ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს "ქართული ოცნებიდან“ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. მაგდანა ალხანაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ხალაწნის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ის შვედეთში თავშესაფარს ითხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიი თავმჯდომარემ განაცხადა, მაგდანა ალხანაშვილს 2018 წლის ივნისიდან საკრებულოს სხდომებს აღარ დასწრებია. ლევან ითიურიძე ადასტურებს ალხანაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტს, თუმცა ვერ აკონკრეტებს რომელ ქვეყანაში იმყოფება ამჟამად...
ქუთაისის 35 საჯარო ბაგა-ბაღში "სოკარ გაზმა" ბუნებრივი აირის მილები დალუქა, რის გამოც ბაღებში არსებული სამზარეულოები ელექტროენერგიის გამოყენებაზე გადავიდნენ. როგორც ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა განმარტა, გაზით მოწამვლის გახშირებული ფაქტების შემდეგ, ქუთაისის საჯარო ბაღებში პრევენციული შემოწმება დაიწყო. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
შედეგად გამოვლინდა, რომ 37 საჯარო ბაღიდან 35-ში სამზარეულო და ოთახები ერთ სივრცეში იყო, სამზარეულოში კი კერძს გაზქურაზე ამზადებდნენ. ბაღების გაერთიანებამ...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, სოციალური დახმარების პროგრამში ცვლილება შევიდა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი, ობოლი, ოთხი და მეტშვილიანი ოჯახების წევრი სტუდენტები მერიისგან სწავლის 80%-ის დაფინანსებას მიიღებენ.
უწყების ცნობით, პროგრამის მიზანია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის განათლების მიმართულებით ხელშეწყობა.
დაფინანსების მიღების მსურველებმა მერიაში შემდეგი დოკუმენტები უნდა წარადგინონ: განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, პირადობის დამადასტურებელი დოკუნეტის ასლი, ატესტატის ასლი, ცნობა, რომ ბოლო სამი წელი სწავლობდა...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
გარდაბნის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 6 პროექტი 6 150 000 ლარით დაუფინანსდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის სრული ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება.
კერძოდ, ქალაქ გარდაბანში შიდა გზების (თამარ მეფის, გამარჯვების, აშიშბილალის ქუჩები და ქვემო კაპანაჩხის დასახლებაში მისასვლელი გზა და ჩიხი) რეაბილიტაციას 1 486 642 ლარი მოხმარდება.
ამავე ფონდიდან,...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
დმანისის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 5 პროექტი 2 720 000 ლარით დაუფინანსდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის სრული ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება.
კერძოდ, სოფელ ირგანჩაიში (სასაფლაოსთან მისასვლელი გზა) 665 347, სოფელ კამიშლოში მისასვლელი გზისა და შიდა გზის რეაბილიტაცია 475 000, სოფელ იფნარიდან სოფელ ბაღჩალარისკენ მისასვლელი გზა 419...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 7 პროექტი 3 428 652 ლარით დაუფინანსდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ თეთრიწყაროში გზების რეაბილიტაციისთვის გურამიშვილის ქუჩაზე 268 674, წმ. ნინოს ქუჩაზე 176 402, აბანოს ქუჩაზე 48 392 ლარი დაიხარჯება. ხოლო ჭავჭავაძის ჩიხის საავტომობილო გზის მოწყობას 150 261 ლარი მოხმარდება.
ამავე ფონდიდან, სოფელ ვაშლოვანის სოფელ კოდასთან...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ბოლნისის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 12 პროექტი 4 894 975 ლარით დაუფინანსდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ ბოლნისში რუსთაველის ქუჩაზე (N11-დან N26-მდე) ქვაფენილის მოწყობას 432 725, თაყაიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას 204 250, აღმაშენებლის ქუჩის N29-ში მე-4 საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციას 456 000, იაკობ ცურტაველისა და მერაბ კოსტავას ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობას...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
წალკის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 2 პროექტი 2 720 000 ლარით დაუფინანსდა.
კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თბილისი-წალკის საავტომობილო გზიდან სოფელ ბეშთაშენის ხიდამდე ბეტონის საფარის მოწყობას რეგფონდიდან 2 110 000 ლარი მოხმარდება (პროექტის სრული ღირებულება 2 414 892).
ამავე ფონდიდან, არწივანი-გუმბათის გზის გასაყრამდე ბეტონის საფარის მოწყობისთვის (პირველი ეტაპი 1 000 მ) 610...
კაფელით და მეტალოპლასტმასის ჯიხურებით მეტროსადგურების მოდერნიზება ჩვენი მეთოდი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, თბილისის მეტროს რეაბილიტაცია განსხვავებული სტანდარტით მოხდება, რისთვისაც სატრანსპორტო კომპანია არქიტექტორების და დიზაინერების ჯგუფთან ერთად იმუშავებს.
"ავლაბრის მეტროს საპროექტო დოკუმენტაცია და საპროექტო ნაწილი მომზადებული და მიღებულია მანამ, სანამ ბატონი კახა მოვიდოდა მერიაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მიღებული დოკუმენტი არ...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
დეპუტატი ბექა ოდიშარია მზადაა, კომპენსაციის სანაცვლოდ, თაბორის მთაზე სასტუმროს მშენებლობაზე უარი თქვას. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"ადამიანს საკუთრებას ხომ არ წაართმევენ? ბუნებრივია, საკითხს ცივილური გადაწყვეტა ექნება. ის თუ სად მოხდება ჩანაცვლება, შემოთავაზება არის მერიის პრეროგატივა, ხოლო მესაკუთრის პრეროგატივაა ამ თემის განხილვა და დათანხმება.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ მთავარი არის ქალაქის ინტერესი და ყველამ საკუთარი ქმედებები სწორედ თბილისის ინტერესს უნდა მივუსადაგოდ. ასე ვფიქრობდი სხვა...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დელეგირებული უფლებამოსილებების განხორცილებისათვის თანხებს საკუთარი შემოსავლებიდან ხარჯავს, - ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში.
"იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტების, მათ შორის, ზუგდიდის ბიუჯეტი მწირია და არ არის საკმარისი თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებების ჯეროვნად განხორცილებისათვის, დელეგირებული უფლებამოსილებების განხორცილება მერიას დამატებით ფინანსურ ტვირთად არ უნდა აწვებოდეს.
კანონის შესაბამისად, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას ადგილობრივი თვითმმართველობა ფინანსური რესურსით სრულად უნდა უზრუნველყოს იმ ორგანომ, რომელიც...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
",,ლელო" უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გადატანას ნიშნავს, სახელწოდება ნათლად განმარტავს მის შინაარს, ვხვდებით, რომ საქმე გვაქვს შეუპოვარ ბრძოლასთან. ძველი ქართული ეროვნული სპორტის სახეობებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ლელო, ქართული ჭიდაობა, დოღი და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ლელოს გატანა საქართველოში დღემდე ვაჟკაცობის...
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ თამარ ჯიქიამ განაცხადა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან საზოგადოებრივი დარბაზი შეიქმნება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
დარბაზი იქმნება სამეწარმეო და არასამეწარმეო პირებისგან. წევრთა რაოდენობა შეზღუდული არ არის, თითოეულ არასამთავრობო ორგანიზიციას ორი კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს.
საზოგადოებრივ დარბაზს შეუძლია გამოთქვას მოსაზრებები და რეკომენდაციები განსახილველ პროექტებთან დაკავშირებით, შესთავაზოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა, მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის...
წინა სტატია
ზუგდიდის მერიამ ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქციისთვის 454 385 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში განახლდება ხიდის ლითონის კონსტრუქცია და შეიღებება ხიდის მოაჯირები. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 160 კალენდარულ დღეში დასრულდება.
ანაკლია-განმუხურის ხიდი რომ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, ამის შესახებ შპს "ანაკლია-განმუხური-რესორთის“ დირექტორმა ბესიკ თოდუამ ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხიდს, რომელსაც 18 მილიონი ლარი მოხმარდა, საგარანტიო ვადა...
გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2019 წლის სამოქმედო გეგმა საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა. ინფორმაციას გორის გენდერის მედიაცენტრი ავრცელებს.
მედიაცენტრის წარმომადგენლის ნათია ომაძის განცხადებით, ეს ფაქტი გორის ისტორიაში პირველია.
პროექტზე გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმუშავა. გეგმა კი ევროკავშირის დახმარებით პროექტის "ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ფარგლებში შეადგინეს.
გეგმის მიხედვით სხვადასხვა აქტივობებია განსაზღვრული, რომლებიც სამ მთავარ მიზანს ემსახურება: მოხდეს, ინსტიტუციონალური შესაძლებლობების და ეფექტური...
საპრეზიდენტო არჩევნებიდან სამი თვე გავიდა, თუმცა ახალციხის ქუჩებში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატების პლაკატები ისევ გაკრულია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
დიდმამიშვილის, შალვა ახალციხელის, ვაჟა ფშაველას, კლდიაშვილის, ივერიელის, რუსთველისა და 9 აპრილის ქუჩები "ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კადნიდატის გრიგოლ ვაშაძის პლაკატებისგან ამ დრომდე არ გაუსუფთავებიათ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით ბალიაშვილი ამბობს,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































