წინა სტატია სტატიის გაგრძელება "ბრალდებული გრიგოლ ივანეიშვილი ცდილობდა შეენიღბა ქრთამის აღება, თითქოს, ეს იყო სესხის ხელშეკრულება. რეალურად, არანაირ სესხის აღებას ადგილი არ ჰქონდა და ეს იყო ფიქტიური, მოჩვენებითი გარიგება, თითქოს სესხს იღებდა", - განაცხადა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა. როგორც ის განმარტავს, ვაკის გამგებლის მოადგილისთვის ცნობილი იყო დანაშაული, თუმცა, მას ამისთვის ხელი არ შეუშლია და არც სამართალდამცავები ჩაუყენებია საქმეში. პროკურორი აცხადებს, რომ სახელმწიფო ბრალდებას საქმეში...
გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, მეღვრეკისსა და ერგნეთში წელს საბავშვო ბაღების მშენებლობა დაიწყება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განცხადებით, მეჯვრისხევში აღსაზრდელები სკოლამდელ განათლებას ნაქირავებ ფართში იღებენ, რადგან შენობა სადაც მანამდე საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა საფრთხის შემცველი აღმოჩნდა და დაიხურა. რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, ერგნეთსა და მეღვრეკისში, ამ დრომდე საბავშვო ბაღს არ უფუნქციონირია, რის გამოც,...
წინა სტატია გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულებებისთვის გორის მერიას 1  652 669 ლარი გასაცემი აქვს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გორის მერიას 2018 წლის ბიუჯეტის 9% გაუხარჯავი დარჩა. ეს მაჩვენებელი კი თანხობრივად 4 270 167 ლარს შეადგენს. აქედან გორის მერიის ინფორმაციით, 2 მილიონამდე ლარი იმ პროექტებისთვისაა გათვალისწინებული, რომელთა შესრულება გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო და 2019-2020 წლებამდე უნდა განხორციელდეს. მერიიდან მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციაში...
"აჭარის სოფლების პროგრამიდან ამოღება და დანარჩენ საქართველოში მთელი რიგი სოფლების გამორჩენა ნათლად აჩვენებს იმას, რომ ცენტრიდან, თბილისიდან არ შეიძლება ამ პროგრამის განხორციელება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, თავისი არსით, არის იმ პრობლემების საპასუხოდ გამოგონილი პროგრამა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მოქალაქეების ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენას და გადაწყვეტას. ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენა-გადაწყვეტისთვის კი ამ ქვეყანას გააჩნია ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილობრივი თვითმმართველობების სისტემა - მუნიციპალიტეტები", - ამის...
2018 წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან საპატრიარქოს 160 059 ლარი გადაურიცხა, - ამის შესახებ გასული წლის ბიუჯეტის შესრულებაში წერია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, გორის მერიამ რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობისთვის 200 000 ლარი გაწერა. წლის ბოლოს დაჯამებული მონაცემებით კი, ამ თანხიდან 39 941 ლარი გაუხარჯავი დარჩა. "ეს მუხლი გულისხმობს რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობას. გასულ წელს გვქონდა ეს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა მუნიციპალიტეტის...
წინა სტატია "გორის მერს აღარანაირი ძალა აღარ შესწევს, სახელმწიფო რწმუნებულის გავლენების ხელშეწყობის გარდა, ამიტომ აუცილებელია ის გადადგეს და დაინიშნოს შუალედური არჩევნები", - ასე ეხმაურებიან გორის მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ოპოზიციის წარმომადგენლები. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ერთიან ნაციონალური მოძრაობაში თვლიან, რომ საკადრო წმენდა სახელმწიფო რწმუნებულის ინტერესებს ემსახურება და გორის მერის განცხადებები აღნიშნულთან დაკავშირებით რეალობას მოკლებულია. "ეს ყველაფერი არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ უფრო მეტად წარმოსადეგი ხდება...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ძუკაანთკარში მავთულხლართების გაბმის პროცესი არ განახლებულა, არამედ ოკუპანტებმა უკანონოდ გავლებული ბარიერი, ე.წ. ძველი მავთულხლართი ახლით ჩაანაცვლეს. სუსის განმარტებით, 21 იანვარს ძუკაანთკარში ე.წ. 'ძველი მავთულხრათების ახლით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. "რაც შეეხება ადგილობრივი მკვიდრის ბაღის საკითხს, მიმდინარე წლის 10 იანვარს ადგილობრივმა მკვიდრმა მისი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები შენიშნა. სახელმწიფოს მხრიდან მოხდა რეაგირება, მათ შორის ცხელისხაზის გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის...
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერავოში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 2 638 019 ლარი დაიხარჯა. როგორც მარტვილის მერიაში აცხადებენ, სკოლა, რომელიც 120 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულიად ახალი თანამედროვე სტანდარტებით აშენდა. მათივე ინფორმაციით, შენობა აღჭურვილია ლაბორატორიითა და სპორტული დარბაზით. საჯარო სკოლა განათლების მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან ზვიად როსტომაშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ალექსადრე მოწერელიასთან ერთად გახსნა.
წინა სტატია მოძრაობა "სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა, თენგიზ ჯგუშიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადაა ზუგდიდში, მაისში დანიშნულ მერობის რიგგარეშე არჩევნებში კენჭი იყაროს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ზუგდიდში კორუფციის ბრალდებით მერი დააკავეს, "ქართულ ოცნებას“ არ აქვს მერის არჩევნებში კანდიდატურის დასახელების უფლება. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია კანდიდატურას წარადგენს ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. "თუ "ოცნება“ კიდევ იკადრებს და ზუგდიდში მერობის კანდიდატს...
ქედის მერია 230 ბენეფიციარს თხევადი აირის ბალონებს გადასცემს. პროგრამის მიხედვით სამ თვეში ერთხელ გაზს ომის ვეტერანები მიიღებენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, პროგრამა წელს პირველად ხორციელდება. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ქედის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს ასეთი სულ 13 მიზნობრივი პროგრამა აქვს. https://youtu.be/_h1OkjDNXc0
დაბა ქედაში სპორტული მოედნის მშენებლობა შეჩერდა. მიზეზი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობაა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ქედის მერიამ კომპანია "ჭედა 2012“ დააჯარიმა და ხელშეკრულება შეუწყვიტა. მერის პირველი მოადგილის განცხადებით მუშაობის ტემპი არადამაკმაყოფილებელი იყო. დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა. სტადიონის მშენებლობა მაისში უნდა დასრულდეს. https://youtu.be/GO7fOIFWg_Q
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჭახათის თემში "მთის სტატუსის“ მინიჭებას და არსებული შეღავათებით სარგებლობას ითხოვენ. ამ თემში, ამჟამად სტატუსით მხოლოდ 2 სოფელი - ხინო და დიდვაკე სარგებლობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. დარჩენილი 7 სოფლის 150-ზე მეტი ოჯახი კი შეღავათების გარეშეა. ამბობენ, რომ, შესაძლო,ა ვერ აკმაყოფილებენ რამდენიმე კრიტერიუმს, თუმცა სოფლები მთავარ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია. მთის კანონი მოსახლეობისთვის შეღავათებს საპენსიო, სახელფასო და კომუნალური გადასახადების მიმართულებით ითვალისწინებს. ადგილობრივებმა უკვე მიმართეს ქობულეთის მაჟორიტარს პარლამენტში. ახლა...
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა. 29 კილომეტრიანი წყალსადენის სათავე ნაგებობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთში მდებარეობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მაგისტრალის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, თუმცა ხარვეზების გამო დასრულება გაჭიანურდა. წყალსადენი სატესტო რეჟიმში მუშაობს. სამუშაოები შუახევის მერიის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა. https://youtu.be/go4snJwNpkU
განთიადის დასახლებაში მოქალაქეებმა გუშინ აქცია გამართეს. ისინი სასაფლაოს საზღვრის მოსალოდნელ გაზრდას აპროტესტებენ. მათი თქმით, ხელვაჩაურის მერია სასაფლაოების მიმდებარედ არსებული თავისუფალი ტერიტორიის ათვისებას აპირებს, რის შემთხვევაშიც სასაფლაოებსა და სახლებს შორის მანძილი 10 მეტრი იქნება. განთიადის მკვიდრები ამბობენ, რომ მერიამ საზღვარი აქამდე გზის და საპარკინგე ტერიტორიის ხარჯზე გაზარდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. განთიადის მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ შევიწროვებული გზის გამო სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟების გადაადგილება ფერხდება. საქმე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში...
წინა სტატია ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ გუშინ, წერეთლის ქუჩისა და ბათუმის პლაზას მიმდებარე ტერიტორიიდან, თვითნაკეთი დახლებისა და რკინის კონსტრუქციების გასატანად 34 სატვირთო მანქანა დასჭირდათ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მერის თქმით, გასათვალიწინებელია იმ მოქალაქეების ინტერესებიც, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და წლებია გარევაჭრობით გამოწვეული პრობლემები აწუხებთ. ''არ შეიძლება ვიხელმძღვანელოთ იმ 70 კაცის ინტერესით, რომლებსაც სურთ ბათუმი გადააქციონ დიდ ბაზრად'' - ამბობს მერი. ლაშა კომახიძე მზაობას გამოთქვამს მოქალაქეთა ჯგუფს შეხვდეს და...
წინა სტატია თბილისის მერი კახა კალაძე გაზის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავას და "ყაზტრანსგაზ - თბილისის“ სპეციალურ მმართველს, გიგლა თამაზაშვილს შეხვდა. ასევე, შეხვედრას ვიცემერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით პასუხისმგებლობის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ