სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მან თავისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულლება შეძლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი და კონსორციუმს აქვს სამთავრობო მხარდაჭერა ვალდებულებების შესრულებაში.
“საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენი ეკონომიკური სტრაგტეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონალურ ჰაბად, მათ შორის ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით, რომელიც ყველა განზომილებას მოიცავს და რა თქმა უნდა, საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღეთ იმაში, რომ როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ისე ამერიკელი პარტნიორები ძალიან დიდ დატვირთვას აძლევენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას”, – განაცხადა ბახტაძემ.
პრეიმიერმინისტრმა საქართველოს შავი ზღვის სტრატეგიულ როლზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მდგრადობსითვის კონკრეტული ნაბიჯებია დაგეგმილი.
“შავი ზღვა არის დღეს ნატო-სთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ამას მივესალმებით. ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს აქვს სრულიად უნიკალური როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ნატო-სთან ერთად დაგეგმილი ერთობლივი ნაბიჯები იმისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება იყოს მდგრადი და ვფიქრობ, ეს უფრო თვალსაჩინო გახდება მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
არასამთავრობო სექტორი მთავრობას ანაკლიაში ნავსადგურის მშენებლობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივით მიმართავს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ვადებში დასრულდება, თუმცა ანაკლიის პორტში პირველი გემის შესვლის თარიღის გადავადება არ გამორიცხა,