სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ძუკაანთკარში მავთულხლართების გაბმის პროცესი არ განახლებულა, არამედ ოკუპანტებმა უკანონოდ გავლებული ბარიერი, ე.წ. ძველი მავთულხლართი ახლით ჩაანაცვლეს.
სუსის განმარტებით, 21 იანვარს ძუკაანთკარში ე.წ. ‘ძველი მავთულხრათების ახლით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
“რაც შეეხება ადგილობრივი მკვიდრის ბაღის საკითხს, მიმდინარე წლის 10 იანვარს ადგილობრივმა მკვიდრმა მისი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები შენიშნა. სახელმწიფოს მხრიდან მოხდა რეაგირება, მათ შორის ცხელისხაზის გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.ბორდერიზაციას აღნიშნულ მონაკვეთზე ადგილი არ ჰქონია”, – ამბობენ სუსში.