ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის დადგენილებას ხელს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.
“კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქართული ხორბლის კულტურას (ენდემიური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია“, – ნათქვამია დადგენილებაში.
დადგენილება ძალაში 25 მარტს შევიდა.