მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერავოში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 2 638 019 ლარი დაიხარჯა.
როგორც მარტვილის მერიაში აცხადებენ, სკოლა, რომელიც 120 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულიად ახალი თანამედროვე სტანდარტებით აშენდა. მათივე ინფორმაციით, შენობა აღჭურვილია ლაბორატორიითა და სპორტული დარბაზით.
საჯარო სკოლა განათლების მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან ზვიად როსტომაშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ალექსადრე მოწერელიასთან ერთად გახსნა.