ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებას დაცვის მომსახურების შესყიდვა სურს, რისთვისაც 10 200 ლარი განსაზღვრა. თანხმობის მისაღებად მუზეუმების გაერთიანებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. ინფორაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
შესყიდვის ობიექტია ხაშურში 4 შენობის დაცვა:
დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი – სოფ. ქვიშხეთი;
ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი – კოსტავას ქუჩა N2;
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი – ბორჯომის ქუჩა;
ფონდსაცავი – ლომოურის ქუჩა #26.
(ოპერატიული ჯგუფის მიერ უმცირეს დროში სამსახურებრივ-საშტატო...
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლის ადგილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.
ბათუმის მერიის ცნობით, 26 მაისი ქუჩა N13-ში, ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ადგილზე ახალი სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.
მერიაში აცხადებენ, რომ ახალ აშენებულ კომპლექსში ბინა 63 ოჯახს გადაეცემა. საერთო სამშენებლო ფართი 6700 კვ.მ მოიცავს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ 18 საბავშო ბაღში კვების რაციონი გაუმჯობესდა, – ამის შესახებ ინფორმაცია ხაშურის ბაღების გაერთიანების მმართველმა ლელა გელაშვილმა გაავრცელა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მისი თქმით, 2022 წლის პირველი ივნისიდან საბავშო ბაღებში ამოქმდდა ჰასპის პროგრამა,რაზეც ბიუჯეტიდან120 000 ლარი უკვე დაიხარჯა.
“აღნიშნული პროგრამის დანერგვის შემდეგ, ერთ ბავშვზე განკუთვნილი თანხა 1 ლარი 75 თეთრი გაზრდილია 2 ლარსა და 62 თეთრამდე, რაც გამოწვეულია...
კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტექნიკური სამუშაოების გამო, საბაგირო 7-დან 9 დეკემბრამდე არ იმუშავებს.
როგორც დედაქალაქის მერიაში აღნიშნავენ, საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
ქალაქ რუსთავს კიდევ ერთი განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატა. დამოუკიდებლობის სკვერი თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა გახსნეს.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულ გმირთა მემორიალთან თავდაცვის მინისტრმა პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
ჯუანშერ ბურჭულაძემ მწუხარება გამოხატა უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო და მათ ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
„სივრცე, რომელსაც რუსთაველები...
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი, 7 დეკემბერს, საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხელს მოაწერს დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 55 მილიონი ევროს გამოყოფას ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის მე-5 ფაზისათვის.
გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბათუმში წყლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვითარდებოდა, რისთვისაც დღემდე დაახლოებით 138 მილიონი ევროა გამოყოფილი.
„შედეგად 200 000-ზე მეტ ადამიანს, რომლებსაც...
ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ისპანის ტორფნარზე გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი სივრცეების, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას გეგმავს.
„იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები სააგენტოს ხელმძღვანელმა დაცული ტერიტორიების მენეჯმენტთან და ქობულეთის მერთან ერთად მოინახულა.
ქობულეთში, ზღვიდან 500...
პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, რომ უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ დღეს, 6 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია და ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას პირდაპირ ეწინააღმდეგება.
საუბარია „ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, თუ მერის მიერ შედგენილი...
გორის მერიის (ა)იპ – ების ნაწილს დაფინანსება გაეზარდათ. აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს. დეპუტატებმა გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას რადიო მოზაკა ავრცელებს.
გორის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის, დალი ტლაშაძის ინფორმაცით, აღნშნული ცვლილება ფინანსთან სამინისტროსგან მიღებული სარეკომენდაციო წერილის საფუძველზე განხორციელდა, რომელიც დღგ-ს გაზრდას...
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2021 წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მოტყუებით დაირეგისტრირა 689 763 ლარის...
მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის მეხუთე ანგარიშში, სადაც საქართველოს მიერ შესრულებული კრიტერიუმები და ახალი რეკომენდაციებია გაწერილი, რომლის გათვალისწინებასაც ევროკომისია საქართველოსგან მოითხოვს.
აღნიშნული ანგარიში ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება.
საქართველოსთვის რეკომენდაციების ნაწილში ვკითხულობთ:
„მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად.
თუმცა, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა სავიზო პოლიტიკის, ფულის გათეთრებისა...
5 დეკემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე–13 რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც ერთ–ერთ საკითხად რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებები განიხილეს. ინფორაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობა მომავალი წლისთვის თანხას რვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ითხოვს. რვიდან ექვსი ქალაქ ვალეში იგეგმება:
სოფელ კლდეში არსებული მონოლითური რკინაბეტონის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები – 299 730 ლარი;
ახალციხეში, ასპინძის ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები – 578...
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ნოემბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში, საქართველოში 471 165 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ნოემბერთან შედარებით +160.4%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 70%-ით აღდგა.
"2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 70%-ით აღდგა. ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა ნოემბერში. 2022 წლის ნოემბერში 299,605 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021...
სახელმწიფო პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების” ფარგლებში დამატებით 3 მისამართზე ახალი კომპლექსი აშენდება და ბინა ავარიულ სახლებში მცხოვრებ 688 ოჯახს გადაეცემა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბინები ჩაბარდება სრული რემონტით.
მათივე ცნობით, კომპლექსის საერთო სამშენებლო ფართი 53 ათას კვ. მეტრს მოიცავს, სადაც საცხოვრებელი შენობების გარდა განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედნები და ტრენაჟორები, მოეწყობა მწვანე სივრცეები, საპარკე ინვენტარი, განათება და სანიაღვრე სისტემები.
„ბათუმის მერიამ შესაბამისი სამშენებლო...
მთავრობა კურორტების განვითარების გეგმის პრეზენტაციას უახლოეს დროში გამართავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში არსებული 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და განვითარების პოტენციალი დამუშავდა.
პრემიერის განცხადებით, იგეგმება კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების გასაყიდად გამოტანა.
„ჯამში, საქართველოში 300-მდე კლიმატური, ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს. ეს დიდი...
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაცია იწყება.
აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილის განმარტებით, რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 21 მლნ ლარია გამოყოფილი.
„ქუთაისის ოპერის რეაბილიტაციის პროექტს ვიწყებთ. ქალბატონი თეა იყო ჩასული ქუთაისში. ჯერ კიდევ შარშან დავიწყეთ ამაზე მუშაობა. პროექტი შედგენილია და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის ოპერის და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრს, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 21 მლნ ლარია“,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































