ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების ფარგლებში, 2 მარტს, 10:30-დან 12:00 საათამდე, დ. აღმაშენებლის გამზირზე, სანკტ-პეტერბურგის ქუჩის ჩასახვევიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე ტრადიციულად, მარათონი – „ჩემი გაზაფხული“ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით იმართება. აღნიშნული აქტივობის მიზანი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.
ღონისძიებაში მონაწილეობას ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და რაიონში მცხოვრები მოქალაქეები მიიღებენ.