სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამ ვაკანტურ პოზიციაზე თანამშრომლებს ექვსი კონკურსანტიდან შეარჩევენ. მათ გასაუბრება უკვე გაიარეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ვაკანტურია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილისა და ამავე სამსახურში ორი მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციები.
მოადგილის პოზიციაზე კონკურსი 13 დეკემბერს, სპეციალისტების პოზიციებზე კი 31 დეკემბერს გამოცხადდა.
“ვაკანტური პოზიციებზე ჯამში 25 აპლიკაცია შემოვიდა. საბუთების გადარჩევის შედეგად დარჩა რვა აპლიკანტი. კონკურსის მომდევნო ეტაპზე, რაც ზეპირ დავალება–გასაუბრებას გულისხმობს, გამოცხადდა ექვსი კონკურსანტი“, – გვითხრეს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.
ახალი თანამშრომლები ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსის გამოცხადებიდან სამი თვის ვადაში უნდა დაინიშნონ.