შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში 2017 წელს გახსნილ საბავშვო ბაღს არ გააჩნია ეზო და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამასთან, შენობა არ არის ადაპტირებული. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პრეტენზიას მშობლებიც გამოთქვამენ და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას მოითხოვენ.
ბაღებისა და ეზოების კეთილმოწყობა ადგილობრივი მთავრობის კომპეტენციაა, თუმცა შუახევის მერიაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის სიმცირის გამო ეზოების საკითხი ვერ გაითვალისწინეს.
https://youtu.be/gJiMw3-zaA8
თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით, ბიბლიოთეკების რეორგანიზაციის ფარგლებში, ბიბლიოთეკარებს გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ.
"ბიბლიოთეკარებთან ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა. რეფორმა გარდაუვალია და სულ ცოტა ხანში დასრულდება. 320-ვე ბიბლიოთეკარი გამოცდებისა და ტესტირების გარეშე შეუერთდება მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებს. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება და წიგნების საცავების რემონტი, რომელსაც პირველ რიგში მივხედავთ", - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
მისივე თქმით, რეფორმის შემდეგ...
საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ გაზიფიცირების პროექტის სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 210 მილიონს შეადგენს. მისი თქმით, ამ ინვესტიცვიების განხორციელების შემდეგ საქართველო რეგიონში იქნება ერთ-ერთი ლიდერი გაზიფიცირების თვალსაზრისით.
"2019-2022 წლებში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით კიდევ 217 დასახლლებულ პუნქტი ბუნებრივი გაზით მომარაგდება. შედეგად საქართველოს მასშტაბით მილიონ 200 ათასზე მეტ აბონენტს ექნება წვდომა ბუნებრივ აირზე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში...
ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემა დაზიანდა, რის გამოც დაწესებულებას გათბობის პრობლემა შეექმნა. როგორც გამოცემა "ლაივპრესს“ რამდენიმე მშობელმა განუცხადა, 10 დღეზე მეტია საკლასო ოთახები არ თბება.
სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრობლემა ნაწილობრივ მოაგვარეს და მის სრულად მოსაგვარებლად მუშაობენ. სკოლის დირექტორის ნინო ბულიას თქმით, უკვე ორი დღეა საკლასო ოთახები თბება კონდინციონერებით, მანამდე კი დროებით ელექტროღუმელები ჰქონდათ განთავსებული. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე...
ბორჯომის საკრებულოში რიგით მეშვიდე ფრაქცია "ბორჯომის სიკეთისათვის“ შეიქმნა. წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ხელფასისთვის 40 200 ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ფრაქცია "ბორჯომის სიკეთისათვის“ პატრიოტთა ალიანსის სამი წევრისაგან შედგება. მისი ხელმძღვანელი ვიოლეტა ბალახაშვილია, რომელიც აქამდე განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიიის თავმჯდომარე იყო, თუმცა თანამდებობა გასულ კვირას, საკუთარი გადაწყვეტილებით, ბორჯომი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დატოვა. ბალახაშვილის მოადგილედ...
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დედაქალაქში ხე-მცენარეების შეწამვლა დაიწყო.
როგორც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, პირველ ეტაპზე 2 140 ძირი ჭადრის ხე მტკვირს ორივე სანაპიროზე შეიწამლა. მათივე ცნობით, ხეებს დაავადება ანთრაქნოზი გამოუვლინდა.
"წამლობა პირველად განხორციელდა იტალიური ბორდოს 3 პროცენტიანი ხსნარით, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ანთრაქნოზის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალებაა, მცენარეების კვირტების დაბერვის ფაზაში.
ჯამში სულ შეიწამლება 6 745 ჭადარი რუსთაველის გამზირზე,...
დედოფლისწყაროს მერის მიერ ინიცირებული პროექტი "ერთი დღე სოფელში“ განახლდა. პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი სოფელ გამარჯვებაში იმყოფებოდა.
როგორც მერიაში აცხადებენ, მერი თანამშრომლებთან და მერის წარმომადგენელთან ზვიად ზვიადაურთან ერთად სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა, არსებულ პრობლემებს გაეცნო და ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერა.
აღსანიშნავია, რომ დაწყებულია ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა, რომელიც ადგილობრივებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეარჩიეს, ხოლო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, მის მიერ...
წინა სტატია
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი 6 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 28 მილიონ ლარზე მეტია.
როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდიში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ 420 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა.
პროექტი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, გარეგანათების, სათამაშო მოედნის, ავტოსადგომის, პანდუსებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი.
საცხოვრებელი ბინები კი სრულად...
თელავის ყოფილი მერი პლატონ კალმახელიძე კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის მოადგილედ დაინიშნა.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, კალმახელიძე საქმიანობას დღეიდან შეუდგება.
შეგახსენებთ, რომ პლატონ კალმახელიძე ქალაქ თელავის მერად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს აირჩიეს.
რაც შეეხება სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას, ის ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ არსენიშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდის იუსტიციის სახლში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა.
"ჩამოვედი და უკვე ვიცხოვრებ აქ, რომ დავეხმარო ზუგდიდელებს და ერთად გადავჭრათ პრობლები. ვიქნები ჩემს ზუგდიდელებთან ერთად",- განაცხადა რულოვსმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატად ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი 22 მარტს წარადგინა.
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
კრწანისის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ვერცხლის ქუჩა N24-ში, აბოვიანის N11-სა და რუსთავის გზატკეცილის კორპუსი 12ვ/გ-ს მიმდებარედ, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დასრულა.
გამგეობის ინფორმაციით, მსგავსი ტიპის სამუშაოები რუსთავის გზტკეცილის N271-ში, მე-9 კორპუსის მიმდებარედ და დამატებით კიდევ ორ მისამართზე მიმდინარეობს.
ასევე, უკვე დასრულდა წყალსაწრეტი მილების გამოცვლა/რეაბილიტაცია გრიშაშვილის N30-ში, ერეკლე მეორეს შესახვევი N3-ში და მოსე ხონელის N4-ში, ხოლო გორგასლის N91-ში სამუშაოები მიმდინარე...
სამგორის რაიონში, ორხევში, ახალი სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, მუხაძის ქუჩა N5-ის მიმდებარედ 520 კვ.მ ფართობის ხელოვნურ საფარიანი მოედანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უკვე მოეწყო და ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
"სტადიონს აქვს სპეციალური პანდუსი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და მოეწყო გარეგანათების სისტემა", - განმარტავენ გამგეობაში.
სამუშაოების ღირებულება, რომელიც გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს "პარმა“ შეასრულა 73 000 ლარს შეადგენს.
ასევე, მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს კიდევ ერთი სპორტული...
ჩუღურეთის რაიონში ლარეხის ქუჩაზე ქვაფენილს აგებენ.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, 800 კვ.მ-ზე დაზიანებულ რიყის ქვის საფარს ახალი ქვაფენილი ჩაანაცვლებს. ამასთან, მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყობა ბორდიურები.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია "გლობალ ჰაუსი“ აწარმოებს, პროექტის ღირებულება კი 100 000 ლარს შეადგენს.
https://www.facebook.com/DistrictofChugureti/posts/2226450287625825?__xts__%5B0%5D=68.ARC7RWcHL2paqe8aKgZ02CB1gCp1qcbR0hRThZZfWVf4W80CzOWzWJabML6Pke6dRiIKJ288ihuynpPiYHWxNrZ4yeRU4Ruopp1-INl1b7NDPZ1qmk0xBOFv0TZQIm5QwaaS43z6IEalgNo7xgfVqKFDe_irNVpok_FcF2JdngC1XGhKwopNPg0YdSM0nFAr-XTPqqFz5Y6N1se5Ld0tkt9SVl97ohk2XBwQqWg124excnMFTyEZ5wcLU-acGE3BzG_RuDpLybQYbv3bUnzXSxyEYYljcdUyWPyCeeQ9-x-HV9BXJfd9CcsfMQMtaLSmRaKJZLuetwODCwflKX27Yuvm6S191CGJkuMRp78JV2WF3J_HsNJw5ThixqMHLWj9TqWMXVOb2GbfH_BIs2hyyiG63J6JEZ7iyQvz3K536Jr9G69F5E1ENTI-kDuq7ZFALjhiUfj1vSARx80tLSWUsewGxQ&__tn__=-R
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მომდევნო ორი წლის განმავლობაში რეგიონში დამატებით 6 000 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას აანონსებს. როგორც თორნიკე რიჟვაძემ "საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, 2019-2020 წლებში ის 2 მილიარდი ლარის ინვესტიციის მოზიდვას აპირებს და ამ მიზნით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან მოლპარაკებები უკვე დაწყებულია. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაუმჯობესოთ ის ყოველწლიური ზრდა, რომელიც გვაქვს ტურისტული ნაკადების თვალსაზრისით, ეს...
სტატიის გაგრძელება
ქუთაისის მერიამ მორიგი სასამართლო დავა წააგო. ყოფილმა თანამშრომელმა მაია მურუსიძემ მერიას დავა მეორე ინსტანციაშიც მოუგო. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
მაია მურისიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელე მხარეს მისი სამსახურში აღდგენა და განაცდურის გადახდა დაავალა. ასევე, მერიას ადვოკატის მომსახურებისა და სხვა ხარჯების ანაზღაურებაც მოუწევს.
გაასაჩივრებს თუ არა მერია ორი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია.
მაია მურისიძე 2018 წელს რეორგანიზაციის...
წინა სტატია
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ამბობს, რომ თუკი 9 აპრილამდე ხმათა საჭირო რაოდენობას მოაგროვებს, კენჭს იყრის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კანდიდატად დარეგისტრირებას ვერ შეძლებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფებს ცოტა დრო ჰქონდათ დასარეგისტრირებლად.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხუთი საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა.
ასევე, ცნობილია, რომ ზუგდიდის მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვსი, ხოლო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































