თბილისში ილუზიების მუზეუმი გაიხსნა.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სივრცე აერთიანებს პერსპექტივის, ოპტიკური თუ სხვა ტიპის ილუზიურ და ფაზლების ოთახებს, სადაც ვიზიტორებს დიდაქტიკურ თამაშებში ჩაბმა შეეძლებათ. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, მუზეუმში შეგიძლიათ იცინოთ, იკივლოთ, გადაიღოთ ფოტოები და გააკეთოთ ნებისმიერი რამ, რაც სხვა მუზეუმებში აკრძალულია.
ამასთან, ილუზიების მუზეუმში სათამაშო ოთახი და სუვენირების მაღაზიაც განთავსდება.
https://www.facebook.com/gepra/posts/2268564216528725?__xts__=68.ARA5pNQLzUS6q8FFT5Vk2_PjOwqLn0oWnMO4pg3MYb9HxHNafCql1izqn0YjCzQNi6EcidDIuvqzFeOMpo9H5vTkPa6_-oJ1fBqmKseioFcVcXDeMNbfq2p0h8zFvd8tYgyzTErF-tSHgJ_Qyr9G__kSLKHNArwwEyZ3K2r_lQSENlDkCKQMeDaVb5QfQgkdnZ3liLSU0_oDzUx-fl8X0Azb4pAFyxj6-MuRWi0up0BBdOHyFvIuH8EFQ8-tPNHx-kaKbd2T5rs2Pq_l53mWDJLZtPHtPXNxMBF2lp_WC_yTdvr981TrKTQjpEJM0BQW6k4qSlrsss7GFureCmFS5m9_KQ&__tn__=-R
სტატიის გაგრძელება
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში საძოვრების გაყიდვას აპროტესტებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გასულ წელს ისე გასხვისდა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებს არ ჰქონდა, ეს იმ ფონზე, როცა აღნიშნული ფართობი სოფელს 49-წლიანი იჯარით ჰქონდათ აღებული.
მოსახლეობამ მიწის დაბრუნების გამო სასამართლოს უკვე მიმართა.
სოფლის რწმუნებული კი ამბობს, რომ მიწა სახელმწიფომ კანონიერად გაყიდა.
წინა სტატია
ბათუმის მერია თანახმაა, ხელვაჩაურს ის ტერიტორიები დაუბრუნოს, სადაც მუნიციპალიტეტის დაბა და ადმინისტრაციული ცენტრია განთავსებული. საკითხზე დღეს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
თვითმმართველობა ხელვაჩაურს 555 442 კვ.მ ტერიტორიას დაუბრუნებს, ეს არის ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ფანასკეტელ-ციციშვილისა და გრიგოლ რობაქიძის ქუჩებს შორის მოქცეული მონაკვეთი. ტერიტორია, სადაც ხელვაჩაურის მერიის შენობა დგას, ამ დრომდე ქალაქ ბათუმის ფარგლებში იყო. მიწები ბათუმს 2011 წელს გადაეცა.
ხელვაჩაურმა, ქალაქის მერიას ტერიტორიის დაბრუნების მოთხოვნით,...
დაზიანებული მოედანი, სადაც თამაში შეუძლებელია. ჩაქვში მდებარე სპორტული მოედანი წვიმის დროს აუზს ემსგავსება, მონგრეულია სპორტული სტადიონისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ახალგაზრდებისთვის არა მარტო ფეხბურთის თამაშია შეუძლებელი, არამედ მოედნის გვერდით მდებარე სავარჯიშო ატრაქციონებსაც ვერ იყენებენ, რადგან ის წლების წინ მოიშალა და დაიჟანგა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა პრობლემას წინა ხელისუფლების დროს სტადიონის არასწორად აშენებას უკავშირებს, მაგრამ რატომ არ გაკეთდა სტადიონი მოქმედი ხელისუფლების პერიოდში ამაზე პასუხი არ...
ქედის სოფლებში ადგილობრივები ნაგვის ურნების განთავსებას ითხოვენ. საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მოსახლეობის უმრავლესობა მდინარის ნაპირზე მოსაცდელებთან ყრის. განსაკუთრებულად დანაგვიანებულია ის ადგილები, სადაც ხშირად გადაადგილდებიან ტურისტები. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ მთავარ და გადაუჭრელ პრობლემად უკანონო ნაგავსაყრელები რჩება. როგორც "აჭარის ტელევიზია" წერს, ქედის მერიას წელს ურნების შესაძენად ბიუჯეტში თანხა არ გაუთვალისწინებია. თუმცა, შესაძლოა, საჭირო ფინანსები ბიუჯეტის კორექტირებისას გამოიყოს.
https://www.youtube.com/watch?v=cneDVB3lBHI&feature=youtu.be
სტატიის გაგრძელება
ბათუმის ბულვარში, პარკში და სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლითა და ელექტრომობილით გადაადგილება, შესაძლოა, აიკრძალოს. გადაწყვეტილებას დეპუტატები ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს მიიღებენ. ინიციატივა ''ბათუმის ბულვარს'' ეკუთვნის. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საკრებულოს წერილობით 12 თებერვალს მიმართეს და საკითხის შესწავლა და რეგულაციების გამკაცრება მოითხოვეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ბათუმის ბულვარის შიდა პერიმეტრზე ველოსიპედით და ელექტრომობილით მოძრაობა ისედაც აკრძალულია. თუ ახალი რეგულაცია დამტკიცდა, მაშინ შეზღუდვების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება და ის...
ქედის მერიამ, მახუნცეთში ღია საზაფხულო თეატრის მოსაწყობად ტენდერი ორჯერ გამოაცხადა და ჯამში 200 ათასი ლარი დახარჯა, მაგრამ საქმე ბოლომდე მაინც ვერ მიიყვანა და დახარჯული ფულის მიუხედავად ჯერ კიდევ არაა მოწყობილი სივრცე მაყურებლისთვის. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
არადა პროექტის განხორციელების დაწყებიდან სამი წელი გავიდა. ვინ ვის და რას აბრალებს - ამას "აჭარის ტელევიზია" არკვევდა. ფაქტია, რომ ღია სივრცის დასასრულებლად დამატებითი თანხა იქნება საჭირო. ახლა...
ბათუმის სანაპირო ზოლში ე.წ. ლუჟკოვის სახლის ნაცვლად მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
საკითხზე ბათუმის საკრებულოში დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. ამჯერად, გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე დეპუტატებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მოგვიანებით კი "ალიანს - სიტიმ" გეგმარებითი დავალების ფარგლებში ოთხი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. მათ შორის, განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების და საინჟინრო ნაწილიც.
იგეგმება ზონის შეცვლაც, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე ტერიტორიას საცხოვრებელი ზონის სტატუსი აქვს, მერია კი აპირებს იგი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით შეცვალოს. სწორედ...
ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩაზე, დაახლოებით, 3 კვირის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, მაიაკოვსკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. მათი ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა ჩვეულებრივი რეჟიმით, სავარაუდოდ, 3 კვირის შემდეგ აღდგება.
მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია 2019 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 4 703 999 ლარს შეადგენს.
წინა სტატია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემში 60 ბავშვზე გათვლილი სკოლის ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 1 279 750 ლარზე გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით, შენობა 8 საკლასო ოთახს, ერთ კლასლაბორატორიას, სამასწავლებლოს, დირექციის ოთახს, ბიბლიოთეკასა და კომპიუტერული კლასის ოთახს უნდა მოიცავდეს. ამასთა, სკოლა ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისთვის.
სკოლას ექნება ბუფეტი, რომელიც აღჭურვილი იქნება 2 სექციანი ელექტროღუმელით, ჭურჭლის სამრეცხაოთი და მაცივრით. ასევე, შენობაში განთავსდება დამლაგებლის ოთახი სველი...
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭებას ითხოვს. შესაბამისი ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ გუშინ მიმართა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
წითლიძის თქმით, ქალაქში ჯერ კიდევ არის საბჭოთა დასახელების ქუჩები, რომელსაც სახელი უნდა გადაერქვას.
"იმედი მაქვს, რომ ჩვენი პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა არ იქნება ხელისშემშლელი უმრავლესობის წევრებისთვის, რათა ამ ინიციატივას პრობლემები არ შეუქმნან. იმედი მაქვს, უმრავლესობის...
ქიარიმ გუმბათოვი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი
ადგილობრივი თვითმმართველობა არის საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომლითაც ის მონაწილეობას იღებს ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში. განვითარებულ ქვეყნებში თვითმმართველობის განვითარების დონე ასახავს დემოკრატიის ხარისხს საჯარო მმართველობაში.
ადგილობრივი თვითმმართველობა მიზნად ისახავს მოსახლეობის ჩართვას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და კონტროლს ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებებზე. სწორედ პოლიტიკური სისტემის მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს ის, რომ შეიქმნას ხელისუფლების მოსახლეობასთან დაახლოების...
ზუგდიდის მერიის საფინანსო განყოფილების უფროსმა ზვიად ღურწკაიამ თანამდებობა დატოვა.
როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, ღურწკაიამ სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მათივე ინფორმაციით, განცხადება წასვლის შესახებ მან 25 თებერვალს დაწერა.
ზვიად ღურწკაიას მოვალეობების შესრულება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს მურთაზ ბოკუჩავას დაეკისრა.
1 მარტიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის თანამშრომლების ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 100 ლარით გაიზარდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, რომ ისინი 650 ლარის ნაცვლად, 750 ლარს მიიღებენ.
"აღნიშნულ პირების შრომის ანაზღაურება სახელფასო ფონდიდან გაიზარდა. ამ მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტიდან 11 000 ლარი დაიხარჯება. ასევე, პირველი იანვრიდან ხელფასები 150 ლარით მესამე რანგის...
სოციალური საცხოვრისის შენობის 1 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება 540 ლარია, მაშინ როდესაც ქუთაისის მერიამ 1 000 ლარი გადაიხადა. შესაბამისად, ქუთაისის მერიამ 2 მილიონი ლარი კომპანიას ზედმეტად აუნაზღაურა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია საუბარი.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კონკურსი, რომელიც მერიამ სოციალური სახლის ასაშენებლად გამოაცხადა, მორგებული იყო კონკრეტული პირის ინტერესებს. ქუთაისში უსახლკაროთა დახმარების მიზნით, სოციალური სახლის მშენებლობისთვის 2016-2017 წლებში...
გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება.
კერძოდ, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ორსართულიანი შენობის მშენებლობა იგეგმება, რომელშიც მწერლის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციული სივრცე განთავსდება.
ასევე, იგეგმება მუზეუმის ეზოს კეთილმოეწყობა, სადაც გაკეთდება მწერლის სახელობის წყარო, ღია სცენა და სველი წერტილები.
მუზეუმის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება 397 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































