შეხვედრის მიმდინარეობისას, საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში განათლების სისტემის დახვეწის, შესაბამისი პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდის, არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების,...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში, მუღანლოში და სართიჭალაში შიდა გზები მოასფალტებისთვის ტენდერები გამოცხადდა. შიდა გზების რეაბილიტაცია სამივე სოფელში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. კერძოდ, სოფელ კრწანისში 335 635, სოფელ სართიჭალაში 720 910, ხოლო, სოფელ მუღანლოში 427 338 ლარია გამოყოფილი. სამივე ტენდერზე წინადადებების მიღება 7 თებერვალს დაიწყება და 12 თებერვალს დასრულდება. ამასთან, გამოცხადდა ტენდერი, ქალაქ გარდაბანში შიდა გზების კეთილმოწყობისთვისაც, სადაც სამუშაოებისთვის 1 748 991 ლარი დაიხარჯება. წინადადებების მიღება 6 თებერვალს დაიწყება და...
ქალაქ გარდაბანში, სოფელ სართიჭალასა და ახალსოფელში სპორტული მოედნების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება. სოფელ სართიჭალაში სამუშაოების შესასრულებლად 90 105 ლარია გამოყოფილი, სოფელ ახალსოფელში 90 362 ლარი, ხოლო ქალაქ გარდაბანში 80 201 ლარი.
მთავრობას გორისა და თელავისთვის თვითმმართველის სტატუსის ჩამორთმევას კვლავ საყვედურობენ, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი კი ტერიტორიულ ოპტიმიზაციის საკითხებს საერთოდ არ ითვალისწინებს. ამ ორი ქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ თვითმმართველი ქალაქები უნდა აღადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დეცენტრალიზაციის პროცესი აზრს დაკარგავს. ბოლო 10 დღის განმავლობაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრებს, რომლის...
გორის მერის პირველმა მოადგილემ გელა კაპანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გამოცემა "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს" გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განუცხადა. თავზარაშვილის თქმით, გელა კაპანაძე სამუშაოდ სხვა სამსახურში გადავა. "სადაც მისი ჭკუა-გონება გამოადგება საქმეს და გამოცდილება იქნება საჭირო, იქ გადავა სამუშაოდ", - განაცხადა გორის მერმა. თავზარაშვილის თქმით, ამ ეტაპზე 1-ლი მოადგილის კანდიდატურის შესახებ, ვერაფერს იტყვის. გამოცემა"რადიო მოზაიკის" ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გელა კაპანაძე გორის კულტურისა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ