ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ტურიზმის განვითარების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და მისმა მოადგილემ კახა კობერიძემ, “საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორებს, დავით ბერიკაშვილსა და თინათინ ღუდუშაურს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე განიხილეს ქვემო ქართლში არსებული ტურისტული პოტენციალი და სფეროს განსავითარებლად დაგეგმილ კონკრეტულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
“შეხვედრის მიმდინარეობისას, საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში განათლების სისტემის დახვეწის, შესაბამისი პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდის, არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, შიდა და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ახალი ტურისტული პროდუქტის და მიმართულებების შეთავაზების საჭიროებებს.
უახლოეს პერიოდში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და “საქართველოს უნივერსიტეტს“ შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და “საქართველოს უნივერსიტეტში“ მოეწყობა ქვემო ქართლის ტურისტული ღირსშესანიშნაობების პრეზენტაცია. თებერვლის თვეში კი, სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, დაგეგმილია რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ჩატარება”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.