წინა სტატია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ხუთი საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა. მათი რეგისტრაციის ვადა 2 აპრილს ამოიწურა. მუნიციპალიტეტის მერობისთვის მათ მიერ წარდგენილი კანდიდატები - ზვიად სიჭინავა, თენგიზ ჯგუშია, დათო თორდია, მალხაზ ქუჩულორია და გოგიტა ბიგვავა იბრძოლებენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, საინიციატივო ხუთკაციანმა ჯგუფებმა კანდიდატების დასარეგისტრირებლად მხარდამჭერთა სიები 9 აპრილამდე უნდა წარადგინონ. ამასთან, ცნობილია,...
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძისა და საკრებულოს თავმჯდომარის ნადიმ ვარშანიძის გადადგომას ითხოვენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და პროკურატურას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. თქვეს, რომ ხელვაჩაურში მმართველობა და მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს. თემურ დუმბაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში პროექტები შეფერხებით ხორციელდება და ასევე, იკვეთება კორუფციის ნიშნები. მაგალითად კი ახალშენის კულტურის სახლის შემთხვევა მოიყვანა. ხელვაჩაურის მერი გადადგომას არ აპირებს. ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, ყველა დამნაშავე დაისჯება, ბრალეულობას კი შესაბამისი...
წინა სტატია "ვარკეთილის“, "გურამიშვილის“, "ავლაბრისა" და "გოცირიძის“ მეტროსადგურების სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი 2019 წლის ბოლოს ან 2020 წლის დასაწყისში გამოცხადდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები აღნიშნული მეტროსადგურების კვლევების ჩასატარებლად, რომლის დასრულების შემდგომ პროექტის მომზადება დაიწყება. "თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 2019 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით მეტროსადგურების კაპიტალურ რემონტს გეგმავს. ვინაიდან მეტროსადგურების უმეტესობა...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, 2019-2021 წლებში ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალასა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკების განვითარებისთვის კავკასიის ბუნების ფონდი 870 000 ევროს გამოყოფს. აღნიშნული თანხა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისთვის საოპერაციო ხარჯების დაფარვას და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე, გრანტის ფარგლებში პარკების რეინჯერებს ხელფასისა და საკვების დანამატს მოხმარდება. ხელშეკრულებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის...
წინა სტატია სამოქალაქო აქტივისტს, ნინო გოგოლაშვილს, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში ცხოვრობს, ტელეკომპანია “იმედის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში დადგმული კადრის გამო გარემოს ზედამხედველობის სამსახური გარემოს დანაგვიანებას ედავებოდა. გოგოლაშვილმა სასამართლო დავა მოიგო. სიუჟეტი სოფელში არსებულ ქაოტურ ნაგავსაყრელს ეხებოდა, რომლის არსებობასაც გოგოლაშვილი აპროტესტებს. სწორედ ამ სიუჟეტის მომზადებისას, კადრის გადასაღებად, ნინო გოგოლაშვილმა ადგილზე პარკით ნაგავი დაყარა. მისივე ინფორმაციით, გადაღების შემდეგ მან ეს ნაგავი აიღო, თუმცა, ამის მიუხედავად, სიუჟეტის გასვლიდან...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი თვის განმავლობაში, სოციალური პროგრამების ფარგლებში, 447 470 ლარის დაფინანსება გასცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. იანვრის, თებერვლისა და მარტის მონაცემებით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა 967 ბენეფიციარი დააფინანსა. კერძოდ, 296 658 ლარი 436 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, ხოლო მედიკამენტების შესაძენად კი 307 ბენეფიციარი 52 962 ლარით დაფინანსდა. მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს, ასევე, ოთხ და მეტშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა,...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში 240 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება. როგორ მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, სოფელ წყალტუბოში საჯარო სკოლის არარსებობის გამო სკოლის მოსწავლეები სამ საცხოვრებელ სახლში არიან გადანაწილებული და მათ რთულ პრობებში უწევთ განათლების მიღება. ახალი სკოლის მშენებლობის შემდეგ კი, სოფელ წყალტუბოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება, სადაც მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. სკოლა სრულად იქნება...
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-23 წლების სტრატეგიის პროექტის რეგიონული განხილვები დაიწყო. პირველი შეხვედრა აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. შემდეგი განხილვა კი მესტიასა და ცაგერში იგეგმება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში ხაზგასმულია, რომ მაღალმთიანი დასახლებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და დაბლობის საცხოვრებელი არეალებისგან, როგორც ბუნებრივი, ეკონომიკური და სასოფლო-სამეურნეო რესურსებით, ასევე სოციალური პირობებითა და ეთნო-კულტურული თავისებურებებით. "კლიმატური პირობები და რესურსების არამდგრადი გამოყენება აუარესებს...
გამოკითხული მოსახლეობის 68,8% მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით იყენებენ, -  ნათქვამია კვლევაში, რომელიც "ღია საზოგადოების ფონდმა" ჩაატარა. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58,6%-ს სჯერა, რომ თანამდებობის პირები ბიზნესს თანხის სანაცვლოდ მფარველობენ. კითხვაზე, შეუშლის თუ არა ხელს დიდი ბიზნესის წარმატებას მისი მფლობელის მიერ ოპოზიციური პარტიის დაფინანსება - მოსახლეობას ასე პასუხობს: ძალიან შეუშლის - 26,4%, მეტნაკლებად შეუშლის - 36%, არცთუ ისე...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე "თბილსერვის ჯგუფს“ პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩების კონკრეტულ ადგილებში განათებების შეცვლის, ხოლო ბარათაშვილის აღმართზე კლდის გასანათებელი პროექტის მომზადება დაავალა. "მინდა დაგავალოთ, რომ პუშკინის ქუჩის 19 ნომრიდან ბარათაშვილის ქუჩის 26 ნომრის ჩათვლით, ალბათ დაკვირვებულები ხართ განსაკუთრებით ღამის საათებში, როდესაც განათება ირთვება, საკმაოდ მოუწესრიგებელია ეს მიმართულება, არადა ისტორიულად ულამაზესი ადგილია, ისტორიული შენობა-ნაგებობები დგას. მე მხედველობაში მაქვს მხატვრული განათება...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე "თბილსერვის ჯგუფს“ კონკრეტული ადგილების დასუფთავება დავალა. "მინდა კიდევ ერთი დავალება მოგცეთ დასუფთავების თვალსაზრისით. თქვენ ამას რა თქმა უნდა ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებთ, მაგრამ ამ კონკრეტულ ადგილზე, რომელსაც გეტყვით, ალბათ დაგვჭირდება ადამიანების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება, რომ მოვაწესრიგოთ ეს ადგილი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და სამწუხაროდ, ეს არის ქალაქის ცენტრში. თამარაშვილიდან, როდესაც ახალ გზაზე გადავდივართ, ვაკე-საბურთალოდან რომ გადმოვდივართ ახალ გზაზე, ვერეს...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციას 60 ათასი ლარის ნაცვლად 70 ათასი ლარით დააფინანსებს. მისი თქმით, გასულ წელს მერიამ ღვიძლის ტრანსპლანტაციის 10 ოპერაცია დააფინანსა. როგორც კალაძემ განაცხადა, აღნიშნული პროგრამით სარგებლობა იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში თბილისში არიან რეგისტრირებულნი. "დედაქალაქის მერია 60 000 ლარით აფინანსებს ღვიძლის ტრანსპლანტაციას. ეს საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა, დაახლოებით, 120 000 ლარი...
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეიდან თბილისის მერია კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. მისი თქმით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 45 მილიონი ლარია, რომლის ფარგლებშიც მიწისქვეშა კომუნიკაციები და განათების ბოძები შეიცვლება, ასევე, მოწესრიგდება გამწვანება და ბორდიურები. კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კახეთის გზატკეცილზე გარკვეული შეზღუდვები იქნება, თუმცა ეს მოძრაობას პრობლემას არ შეუქმნის. "აეროპორტიდან თბილისში შემოსასვლელი გზა მთლიანად...
წინა სტატია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმდინარე პროექტების ფარგლებში, დაზიანებულ შიდა ქუჩებზე გზის საფარის აღდგენა დაიწყო. როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის, სამუშაოები გოგებაშვილისა და შარტავას ქუჩებზე მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში კი ხორავას, შენგელიას, კობახიძის, ტაბიძისა და გორგასალის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყება. მათივე ცნობით, აპრილის ბოლოდან, სამუშაოები ეტაპობრივად - მოსაშვილის, ცეტკინისა და ჩიტაძის ქუჩებზე ჩატარდება. საერთო ჯამში კი გზის...
ხელვაჩაურის მერიის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ინფორმაციას ხელვაჩაურის მერიაში ადასტურებენ. როგორც მერიაში აცხადებენ, დაკავება ახალშენის კულტურის სახლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის არასწორად შევსებას უკავშირდება. აღნიშნულ საკითხზე, დაახლოებით, ორი თვის წინ აუდიტის სამსახურმა კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას მნიშვნელოვანი ხარვეზები დაფიქსირდა. ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე არ გამორიცხავს იმას, რომ საგამოძიებო პროცესში, შესაძლოა, კიდევ ვინმეს...
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი მერიისაგან განაცდურის სახით 32 000 ლარს ვერ მიიღებს. აბაზოვი იმ 7 თვის განაცდურის აღებას ითხოვდა, რომელიც წინასწარი პატიმრობისას, უფლებამოსილების შეჩერების გამო, ვერ აიღო. აღნიშული წინადადება კი ცნობის სახით  საკრებულომ  13 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას "მარნეულის რადიო" ავრცელებს. აბაზოვი წინასწარი პატიმრობისას, უფლებამოსილების შეჩერების დროს გაცდენილი 7 თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდა. საკითხი მარნეულის მერიამ განიხილა და ყოფილი მერის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ