სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ნუკრიანის, ვაქირის, მაშნაარის, ანაგის, საქობოსა და ბოდბის მოსახლეობა გზებისა და წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, წლებია აღნიშნული პრობლემები აწუხებთ და მის მოგვარებას ადგილობრივ თვითმმართველობას უშედეგოდ სთხოვენ. სოფელ ანაგის მკვიდრი, ნინო გოგოლაშვილი აცხადებს, რომ გზების და წყლის პრობლემა მოუგვარებელ საკითხად იქცა. მისივე თქმით, პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში და წვიმიანი ამინდების დროს მწვავდება.  გოგოლაშვილი განმარტავს, რომ...
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება ხელისუფლების პრიორიტეტი და ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. კობახიძემ დღეს პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის სხდომა გახსნა. “ჩვენ ჯერ კიდევ შარშან განვაცხადეთ, რომ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების ამბიციური გეგმა. ჩვენი ამოცანაა, თანდათან დავუახლოვდეთ დეცენტრალიზაციის ევროპულ სტანდარტს. ეს ყველაფერი ასახულია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტში, რომელიც რეგიონალური განვითარებისა...
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ  დაბა ასპინძაში გურამუშვილისა და ერეკლე II-ის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის სრული რეაბილიტაციისთვის 15 მარტს 110 000 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდამ 90 კალენდარულ დღეში შეასრულოს. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო, გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. ასევე, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულისა და...
ასპინძაში შპს 'ასპინძის კეთილმოწყობის' სამსახურის თანამშრომლებმა დასუფთავების აქცია მოაწყეს და მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოწყობილ ნაგავსაყრელებს წმენდენ. მერიის ინფორმაციით, დასუფთავების აქცია მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით პერიოდულად ხორციელდება. როგორც ასპინძის მუნიცპალიტეტის მერიაში განმარტავენ, თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელები საკმაოდ ბევრია. https://www.facebook.com/aspindza888/posts/1108515029327140?__xts__=68.ARD22nFCZBS2Lz-ZLloegzE_i6MdGe8yzoMPuCEFyUbseh1H5bf3RizliXyL3u5I4qK1UHxGDYRv9IWjcRnKgJMNaJU11F9JInd5UUc6kFx3KV6yUqgB0CM9dhjeNGtP12m5JZLmdzm3p-AqKTqpHtqTy-S7ggn3-I8bg1JSpggk--TLYgc-YMB_z5evzAmexOyQQgcmdcrJiZHOtGGaYAGkTkalagzoJIvUSZBl5UlKOXaAhVX9Ji-z_rRpaIsF5XuKrYm2J8OhFKUuhKijMJ9T7KrisyrCfzWSJPsmKKflWlvq_6-uply6AFmTH1OHp2m4vRVC_198ZTOg1eDlIFEruw&__tn__=-R
ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის დადგენილებას ხელს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - ქართული ხორბლის კულტურას (ენდემიური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია“, - ნათქვამია დადგენილებაში. დადგენილება ძალაში 25 მარტს შევიდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2020-2023 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადება საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 54-ე და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 76-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დაიწყო, - ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ. მათივე ცნობით, მერის ბრძანების საფუძველზე პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით შექმნილმა  ჯგუფმა  სამუშაო შეხვედრა 22 მარტს გამართა. სამუშაო შეხვედრაზე პრიორიტეტების შერჩევასა და სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის ჩართულობის ღონისძიებები განიხილეს. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერია 2020...
ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების განხორციელების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა იწყება, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, სულ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 36 მილიონ ლარზე მეტია გამოყოყილი. ამასთან, მათივე ცნობით, ქალაქის 10 ცენტრალურ ქუჩას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, მათ შორის, მოხდება სანიაღვრეების, ტროტუარებისა და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის, თაბუკაშვილის, ჯანაშიას, ხელაიას, ზვიად...
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გელათის დასახლების მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და გზა გადაკეტა. ადგილობრივები გელათის დასახლების სოფელ კურსებისთვის მიერთებას აპროტესტებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. მოსახლეობის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2014 წელს გადაწყვეტილება მოსახლეობისგან ფარულად მიიღო. ხალხმა კი ცვლილების შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც გელათის დასახლების დასაწყისში აბრა "სოფელი კურსები“ გამოჩნდა. "დღეს გამაფრთხილებელი აქცია გავმართეთ და გზა გადავკეტეთ. თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავალთ....
ტყიბულის მერიის შენობაში რამდენიმე თვეა ერთდროულად რამდენიმე ადგილას წყალი ჩადის. წვიმისა და თოვლის ნაწრეტი წყლისგან შენობის მესამე სართულზე დაზიანებული და აყრილია ხის იატაკი,  ამასთან, გაშავებულია ჭერი და კედლები. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ტყიბულის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარება არამდგრადი ამინდების გამო ვერ შეძლეს. "რამდენიმე თვეა დაზიანებულია. გასული წლიდან დაიწყო წვეთა, მაგრამ ამინდები არ არის და ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა სახურავის შეცვლა....
სტატიის გაგრძელება 26 მარტიდან ქუთაისში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 077 306.69 ლარია გამოყოფილი. როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნულ ქუჩაზე გადაადგილება დილიდან შეფერხდება. კერძოდ, სამუშაოების დასრულებამდე ავტომობილებისთვის გზა ჩეჩელაშვილის ქუჩის კვეთიდან გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე გადაიკეტება და მოძრაობა აღმაშენებლის გამზირიდან, ჩეჩელაშვილის ქუჩის გავლით, გრიშაშვილისა და დუმბაძის ქუჩების მიმართულებით იქნება შესაძლებელი. სამუშაოებს შპს "ჯეო სერვისი" განახორციელებს. ამასთან, ცნობილია, დამატებით...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ პოლიციელებისა და ადგილობრივების გმირთა მემორიალს მოაწყობს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ეს საკითხი დღის წესრიგში სოფელ ნიქოზის მოსახლეობის ინიციატივით დადგა. ნიქოზელებმა გორის მუნიციპალიტეტის მერს წერილობით მიმართეს და სოფელში მემორიალის მოწყობა სთხოვეს. ამის შემდეგ, გორის მერმა ადგილობრივების ინიციატივა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს გააცნო. "2019 წლის 04 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის მერმა...
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, მომავალი თვიდან დაიწყება. სატენდერო წიმნადადებების მიღების ვადა 2 აპრილს იწურება. გორის მუნიციპალიტეტის მერიას 18 საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 35 285 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში უნდა დასრულდეს. ბაღები, რომელთა რეაბილიტაციაც იგეგმება: შავშვების N2 საბავშვო ბაღი; ხიდისთავის საბავშვო ბაღი; ახალუბანის საბავშვო ბაღი; ახალდაბას საბავშვო ბაღი;...
სტატიის გაგრძელება 4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტს 400 მილიონი დოლარით აფინანსებს, მთავრობასთან რვაპუნქტიან მოთხოვნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქვს. პროექტის ინვესტორები, კერძოდ EBRD, ADB, AIIB და OPIC მთავრობისგან გარკვეული რისკების დაზღვევას ითხოვენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ განმარტეს, ინვესტორებს მთავრობასთან შემდეგი მოთხოვნები აქვთ: 1. პორტის განვითარების ფაზებისთვის არ იყოს ვადები დაწესებული, სანამ არ დაიფარება პორტის პირველი ფაზის განვითარებისთვის ბანკების მიერ...
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მან თავისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულლება შეძლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი და კონსორციუმს აქვს სამთავრობო მხარდაჭერა ვალდებულებების შესრულებაში. "საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენი ეკონომიკური სტრაგტეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო უნდა გადავაქციოთ...
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა ვაქციოთ სახალხო პროექტად, - ამ მოწოდებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელები საქართველოს მთავრობას და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მიმართავენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მიმართვის ავტორთა აზრით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთა ჩართულობა და ინფორმირებულობის უზრუნველყოფა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საქმიანობაში, რომლის ერთ-ერთი საშუალება შეიძლება გახდეს აქციების ემისია, საქართველოს...
წინა სტატია რა სახელი და გვარიც არ უნდა აარჩიოს "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ კანდიდატებად, დარწმუნებული ვარ ოპოზიციის კანდიდატების წარმატებაში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამომრჩეველმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ ხელისუფლების მიერ წარდგენილი ნებისმიერი სახელის და გვარის უკან "ქართული ოცნება" დგას. "ამის უკან დგას ის პრობლემები და გაჭირვება, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა "ქართულმა ოცნებამ". დგას ეკონომიკური უკუსვლა, გაძვირებული ცხოვრება,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ