ქვემო სამგორში გარდაბნის გზატკეცილზე N145-146-ის მიმდებარედ, ახალი სკვერი გაიხსნება. როგორც გამგეობაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 900 კვ.მ. ფართობზე სრულდება. "კაუჩუკისსაფარიან მოედნებზე სხვადასხვა ტიპის საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. ამასთან, ტერიტორიაზე სკამები, ნაგვის ურნები, გარეგანათების სისტემა და დეკორატიული ფილებით მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა. პროექტის დასაფინანსებლად სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან 84 000 ლარი გამოიყო", - აცხადებენ გამგეობაში.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების ფარგლებში, 2 მარტს, 10:30-დან 12:00 საათამდე, დ. აღმაშენებლის გამზირზე, სანკტ-პეტერბურგის ქუჩის ჩასახვევიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე ტრადიციულად, მარათონი - „ჩემი გაზაფხული“ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით იმართება. აღნიშნული აქტივობის მიზანი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა. ღონისძიებაში მონაწილეობას ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და რაიონში მცხოვრები მოქალაქეები...
ლაგოდეხის მუნიცპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 11 610 000 ლარით განისაზღვრა, რაც წინა წელთან შედარებით, 2 მილიონით მეტია. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი განმარტავს, რომ განათლების, სოციალური და ინფრასტრუქტურული კუთხით პროგრამების დაფინანსება გაიზარდა. "ბიუჯეტის ზრდა განაპირობა მუნიციპალიტეტების დაფინანსების წესის შეცვლამ, რომლის მიხედვითაც ქვეყნის დღგ-ს 19% ნაწილდება მუნიციპალიტეტზე და შესაბამისად ჩვენი ტრანსფერიც გაიზარდა. ასევე ეს განაპირობა საგადასახადო შემოსავლების ზრდამაც. წლევანდელი...
ზუგდიდის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსად ვლადიმერ გვილია დაინიშნა. გვილია საქმიანობას ამ პოზიციაზე 28 თებერვლიდან შეუდგა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. მანამდე ვლადიმერ გვილია იგივე სამსახურში სამშენებლო ინსპექტირების განყოფილების უფროსად მუშაობდა. ამასთან, მის მოადგილედ ლეონტი ფაჟავა დაინიშნა, რომელიც ამავე სამსახურში მესამე რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტი იყო. აღნიშნული პოზიცია ვაკანტური მასშემდეგ გახდა, რაც ლაშა ჯაიანი თანამდებობა დატოვა.
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცემერის გია გულორდავას საქმის განხილვაზე პირველი მოწმე იკითხება. ინფორმაციას პირველი ავრცელებს. ექსპერტმა დაადასტურა, რომ საქმეში არსებული მთავარი აუდიოჩანაწერი ავთენტურია და მასში არ არის დაფიქსირებული მონტაჟის კვალი. "ჩვენ ავიღეთ ამ პირების ხმის ნიმუშები, როგორც ქართულ ისე რუსულ ენაზე, ასევე მეგრულ ენაზე. ჩანაწერები დისკზე მოთავსდა. დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილი იყო ნივთმტკიცება მეხსიერების ბარათი და დისკები,...
გორში ყველა იმ რელიგიურ ჯგუფს დააფინანსებენ, რომელიც ახალ კულტურულ კერებს შექმნის. პროგრამის დაფინანსებისთვის გორის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. პროგრამა გორის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლთა მოვლა-შენახვის, ისტორიული მნიშვნელობის ტაძრებისა და რელიგიური კერების აღდგენა - რეაბილიტაციასა და გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი რელიგიური კერების მშენებლობის ხელშეწყობას მოიცავს. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ჩამონათვალი ასეთია: 1. ისტორიული ძეგლების თაობაზე...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ეკატერინეს სასახლეში, ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში ჭერის ნაწილის ჩამონგრევის მიუხედავად, დამთვალიერებლებს ჩვეულებრივ მიიღებენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. როგორც მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ განაცხადა, შეეძლოთ ეს სივრცე გადაეკეტათ, თუმცა ტერიტორია მოასუფთავეს და აქ გადაადგილება თავისუფლად შეიძლება. მისივე თქმით, აპრილამდე, სანამ სასახლის რეკონსტრუქცია დაიწყება, ჭერის ამ ნაწილის შეკეთება არ ღირს და ამიტომ არ შეაკეთებენ. თუმცა, რესტავრაციას ჩაუტარებენ დაზიანებულ შვიდ ექსპონატს - ოთხ ფერად სირჩას და სამ...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება მეწარმე მიხეილ ცირდავა ზუგდიდის საკრებულოს ბრინჯაოს მხედარი ქალის სკულპტურისთვის კოლხიშ ნანას სახელის მინიჭების ინიციატივით მიმართა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშნული ინიციატივა მოიწონეს. ქანდაკება დადიანების მუზეუმის ეზოში გასული წლის თებერვალში დადგეს. ის ცაიშში აღმოჩენილი ბრინჯაოს მხედარი ქალის სკულპტურის ასლია, რომელიც ძველი წელთა აღრიცხვის მეშვიდე-მერვე საუკუნეებით თარიღდება. ამასთან, წარმოადგენს პატარა იდოლეტს, ქანდაკებას, რომელსაც წარმართულ პერიოდში ღმერთებს სწირავდნენ. სკულპტურაც ამ სარიტუალო...
გორის მერიის სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება შედის. კერძოდ, სოფლის გამგებელს შეეძლება უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქე გამოავლინოს, შეადგინოს ცნობა და წლიურად 100-ლარიანი დახმარებას გაცემა მოითხოვოს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. აღნიშნული საკითხი გორის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე უკვე წარადგინეს. საკრებულოს წევრის მარლენ ნადირაძის თქმით, პროექტი არ მოსწონს და ის ბევრ კითხვას გააჩენს. "განსაკუთრებულ შემთხვევებში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა...
11 მარტს მერი კოტე თავზარაშვილი საკრებულოს სხდომაზე გორის ეკონომიკური განვითარების გეგმით წარსდგება. ოფიციალური დოკუმენტი საკრებულოს წევრებს უკვე გაუგზავნეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2017 წლის 4 აგვისტოს, ევროკავშირის ინიციატივის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბის წევრობაზე გორის მუნიციპალიტეტიმა ხელი მოაწერა. "წინამდებარე გეგმის ამოცანაა, 2017 წლამდე მდგომარეობის გაანალიზებით, მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი კეთილდღეობის მიღწევის მხარდამჭერი პრინციპების...
მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის ტერიტორიულ ერთეულში მიმდინარე წლის გაზაფხულზე ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება. 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობისთვის 1 298 588 ლარი დაიხარჯება. შენობა უზრუნველყოფილი იქნება წყლით, გათბობით, ვენტილაციით, გარეგანათებითა და შიდა და გარე საკანალიზაციო სისტემებით. ასევე, სკოლა აღჭურვილი იქნება შშმ პირთათვის განკუთვნილი სველი წერტილებითა და პანდუსებით. სკოლის განაშენიანების ფართობი 750 მ2 მოიცავს. ამასთან, მშენებლობისას გათვალისწინებული იქნება შენობის შესაბამისობა...
სტატიის გაგრძელება ზუგდიდში დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შენობის ერთ-ერთ ოთახში დღეს გამთენიისას ჭერის ნაწილი ჩამოიშალა. ეკატერინეს სასახლეში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 7 ექსპონატი, 4 სირჩა და 3 ღვინის ბოკალი დაზიანდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ამ ეტაპზე ეროვნული მუზეუმიდან სპეციალისტებს ელოდებიან, რათა დაზიანებული ექსპონანტები სარესტავრაციოდ წაიღონ. "გამთენიისას დაცვამ გაიგო ხმაური და ნახა, რომ ჭერი ჩამოინგრა იმ დარბაზში, სადაც დადიანების ჭურჭელია გამოფენილი. ყველა ექვემდებარება რესტავრაციას. ახლა მოდიან რესტავრატორები და...
რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდი ახალი განათების სისტემით აღჭურვა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს. ხიდის ორივე მოაჯირზე დამონტაჟებული დიოდური სანათების ავტომატიზებული სისტემა ქალაქის უკეთეს ვიზუალურ განათებას უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ მანამდე სამსახურის თანამშრომლებმა დამცავი კედლები ფილებით მოაპირკეთეს და მოაჯირები შეღებეს. რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარეგანათების ქსელის მოწესრიგებას და მოვლა-პატრონობას "რუსთავსერვის ცენტრი" უზრუნველყოფს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა. შეხვედრაზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს ზუგდიდში, წყალტუბოსა და ქუთაისში დევნილთა საცხოვრებელი სახლების 6 ახალი კორპუსის დაგეგმილი მშენებლობების პირობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 'მუნიციპალური განვითარების ფონდი დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობას არაერთ რეგიონში გეგმავს. ამ ეტაპზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებელი სახლების 3 კორპუსის მშენებლობაზე და...
წინა სტატია 2 მარტიდან კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები. კერზოდ, მერიის ინფორმაციით, N6 ავტობუსი და მიკროავტობუსები: N4, N11, N26, N58, N66, N72, N147 და N161 ჟვანიას მოედნიდან ვაჟა-ფშაველას გამზირს დაუკავშირდებიან, შემდეგ გაივლიან ტაშკენტის ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით კანდელაკის ქუჩაზე განაგრძობენ. ხოლო, N29 ავტობუსი და N208 მიკროავტობუსი ამავე მარშრუტის გავლის შემდგომ ნუცუბიძის ქუჩას დაუკავშირდებიან, აუხვევენ...
წინა სტატია თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღება დაიწყო. "სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის“ მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში, დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე. 2018-2019 სასწავლო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ